იცი რა, გეთანხმები ნაწილობრივ, რომ ესეც გარკვეული ტიპის დისკრიმინაციაა, მაგრამ, აბა წარმოიდგინე, იმდენ თემაზეა სასაუბრო - თუნდაც, დაავადებები, სექსი, ურთიერთობები და ა.შ. იგივე, რაც ქალი&მამაკაცში და + აბანოში ხდება, ერთი ამდენი მათაც აქვთ საწერი.
თუ შენ უზრუნველყოფ იმას, რომ გაიხსნას თემები მაგალითად ასეთი სახით ქალი და მამაკაცის განყოფილებაში - 'სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მხოლოდ ლესბოსელებისთვის' ანუ სადაც აინტერესებს ავტორს ლესბოსური ურთიერთობის დროს გადამდები დაავადებები - და არ გაოფდეს, არ იქცეს ჩეთის და შეურაცხყოფების თემად, კი ბატონო. თან, მხედველობაშია მისაღები ის, რომ ასეთი 10000 თემა იარსებებს. დაიბნევა ქალი და მამაკაცის ყველა იუზერი.
ის უფრო მეტი დისკრიმინაციაა, მთელი LGBT საზოგადოება საკუთარ ფორუმზებზე როა შეკუჭული და აქ მარტო ზოგად თემებში პოსტავენ, იმჰო.
განვიხილოთ მაგალითი

იქნებ მე გეი ვარ და მაინტერესებს(მაგალითად), რას გააკეთებენ გეები, როცა მათი პარტნიორი კაცი უღალატებთ(ასეთი თემებით სავსეა ქ&მ).
რა ვქნა? თემა გავხსნა ქ&მ-ში? დარწმუნებული იყავი, არცერთი გეი ამას არ გააკეთებს, იმიტო რო უბრალოდ წაულეკავენ თემას და სერიოზულად არავინ აღიქვამს მის პრობლემას.
ამიტომ რაღა დამრჩენია? ან ვხსნი თემას gay.ge-ს ფორუმზე(მქვია 87985-gay

) და ვარ უფრო მეტად დისკრიმინირებული, ვიდრე იმ შემთხვევაში, ფორუმზე რო ცალკე განყოფილება მქონდეს, ან კიდევ საერთოდ ვიკეტები საკუთარ თავში.
ჰო, თუნდაც ცალკე ფორუმების(gay.ge, lesbi.ge და სხვა არაქართული ფორუმები) არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ხალხსაც უნდა ლაპარაკი საკუთარ პრობლემებზე.
თუ სადმე ვცდები, მითხარით
TETISAკი, არიან. მე ვიცი 1-2 სწორედ პოსტებიდან

ანუ ფორუმის გარეთ არ ვიცნობ არცერთს. 2 ნიკი ახლა მომივიდა თავში - 1 ლესბი, 1 გეი.