* * *
tamunia891ასე ხდება ეგ პროცესი
* * *
[COLOR=red]სილიკონი გელის იმპლანტანტთან დაკავშირებული რისკები[COLOR=red]
სილიკონის გაჟონვა და იმპლანტანტის გასკდომა _ სილიკონის გელის მცირე ნაწილმა შეიძლება გაჟონოს დაუზიანებელი იმპლანტიდან ირგვლივ მდებარე შემაერთებელქსოვილოვან კაფსულაში. იმპლანტის დაზიანება შეიძლება მოხდეს ხანგრძლივი დროის შემდეგ. როგორც ყველა სხვა იმპლანტანტი ან პროთეზი, ისიც დაძველებასთან ერთად კარგავს ვარგისიანობას და საჭიროებს შეცვლას. დაზიანება ასევე შეიძლება იყოს ტრავმის შედეგი, მაგალითად ავარიის დროს.
იმპლანტის გასკდომის შემთხვევაში, მასში არსებული სილიკონის გელი გადადის შემაერთებელქსოვილოვან კაფსულაში, რომელიც მის ირგვლივ ყალიბდება ოპერაციის შემდეგ. იმპლანტის მოცილება ან შენაცვლება შეიძლება აუცილებელი გახდეს შესაძლო ადგილობრივი გართულებების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის დაზიანების შემთხვევაში გელი მის გარეთ გადავა. თუ აუცილებელი გახდა შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის მოცილებაც იმპლანტანტთან ერთად, ეს საჭიროებს დამატებით ქირურგიულ ჩარევას და დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ამგვარი ოპერაციის ფასი შეიძლება მეტი იყოს ვიდრე პირველადის. აუცილებლად განიხილეთ შესაძლო დამატებითი ხარჯების საკითხი თქვენს ქირურგთან !!!
რა არის კაფსულარული კონტრაქტურა და რა იწვევს მას? მარტივი ენით, კაფსულის კონტრაქტურა გულისხმობს მკერდის გამკვრივებას. ოპერაციის შემდეგ, გარკვეული
კაფსულარული კონტრაქტურა შეიძლება გამოვლინდეს ცალ მხარეზე, ორივე მხარეს ან საერთოდ არ გამოვლინდეს. მისი ხარისხიც ასევე შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მხარეს. ნორმაშიც იდეალურად სიმეტრიული მკერდი არ არსებობს, თუმცა მსგავსი პათოლოგიის დროს განსხვავება საგრძნობია და ხშირად არ ექვემდებარება კორექციას.
[COLOR=red]კალციფიკაცია (ჩაკირვა)[COLOR=red]
შემაერთებელქსოვილოვან კაფსულაში შეიძლება მოხდეს კალციუმის მარილების ჩალაგება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს მკერდის გამკვრივების და მტკივნეულობის მიზეზი. კალციფიკაცია, ანუ ჩაკირვა, როგორც წესი, ვლინდება მამოგრაფიის დროს და აუცილებელია მისი დიფერენცირება მკერდის კიბოს დროს არსებული კალციფიკაციის კერებისგან. მსგავსი გართულების განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ქირურგიული ჩარევა.
[COLOR=red]იმპლანტის გაშიშვლება (ექსტრუზია)[COLOR=red]
თუ შეხორცება გართულებულია ან მკერდის ქსოვილი, რომელიც ფარავს იმპლანტანტს ძალიან თხელია, იმპლანტმა შეიძლება დააზიანოს კანი და ხილული გახდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა იმპლანტის მოცილება, თუმცა ეს ნაწიბურის ჩამოყალიბების და მკერდის დეფორმაციის რისკთანაა დაკავშირებული.
[COLOR=red]დიდ იმპლანტებთან დაკავშირებული რისკი[COLOR=red]
ბევრი ქირურგი თვლის, რომ დიდ იმპლანტებს შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი უარყოფითი ცვლილებები, როგორიცაა დვრილის შემცირებული მგრძნობელობა, დვრილის ატიპიური ლოკალიზაცია (ზედმეტად მაღლა, ან დაბლა), მკერდის გადახრა მედიალურად ან ლატერალურად (ერთმანეთისგან ზედმეტად დაშორებული, ან, პირიქით მიახლოვებული სარძევე ჯირკვლები, დროთა განმავლობაში მკერდის ჩამოკიდება, კაფსულარული კონტრაქტურა და კანის ცვლილებები (მაგ. _ გათხელება). ზოგადად, პაციენტი თავად ირჩევს იმპლანტის ზომას და მისი შერჩევისას საჭიროა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება, რომელთაგან მიშვნელოვანია ქსოვილის სისქე, მკერდის სიდიდე, დვრილის მგრძნობელობა, თუ რამდენად ჩამოკიდებულია მკერდი, მკერდის ანატომიური თავისებურებანი, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განსჯილი ოპერატორ ქირურგთან.
[COLOR=red]ჭრილობის შეხორცების პრობლემები, ქსოვილის ნეკროზი[COLOR=red]
ზოგ შემთხვევაში, შეხორცება შეიძლება გახანგრძლივდეს, ან გართულდეს. ჭრილობა შეიძლება გაიხსნას ინფექციის ან ტრავმის ზემოქმედების შედეგად, რაც გამოიწვევს მის შემდგომ დანაწიბურებას.
ჭრილობის ცუდი შეხორცების და იმპლანტის ირგვლივ ნეკროზის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება სტეროიდული პრეპარატების მიღება (პრედნიზოლონის მაგვარი) , ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, თამბაქოს მოწევა. ზოგჯერ ეს გართულება უცნობი მიზეზით ვითარდება.
კანის შესამჩნევი დანაოჭება
მკერდზე კანის დანაოჭება შესამჩნევი ხდება, როდესაც იმპლანტი ექაჩება ზემდებარე ქსოვილებს. კანის დანაოჭება განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესავ იმპლანტი დიდი ზომისააა, ხოლო კანი საკმაოდ თხელი.
კანისა და დვრილის მგრძნობელობის შეცვლა
დვრილის მგრძნობელობის შეცვლა მცირე ხნით ოპერაციის შემდეგ ნორმალური მოვლენაა და იგი, როგორც წესი, აღდგება გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს მგრძნობელობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა ან მომატება ორივე, ან ცალ მხარეზე.
იმპლანტის არასწორი მდებარეობა
იმპლანტაციის შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში, იმპლანტმა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია ან შემობრუნდეს, რაც გარკვეულ დისკომფორტს და/ან მკერდის დეფორმაციას იწვევს. მსგავსი მდგომარეობის კორექციისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ქირურგიული ჩარევა. რეკომენდირებულია ქირურგს ჰკითხოთ რჩევა აზღუდის შერჩევაში, რადგან არასწორად შერჩეული აზღუდი, ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში, ხელს უწყობს იმპლანტანტის არასწორ დაფიქსირებას.
ასიმეტრია
ქალების უმეტესობას ნორმაში აღენიშნებათ მკერდის მეტ-ნაკლები ასიმეტრია. იმპლანტაციის შემდეგ ეს ასიმეტრია შიძლება უფრო გამოხატულიც გახდეს. რამდენადაც მკერდის ზომების განსაზღვრის ზუსტი ხერხი არ არსებობს, იმპლანტების მოცულობებს შორის განსხვავების განსაზღვრა და ამგვარად ასიმეტრიის გამოსწორება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
მკერდის ქსოვილის ატროფია
იმლანტის ზეწოლის გამო მკერდის ქსოვილი შეიძლება ზომაში შემცირდეს (შეიჭმუხნოს). ეს მოვლენა ძირითადად ვლინდება ასაკის მატებასთან ერთად. ქსოვილის ზომის შემცირებამ იმპლანტი შეიძლება უფრო შესამჩნევი და შეხებით საგრძნობი (პალპირებადი) გახადოს.
[COLOR=red]მამოგრაფია[COLOR=red]
ქალები, სილიკონის მკერდის იმპლანტით უნდა იტარებდნენ მამოგრაფიას სერტიფიცირებულ მამოგრაფიულ ცენტრში. გამოკვლევამდე აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს მკერდის იმპლანტის შესახებ. იმპლანტის არსებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მამოგრაფიის პროცესს და ნაკლებ ინფორმატიული გახადოს იგი. მკერდის კომპრესიამ, რომელიც მამოგრაფიული კვლევის ნაწილია, შეიძლება გამოიწვიოს იმპლანტის ირგვლივ არსებული ნაწიბუროვანი კაფსულის ან თვით იმპლანტის დაზიანება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ზედმეტად მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის არსებობის დროს. თუმცა ამ გართულების რისკი მეტად მცირეა და არ წარმოადგენს დაბრკოლებას სრულყოფილი მამოგრაფიული გამოკვლევისთვის.
[COLOR=red]მკერდის დეფორმაცია იმპლანტანტის მოშორების შემდეგ[COLOR=red]
თუ რაღაც მიზეზით საჭირო გახდა იმპლანტანტის მოშორება, შეიძლება მოხდეს მკერდის მცირე გარეგნული დეფორმაცია. მსგავსი მოვლენა უფრო მეტად გამოხატული იქნება ასაკოვან და დიდი ზომის იმპლანტების მქონე პაციენტებში. ამგვარი დეფორმაციის ტიპიური მაგალითებია: ასიმეტრია, მკერდის ჩამოკიდება, მკერდის კანის დანაოჭება.
[COLOR=red]დვრილის პირსინგის პროცედურები[COLOR=red]
თუ იმპლანტაციის შემდეგ გადაწყვეტთ პირსინგის გაკეთებას მკერდზე, აუცილებლად გაითვალისწინეთ ინფექციის საშიშროება. ინფექციის დროს, მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, გართულებულ შემთხვევებში კი შეიძლება საჭირო გახდეს იმპლანტანტის მოცილებაც. გაითვალისწინეთ, რომ იმპლანტტის მქონე მკერდის მკურნალობა უფრო რთულია ვიდრე ნორმალური ქსოვილებისა. მძიმე შემთხვევებში ანტიბიოტიკები არაეფექტურია.
[COLOR=red]განმეორებითი ოპერაცია[COLOR=red]
მკერდის იმპლანტი, მსგავსად სხვა ნებისმიერი, სხეულში მოთავსებული იმპლანტისა, მუდმივი არ არის და გარკვეული დროის შემდეგ საჭიროებს გამოცვლას ან მოშორებას. მკერდის იმპლანტანტების მწარმოებლების სტატისტიკით, განმეორებითი ოპერაცია საჭირო ხდება 5 წლის შემდეგ, მკერდის გადიდების 20-30% და რეკონსტრუქციის 30-40%-ში.
[COLOR=red]ფსიქიური აშლილობანი და მკერდის გადიდების ოპერაცია[COLOR=red]
მეტად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, რომლებიც აპირებენ მკერდის გადიდების ოპერაციის გაკეთებას, ჰქონდეთ რეალური შედეგის მოლოდინი და შეგნება იმისა, რომ ოპერაცია ემსახურება გარეგნობის გაუმჯობესებას და არა მის სრულყოფას.
ზოგ შემთხვევაში, მოსალოდნელია გართულებები და სასურველი შედეგი ყოველთვის არ მიიღება, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ოპერაცია და ეს, რასაკვირველია, სტრესთან არის დაკავშირებული. აუცილებლად გულახდილად უამბეთ თქვენს ქირურგს, თუ გქონიათ დეპრესიის ან გადამეტებული ემოციური რეაქციების ეპიზოდები წარსულში. როგორც წესი, ოპერაციის ფსიქოლოგიური ეფექტი დადებითია, თუმცა ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია.
This post has been edited by ostensible999 on 21 Apr 2011, 13:02