angelw7
The truth is in Immortality of Spirit

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1235
წევრი No.: 108400
რეგისტრ.: 5-January 10
|
#19290020 · 28 Apr 2010, 03:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ტექსტი ბევრს გამოგადგებათ. ღმერთმა გაგაძლიეროთ!
მამა გაბრიელი მუდამჟამს ცდილობდა, ათასგვარი მანქანებით ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი ბოროტი თავისი ლოცვის ძალით დაეთრგუნა და ადამიანები მისი კლანჭებიდან დაეხსნა. ამბობდა: _ ჯადო და ყავაში ჩახედვა ისეა ერთმანეთთან დაკავში-რებული, როგორც პური და ცომი. ლოცვის ძალის შესახებ მუდამ ქადაგებდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მძლავრი იარაღი კეთილმორწმუნე ქრისტიანის ხელში: _ თქვენ რა გგონიათ, ბოროტება ან ჯადო ის კი არ არის მხოლოდ, მოლები რომ შეულოცავენ, ჯადო შეიძლება უბრალო მომსვლელს, თუნდაც კეთილისმყოფელს მოჰყვეს, ამიტომ ყოველთვის თქვი შეხვედრის ლოცვა _ უფალო ღმერთო, გვიხსენ ძვირის ზრახვისაგან და ჰყავ ხილვაБ ჩუენი მშХდო-ბით და შემთხუევაБ ჩუენი ურთიერთას ნებისაებრ შენისა. ამინ! _ და კარს ჯვარი გადასახე წმიდა სამების სახელით. თუ იციან, ან ეჭვი აქვთ, რომ სახლში ჯადოა, უნდა მოიყვანონ მღვდელი და წააკითხინონ „სახლსა ზედა შეგრძნებულისასა~ ლოცვები და ასე აკურთხებინონ სახლი. მღვდელმა ეკლესიიდან კი არ უნდა მოიტანოს ნაკურთხი წყალი, არამედ მცირე აიაზმა ადგილზევე უნდა იკურთხოს და ამ წყლით უნდა ისხუროს იქაურობა. უბრალოდ, „სახლსა ზედა~ კურთხევა ვერ განაგდებს ჯადოს. ხოლო, თუ ჯადო არ არის, მაშინ ამ წესის აღსრულება არ არის საჭირო და, ჩვეულებრივად, აკურთხებინებენ სახლს. საზიარებელი ბარძიმის გარდა, ყველაფერს უნდა გადასახო ჯვარი. როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთია დაგდებული, ვაითუ ბოროტის დაგდებულია. თუ ნახე, რომ სხვამ გადასახა ჯვარი, აღარ არის საჭირო. როცა გინდა, რომ სხვა არ დაბრკოლდეს, სამების სახელით შეგიძლია თვალითაც გადასახო ჯვარი. როცა ადამიანი ფსიქიურადაა ავად, ან ჯადოთია შეკრული და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, როგორც ეშმას მოწყლულს. ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს _ ჯოჯოხეთში მიდის. არ შეიძლება მათთვის ლოცვა, მათ სახელზე კეთილი საქმეების კეთება დიდად ეხმარება მიცვალებულის სულს. ტყუილად კი არ არის დაშვებული, რომ სხვამ მათ სახელზე გასცეს წყალობა და გააკეთოს კეთილი საქმე. გაბრიელ ბერთან შვილმკვდარი დედა მივიდა ნუგეშისთვის. მის შვილს ჯადო გაუკეთეს, აივნიდან გადახტა და ასე მოიკლა თავი. ქალმა ყველაფერი მოუთხრო ბერს. გაბრიელ ბერმა მრისხანედ მიმართა: _ სახლში რომ შავი ნივთი ნახე და დაგაეჭვა, ვერ გადააგდე?! სწორედ, ის იყო ჯადო! მერე, შენი შვილი რომ შემლოცველებთან და „ჯადოს გამხსნელებთან~ დაგყავდა საშველად, არ იცოდი, რომ უარესი დაემართებოდა?! ისინი ეშმაკის მსახურები არიან და შენი შვილი თვითონვე დაგიღუპია!.. თან ეკლესიაშიც დაგყავდა. ხომ იცი, ორთა ბატონთა მონება არ შეიძლება, ან ერთს უნდა ემსახურო, ან _ მეორეს. შენი შვილი ჩემთან რომ მოგეყვანა, ჩემსა და მას შორის ქრისტე ჩადგებოდა და არაფერი მოხდებოდა. მერე ანუგეშა და უთხრა: _ ნუ გეშინია! ეჰ, ნეტავ მე ვიყო იქ, სადაც ახლა შენი შვილია. ის ხომ ეშმას მოწყლულია?! გონებაწართმეულს უფალი ცოდვას არ მოჰკითხავს. გაბრიელ ბერის მოგონებებიდან: _ ქრისტეს სარწმუნოებას ვქადაგებდი, როდესაც ქალ-ვაჟმა გვერდით ჩამიარა. კამათობდნენ ერთმანეთში. გულმა მითხრა, გაჰყევიო და მეც გავყევი. საქმე გაყრამდე იყო მისული. დავუძახე ამ ახალგაზრდა ვაჟს და ვუთხარი, _ შენთან ცალკე მინდა საუბარი და შევხვდეთ. ქალს კი ვთხოვე _ ცოტა ხანს ნუ გაიყრებით, ცოტაც მოითმინეთ-მეთქი. ამ ვაჟს ეკლესიაში შევხვდი. ვუთხარი, _ ვიცი ჯადო გაქვს გაკეთებული და ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ შეგიძლია, თუ დამიჯერებ, გიშველი-თქო! დაუჯერებია ამ ვაჟს გაბრიელ ბერისთვის, ოჯახიც შერიგებულა და ნაწინასწარმეტყველები ორი შვილიც შესძენიათ. _ ერთხელ, მეზობელმა მთხოვა, _ ჯადო მაქვს გაკეთებული და იქნებ მიშველოო. წავედი, წავიღე დიდი კურთხევანი, სახლი ვაკურთხე, შემდეგ, როგორც წესია, წავიკითხე ლოცვა „სახლსა შეგრძნებულისასა~. გულმა მითხრა, ჯადო აი იქ არისო, ამოვიტანე და შუა ეზოში დავწვი. გავიდა რამდენიმე დღე და ბაზარში წავედი. გზად, რატომღაც, იმ სახლთან გავიარე, ეზოში შევედი და ყველა მოვიკითხე. რამ შემიყვანა ან რა მინდოდა, არ ვიცი. მოვტრიალდი წამოსასვლელად, უცებ, ფეხი გამისხლტა და ბეჭებით დავეკარი ზუსტად იმ ადგილს, სადაც ჯადო დავწვი. ენაც ჩამივარდა. მოგროვდნენ მეზობლები. ვერ მაყენებენ, მთელი ქუჩა შეიყარა. მე კი, ისევ ისე ვწევარ, თითქოს, ლურსმნით მიმაჭედეს. ამ დროს ნაცნობი მღვდელი მოვიდა და მაუწყა, გულმა მითხრა, გაბრიელთან წადიო. მღვდელს ლოცვები წაუკითხავს, ნაკურთხი წყალი უსხურებია, ჯვარი გადაუსახავს და თავისუფლად აუყენებია. მამა გაბრიელი მაშინვე ალაპარაკებულა და უთქვამს: _ ჯადო დავწვი ამ ადგილას და გაუფრთხილებლობამ, ხედავთ, დემონის მახეში რომ ჩამაგდო? ვინ ჩამოთვლის, რამდენ ადამიანს შეწევნია ბერი და განუკურნავს ბოროტისაგან. უამრავი ადამიანი ემადლიერებოდა გადარჩენისთვის, ხოლო თავად ქრისტეს ჰმადლობდა და ადიდებდა. თუ ვინმე შეშინდებოდა, დაამშვიდებდა, _ მაშ, გაბრიელი რისთვისა გყავთო!
|