http://www.youtube.com/watch?v=PekDdLmFGsUhttp://www.youtube.com/watch?v=dRGbeLbPN70ეძღვნება გიოს და ყველა იმ პატარა მზეჭაბუკს, ვისაც თვალებში ქართული გენი უტკარცალებს
ეკა ბაქრაძე
გუშინ ქალაქში რომ ბიჭი დადიოდა...
თხემით ტერფამდე ჩაუქი ქართველი...
ღვთისმშობელს სიხარულის ცრემლები სდიოდა,
სამების სამრეკვლოს თავს ადგა ნათელი.
ქართული ხალხური ზღაპრიდან გადმოსული,
პატარა მზეჭაბუკი, ბიჭი დამწყაზრული...
წმიდა გიორგივით მადლმოსხმული,
თეთრი მხედარივით აღკაზმული.
ჩოხის კალთას რომ აიკაპიწებს და
ცის ტატნობზე, მზეს მზერას თამამად გაუმართავს,
ტაძართან მონაზონი პირჯვარს გადიწერს და:
-"აჰა საქართველოს მართლა გაუმართლა!
-ეს ვინ მოსულაო" იტყვის დარდიანად...
ლოცვას საგზალივით უკან გააყოლებს...
ისე გულუხვად და ისე მადლიანად...
მეტი სასწაული ღმერთო გამაგონე!
-"ნეტავ შენს დედასაო"ცის კარი გაიღო,
უფლის ანგელოზი კვლავ ალაპარაკდა.
-აქ რა მოგიყვანდა, ასე რომ არ იყოს.
ამ მოლოდინივით გადაღლილ ქალაქთან.
გუშინ რომ ქალაქში ბიჭი დადიოდა.
ქუჩა თან მოჰქონდა, გზა-გზა აკენკილი.
თბილი ღიმილით და სიყვარულით
სავსე ბოღჩასავით მზერით დაკემკილი.
მეტეხს ხერხემალზე ააცოცდა,
მამა დავითი რომ მოიხილა
კარგა გვარიანად მოილხინა.
დაიღალა და ჩაიძინა...
ვაჟას რომ ლექსი გაუბედა,
ილიამ ულვაშებში ჩაიცინა.
აკაკის საფიქრალი გაუბევრდა.
გალაქტიონმა ხომ გულით გაიხარა.
ბიჭი რომ საფლავთან დაიხარა
მთაწმიდამ ჯანღი გადიყარა.
ცა იყო საოცრად მეწამული...
-"მაგას ვეღარაფერს უშველითო...
სისხლი ლექსით აქვსო მოწამლული"
გოგლა თავისთვის ხითხითებდა.
თანაც რაღაცას მითითებდა.
-"ეს ვინ მოსულაო!!!
-ეს ვინ მოსულაო!!!"
-თეთრი ანგელოზის სადარიო!"
ბიჭი შფოთავდა და ვეღარ ისვენებდა:
-"რუსთველის საფლავი სად არიო."
გუშინ ქალაქში რომ ბიჭი დადიოდა
პატარა მზეჭაბუკი, ჩაუქი ქართველი.
ღვთისმშობელს სიხარულის ცრემლები სდიოდა,
სამების სამრეკვლოს თავს ადგა ნათელი.
-------------
გუშინ რომ ქალაქში ბიჭი დადიოდა,
ქართული ხალხური ზღაპრიდან გადმოსული,
ჩემი უნაზესი დარდია და
ჩემსავით, ჩემზე უფრო მარტოსული.