მაგიური სიტყვაა ფული.
რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა (ეleმენტარული პირობებისთვის საჭირო მინიმუმს არ ვგულისხმობ), ის შეიძლება ბედნიერების არა და უბედურების და არაბედნიერების მომტანი კი გახდეს.
ფულს სჭირდება მართვა, სწორად გამოყენება. სხვა შემთხვევაში ის საშიში იარაღია, ბომბი, რომელიც შეიძლება ხელებში აგიფეთქდეს.
ფული შემთხვევით არავის ეძლევა. ამის ყოველთვის მჯეროდა. შრომა(ნებისყოფა) + იღბალი.
"შენ იცი ფული გიყვარს

" მითხრა ერთხელ საუბარში სრულიად მოულოდნელად ერთმა ნაცნობმა ბიჭმა. თავგადადებულმა სნობმა. გამეცინა. საპირისპიროს დამტკიცებას აზრი არ ჰქონდა.
"შენთვის მთავარია ფული. ახლა რომ მამაშენს ეს კრედიტები არ ჰქონდეს, შენი პრობლემები უცებ გაქრებოდა და ძალიანაც ბედნიერი იქნებოდი"-დედაჩემი.
". მე მინდა რომ ვიშოვო დიდი ფული, შენ რომ ბედნიერი იყო"- ის.
გაჩუმდიიით. იდიოტები.
არაფერიც არ გესმით. არაფერი თქვენ არ იცით. თქვენ არ გესმის რა სიამოვნება შეიძლება მიიღო იმით, რომ ბარიდან გამოსულზე, მათხოვარი ბავშვები რომ შემოგეხვევიან, სპონტანურად ეს 10 ბავშვი წაიყვანო, ბევრი ცხელი საჭმელი უყიდო და გაუსწორო ყველანაირად. ეს ბავშვები 10 წელი შორიდან ხელის აწევით რომ გესალმებიან. გცნობენ. იმ ბავშვებმა, გაჭირვების მიუხედავად, ქვეცნობიერად ყველაზე უკეთესად იციან, რომ ნამდვილ ემოციებს ვერანაირი ფულით ვერ იყიდი. მასტერქარდზე არაფერი იციან.
მე მჭირდება ნებისყოფა + ცოტა იღბალი.
მე აუცილებლად მექნება ჩემი ფული, იმდენი რამდენიც მომეცემა და მე მას uაზროდ აღარ გამოვიყენებ.
სრული ბედნიერებისთვის მჭირდება კარგი ჯანმrთელობა.
სიყვარული კი მართლა მაკლია.
This post has been edited by brown sugar on 5 Oct 2013, 13:57