მოდი შევთანხმდეთ პირველ რიგში, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე. არის კატეგორია, რომელიც ადვილად ექცევა სხვადასხვანაირი ზეგავლენის ქვეშ და არის მეორე კატეგორია (უკიდურესი უმცირესობა), რომელიც ძალიან ძნელად ან არ ემორჩილება გავლენას.
სიყვარული გრძნობაა და გრძნობა პრაგმატულმა ფაქტორმა არ უნდა გამოიწვიოს წესით, მაგრამ მეორე მხრივ, დავუკვირდეთ, ფულით შეიძლება გამოიწვიო ვიღაცის აღფრთოვანება, აღფრთოვანება იწვევს ემოციას და ემოცია - სიყვარულის სიმულაციას. ეს პირველი კატეგორიის ხალხში ანუ უმრავლესობაში. გამოდის, რომ ფულით(მაგრამ მარტო ფულითაც არა)+სურვილით და მონდომებით შეიძლება შენი თავი მოახვიო თავზე ვინმეს და "შეაყვარო". ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა რამდენად გულწრფელ საპასუხო გრძნობას მიიღებ, ეს რთული საკითხია. პირადად მე დიდად არ მჯერა ფულზე აგებული გულწრფელი სიყვარულის და რა ვქნა

))
პ.ს. ისე, პირველ რიგში ისაა გასარკვევი და დასაზუსტებელი, "სიყვარულის ყიდვაში" რას გულისხმობთ. ცოლად გაყოლას ან მოყვანას, შებმას თუ მართლა სიყვარულს..
Beliefs are the determinants of what one experiences...
Never argue with idiots, they drag you down to their level and beat you with experience...