ცოტას ახლოს თუ გეცნობი ასტროლოგიას მიხვდები რომ ასტროლოგია არის_ გადააბრალო ყველაფერი ვარსკვლავების განლაგებას.
მაგალითად : მე ვარ სასწორი ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ვიტანჯები ამ პრობლემით . რა ვქნა მე ხომ სასწორი ვარ და ეს პრობლემა ჩემი თვისება ყოფილა ! ვიღებ შემოთავაზებულ მოდელს , ვეგუები და ვზივარ ჩარჩოში ან არ ვზივარ მაგრამ ვმოქმედებ ,მაინც ამ ჩარჩოში. მერე ერთხელაც აღმოჩნდება რომ ვიღაც მეგობარი მეტყვის : "უი გაიგე მეცამეტე ნიშნის არსებობა ზოდიაქოში??? " დავინტერესდი , მოვიძიე და აღმოჩნდა სასწორი არა ვარ ანუ გადაწყვეტილიბის მიღების პრობლემა , ჩემი პრობლემა სულაც არ ყოფილა და ჩარჩო გაიბზარა, გაიბზარა და ფაფუ ჩარჩო ( თუ რათქმაუნდა სხვა ჩარჩოებიც არ მაქვს).
მოკლედ შენ ფიასკოებს სასწორს ნუ დავაბრალებთ, შესაძლებელია რომ ისინი სულაც არ ყოფილიყვნენ სასწორები .
პ.ს. ისე სასწორი ერთადერთი უსულო ნიშანია არც ცხოველია არც ადამიანი საიდან მოიტანეს და რატო ამაზე არსებობს ინფორმაციები. ზოგიერთი კი ამტკიცებს რომ სასწორი არ არსებობს

.
ჰოროსკოპი შექმნილია თითქმის 2 000 წლის წინ, მაშინ ვარსკვლავები იყვნენ განლაგებულნი ზუსტად ისე, როგორც შეადგინეს. მერე , დროთა განმავლობაში, ვარსკვლავები გაიფანტნენ . დაახლოებით ორი ათასი წლის წინ ზოდიაქოს რიგში ”ჩაეკვეხა” მეცამეტე თანავარსკვლავედი - გველისმატარებელი.
მისი ხანგრძლივობა ზოდიაქოში ორი ათასი წლის მანძილზე გაიზარდა 18 დღემდე. ხოლო თანავარსკვლავედი მორიელი დანებდა და მას დაუთმო თავისი პოზიციები, რომელიც შემცირდა 6 დღემდე.
ასტროლოგებმა იციან ეს ძალიან კარგათ თავს არ იტკიებენ უბრალოთ და ასე ხსნიან : "საქმე იმაშია, რომ ასტროლოგია არ ჩაჰკირკიტებს კონკრეტულ კოსმიურ ობიექტებს, მას საქმე მხოლოდ ენერგიებთან აქვს. და ორი ათასი წლის წინ, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის უფრო ადვილი ყოფილიყო ინფორმაციის აღქმა, კოსმიური გამოსხივება (ენერგიისა) მიაბეს არსებულ თანავარსკვლავედებს. ბუნებრივია, გასული დროის განმავლობაში ყველაფერი გადასხვაფერდა, მაგრამ დედამიწის ენერგეტიკული სარტყელი იგივე დარჩა. ზუსტად ამ ენერგეტიკული სარტყელის ზემოქმედებას ვგრნობთ ჩვენ" .
ასტროლოგიას, რომელიც მუშაობს თანავარსკვლავედურ ცაზე ორი ათასწლეულის სიძველით , შეუძლია ”უწინასწარმეტყველოს” ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ ორი ათასი წლის წინ.
This post has been edited by strelicia on 25 Jun 2010, 12:04
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.