საქორწინო კონტრაქტი
თბილისი 2010
1. საერთო დებულებები
1.1 ეს ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-1181 მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალებებს.
1.2 ხელშეკრულების მხარეებს შეადგენენ ერთი მხრივ ცოლი-ქალბატონი ----------და ქმარი–ყმა (მონა ჯობია) ----------------------.
1.3 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია განქორწინებამდე.
2. მეუღლეთა პირადი ურთიერთობანი
2.1 ქმარი მოვალეა მორჩილებდეს ცოლს, აჭმევდეს და ასმევდეს მას ნოყიერად, ვიტამინებითა და ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს. ქმარი უნდა ხვდებოდეს როდის შივდება ცოლს და სანამ მოშივდება მანამდე ამზადებდეს საჭმელს.
2.2 ცოლის ნება-სურვილი არის ოჯახში უზენაესი გადაწყვეტილება, მისი ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე.
2.3 ქმარს ეკრძალება ყოველგვარი პრეტენზიის გამოთქმა, ნებისმიერი ფორმით, ბოიკოტის ან საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ამდაგვარი ფაქტი დაისჯება წკეპლის 100 დარტყმით. დაუმორჩილებლობის დროს მოქმედებს პრინციპი `Шаг в лево шаг в право расценивается как побег и стреляем на поражение без предупрежденя~
2.4 ქმარი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ცოლის ყველა საყვარელს. არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან – მიზეზით: ,,ჩავალ რამეს ამოვიტან თორემ უხერხულია’’. ქმარმა თითქმის ისევე უნდა მოუაროს და გამოკვების ოჯახის სტუმრები როგორც ცოლი (ამ მუხლის მიზნებისათვის სტუმრებად არ ითვლებიან დედამთილი, მამამთილი, მაზლი, და სხვა ნათესავები)
2.5 ნებისმიერი სადაო საკითხი ოჯახში ან სასამართლოში უნდა გადაწყდეს ცოლის სასარგებლოდ.
2.6 ქმარს გააჩნია სუნთქვის უფლება და თანაც განუსაზღვრელი ოდენობითა და ვადით, გარდა ამისა ქმარს გააჩნია წყლის დალევის უფლება, ოღონდ გარკვეული გრაფიკით დილის 11:00 საათიდან 11:30 საათამდე და საღამოს 17:00 დან 17:02 მდე.
2.7 იმ შემთხვევაში თუ ცოლის ჭამის შემდეგ რაიმე დარჩება ქმარს სურვილის შემთხვევაში შეუძლია თავადაც მიირთვას (მხოლოდ კარგი ფიგურის შენარჩუნების პირობით.)
2.8 აკრძალულია ქმრის იზოლაცია. ცოლი ხელს უწყობს ქმარს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახთან ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან. ქმარს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს მშობლებს, ბებიას ..... ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ უსაფრთხოების და ოჯახში წესრიგის დაცვის მიზნით. ქმარს ეკრძალება ახლობლებთან შეხვედრისას იწუწუნოს ცხოვრებაზე, იმაზე რომ მისი ცოლი სულ დაქალებთანაა, სამსახურში ან/და უგზოუკვლოდ დაეხეტება ყოველგვარი საერთო სასარგებლო მიზნების გარეშე...
2.9 ქმარს უფლება აქვს ქონდეს ნათესავებთან თვეში არა უმეტეს სამი შეხვედრისა, რის შესახებაც მან წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს ცოლს 2 დღით ადრე, ცოლს შეუძლია საპატიო მიზეზით ან სახდელის არსებობისას აკრძალოს ეს შეხვედრა.
2.10 ქმარს უფლება აქვს შეზღუდულად ისარგებლოს ტელეფონითაც, კვირაში სამჯერ ოღონდ საუბრის ხანგრძლოვობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
2.11 ქმრის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის – წახალისების სახეებია:
ა. მადლობის გამოცხადება;
ბ. სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ. წყლის დალევის გრაფიკის გაზრდა;
დ. ოჯახის წევრებთან დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემა.
3. მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობანი
3.1 ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება და/ან მატერიალური აქტივი რაც ოჯახს მიემატება წარმოადგენს ცოლის საკუთრებას, მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წყაროსი.
3.2 განქორწინებისას თუ ეს ქმრის ინიციატივით მოხდება, ქმარი ვალდებულია აუნაზღაუროს ცოლს მატერიალური და მორალური ზიანი ყოველთვიური გადასახადის სახით 500 აშშ დოლარის ექვივალენტის სახით ლარებში ქორწინების ყოველ დღეზე..
4. დასკვნითი დებულებები
4.1 ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად. მეუღლეებს გადაეცემათ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი. ყოველ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
4.2 ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულებაში შესაძლებელია მხოლოდ ცოლის გადაწყვეტილებით, ქმრის თანხმობა არ მოითხოვება.
ეგეთი კონტრაქტით ვის არ გათხოვდება