მიყვარდა
არა,ძალიან მიყვარდა ))
კაცები თავიდან ძალიან საყვარლები,ბუნჩულები და გემრიელები არიან ხოლმე

დროთა განმავლობაში კი ყველაფერი იცვლება. . . ადამიანი გაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს და შენ შეყვარებული და დაბნეული ეუბნები საკუთარ თავს : მე ეს კაცი არ შემყვარებია

მე ასეთი კაცი არასოდეს შემიყვარდებოდა ((
ვერ ეგუები იმ კაცს რომელიც ძალიან განსხვავდება იმ კაცისგან,რომელიც გიყვარს. . . ვერ ატარებ მის საქციელებს,ვერ ხუჭავ თვალებს პრობლემებზე . . .მერე ჩხუბობთ,ბეევრს ჩხუბობთ,აღარ გჯერა მისი,მერე ჯდები და ფიქრობ : იცხოვრებ ასეთი ადამიანის გვერდით ? მიიღებ მას ასეთს ? მერე ფიქრობ : როგორ იქნები მის გარეშე ? როგორი იქნება დღეები მის გარეშე და ამ დროს თავს სუსტად და დაუცველად გრძნობ. . . გრძნობ რომ მის გარეშე ძალიან გეტკინება,ძალიან გაგიჭირდება მაგრამ შენთვის აჯობებს რომ დატოვო,წახვიდე და უკან აღარასოდეს არ მოიხედო
მიდიხარ

პირველი დღე მის გარეშე . . . სევდიანი დღე ((მეორე,მესამე,მეოთხე. . . მეათე და ა.შ ბევრი სევდიანი დღე

გადის დრო და უფრო და უფრო ნაკლებად გტკივა
სადღაც გაილია ის სიყვარული რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი )) ახლა მხოლოდ ის ვიცი,რომ აღარაფერი დარჩა,სულ არაფერი )) დიდ ხანს ვაფათურებ ხოლმე ხელებს ჩემს გულში

და მხოლოდ ის ვიცი,რომ იქ მისეული არაფერი აღარ დარჩა
პ.ს მთავარია მოინდომოთ :დ
მიმაგრებული სურათი
...