ე.ი. რა ხდება ეხლა......
გადავიკითხე და მომინდა ამეხსნა (თუმცა აზრი 0) მაგრამ......
აქ ზოგზოგიერთი ამბობს, რომ თუო გოგოს შეყვარებულთან სექსი არ აქვს, ავადმყოფიაო, როგორც წესიო 20 წლამდე უნდა იპოვოსო ის, ვინც მისი პირველი გახდებაო, ისიც კი ითქვა, რომ ყველაფერი სექსით იწყებაო..... OMG
წარმოიდგინეთ ეხლა სიტუაცია.. გოგო არის გაზრდილი ტრადიციულ ოჯახში, რელიგიურში.... (ნუ თქვენი აზრით ჩამორჩენილია ცხოვრებას, მაგრამ თქვენ ამ დასკვნამდე რომ მიხვედით გოგო უკვე აღზრდილი იყო

) ხოდა მას მიაჩნია, რომ ცხოვრებაში უნდა ყავდეს 1, 2 მაქსიმუმ 3 კაცი

(გათხოვებას ვგულისხმობ

) და ფიქრობს, რომ სექსი ექნება მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ (ვამახვილებთ ყურადღებას ჯვისწერაზე და არა ხელისმოწერაზე

)
ე.ი. თქვენ ამბობთ, რომაო როცა სხვადასხვა ამერიკულ-ევროპული კინოებიდან "ჭეშმარიტებას" ეზიარებაო და ჩვენცო აქ (ფორუმზე!) ქართველი "სლავებისმაგრადმტყ...ლი" ჯიგიტები ერთ-ორ ლექციას ჩავუტარებთო, ანო ვიღაც "დაქალი" (რომელმაცთქვნი აზრით "ნორმალური" ცხოვრება15 წლის ასაკში დაიწყო) აიღებს ამ ფუნქციას თავის თავზე, ამ გოგომ სულ დედა უნდა აგინოს და აფურთხოს თავის ჩვეულ აზროვნებას და ქუჩაში მის "გამბედნიერებელს" დაუწყოს ძებნა??
კარგი, ავიღოთ მეორე მხარე, ნახა ამ გოგომ ბიჭი, რომელიც მოსწონს, ბიჭსაც მოსწონს = საკმარისია სექსისათვის?
გოგოსთვის არაა საკმარისი ფიზიკური მოწონება, იმისათვის რათა პირველი კაცი გახდეს მისი ეს ბიჭი, უნდა რომ კარგად გაიცნოს, დარწმუნდეს, რომ ერთმანეთს გაუგებენ და რომ ურთიერთობის დანგრევის შანსი სხვებთან შედარებით, ნაკლებია... <--- ამ პერიოდს ქვია ე.წ. შეყვარებულობააა!
და ბოლოს გოგოების 90 % (სავარაუდოდ მეტს) ვინც ქორწინებამდე სექსის ნაბიჯს გადადგამს, ელოდება 20-მდე (ან მეტი) ისეთი გამოსირებული (უკაცრავად

) ტიპის ატანა, როემლიც ფიქრობს "იმაას მისცა? მეც მომცემს, მეც მომცემს, მეც მომცემს... :დორბლები:" ბოლოს შეიძლება იპოვოს ბიჭი, რომელსაც შეუყვარდება, ჩაკლავს თავის ქართულ თავში აზრებს "სხვისი ნახმარი ქალი" და ცოლად მოიყვანს.
ესაა ქართული რეალობააააა!!
თუ ვერაფერი გაიგეთ, შეგიძლიათ უბრალოდ მაუსის შუაში მდებარე გოგოლაჭს თითი ჩამოუსვათ და შემდეგი პოსტი წაიკითხოთ...
This post has been edited by purple_girl on 26 Jul 2010, 10:06