[QUOTE=Wednesday Addams,28 Jul 2010, 00:36 ] [/QUOTE]
მე რეალურად ცოტა სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი. არ ვიცი, ეს ხალხი სად დადის ისეთ ადგილებში, მაგრამ მე, ქუჩაში რომ გავდივარ, ბევრი კარგი მონაცემის გოგო მხვდება თბილისში. ერთადერთი რაც ქართველ გოგოებს მართლა აკლიათ, რუსებთან შედარებით ეს არის სექსუალურობა და სილაღე. აკლიათ იმიტომ რომ, ეშინიათ "ბოზებად" არ ჩათვალონ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ქართველი გოგო ხუთჯერ დაფიქრდება სანამ ბიჭს გამარჯობას ეტყვის ან გაუღიმებს, იმიტომ რომ ქართველი მამრების 70% ისეთი რეგვენია, რომ ამას აუცილებლად "ადვილად მიწვდომადობაში" და "არიქა, იძლევაში" ჩაუთვლის.
სინამდვილეში, ქართველ კაცებს, ეზიზღებათ სექსუალური ქალები

ნუ ყველას არა, მაგრამ დიდ ნაწილს

სწორედ ამის ბრალია, რომ ქართველი ქალი ქუჩაში მოღუშული, სერიოზული სახით და "არ მომეკარო, დენს დაგარტყავ" გამომეტყველებით დადის. თორემ ვერავინ დამაჯერებს, რომ ბუნებრივად, თანასწორ პირობებში, ჩრდილოეთის ტემპერამენტი, სამხრეთულ ტემპერამენტს აჯობებს

ქალმა თავს რომ მოუაროს, ფიტნესზე იაროს, ზედმეტი თმა მოიშოროს(თუმცა ამას ისედაც საკმაოდ ბევრი გოგო აკეთებს), ამისთვის სტიმული სჭირდება. სტიმული იქნება ის რომ თავს საყვარლად და სექსუალურად იგრძნობს, მაგრამ მაქსიმუმი "კომპლიმენტისა", რომელიც საშუალოსტატისტიკური ქართველი პაცანისგან შეიძლება "მიიღო" ეს არის უკან მოძახებული "აუ, ეს რა მ****იაო", ხოდა იჯექით ახლა და იფიქრეთ, ნეტავ რატომ არ გამოიყურებიან კარგად, რატომ არ იცვამენ სექსუალურად და რატომ იყურებიან ისეთი მოღუშულები, გეგონება კატა მოუკლესო დღეს დილით

[/QUOTE]
ბოზურად თუ მოიქცევი ბოზად ჩაგთვლიან გინდა კაცი იყავი და გინდა ქალი. გეთანხმები ბევრი კარგი გოგო დადის თბილისში, მაგრამ შენ მოსკოვში არ ყოფილხარ, ან უკრაინაში, ან პოლონეთში ან რომელიმე სლავურ ქვეყანაში და იმიტომ იძახი მაგას. იქ უფრო ბლომად არიან მასეთები, მაგრამ ქართველი ქალი თავისი ქართული სილამაზით, ქართული მენტალიტეტით და თუნდაც იმ ქართული კომპლექსებით და იმით რომ ყველას არ უყადრებს თავს და გაღიმების ღირსადაც არ თვლის, გაცილებით სექსუალურად მეჩვენება ვიდრე რუსი ნატაშა, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი ქართული თვისებები (ღირსებები) არ გააჩნია.
This post has been edited by radikal on 28 Jul 2010, 23:00