#21784778 · 27 Sep 2010, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაკ-კი ჩემო ლალე, გეტყვი ახლა როგორც არის, მგონი არ უნდა იყოს მთლად შორს ჭკუასთან ჩემი ნათქვამი :-) შიმშილის გრძნობა წამოიშვება მაშინ, როცა ადამიანს მოშივდება, ამაში არ არის რაიმე განსაკუთრებული, ხომ ასეა? მაგრამ ხშირად, როცა ირგვლივ მყოფები საუბრობენ ბატკნის ჩაქაფულზე, შემწვარ ციკანზე, მოხევურ ხინკალზე და ა. შ. საკმაოდ დანაყრებულსაც კი მომნდომებია ჭამა. ანუ მე, წესით აღარ უნდა მეჭამა, იმიტომ ,რომ არ მშიოდა, მაგრამ მაინც ვჭამე, სურვილი აღიძრა ჩემში დამატებითი ასე ვთქვათ უხეში ჩარევით გარშემომყოფთაგან, ნებსით თუ უნებლიეთ; მოდი ახლა შევაჯამოთ რაც მე ვთქვი და ერთ ლოგიკურ ჯაჭვში მოვაქციოთ: მე ვიღორე, რაც საჭირო არ იყო, ის მივიღე დამატებით, ამან ავნო როგორც ჩემს ხორცს, ასევე სულს. ასეა ყველაფერში :-)
This post has been edited by Virtual_Insanity on 27 Sep 2010, 16:29
|