ძილის წინ არა მარა სამსახურში............
ვარეფრეშებ, ვარეფრეშებ, ისევ ვარეფრეშებ. მოწყენილობისგან შეიძლება სული ამოგხდეს ადამიანს. გუშინ დაესვა წერტილი სამსახურში ჩემს მცირე უწყინარ გართობებს(კომპში წიგნი მუსიკა კარტები). ოთახში, ტელეფონში, კომპიუტერში, ყველგან ძვრებიან, ყველგან ყველაფერს აკონტროლებენ. უნდა იჯდე და ისუნთქო ან არეფრეშო. მხოლოდ ეს ორი შეგიძლია აკეთო.
სუნთქვა დიი ვერაფერი გასართობია, რეფრეშითაც ჰაჰა ხუთი წთ გაიყვანო, ხან მარცხენა ხელით, ხან მარჯვენა ხელით, ხან ვადრატს მოხაზავ, ხან მართკუთხედს, წრე, სამკუთხედი დაივიწყეთ, არაფრით არ გამოდის. გადახედავ კალენდარს, ნახავ ახლობლების დაბადებისდღეები კვირის რა დღეებშია. ორშაბათი- არაუშავს, შაბათი კარგია, ოთხშაბათი- ოიჰ, 8მდე ვმუშაობ, ცუდია.
მორჩა, ამოწურულია სამსახურში ნებადართული ქცევების სრული პაკეტი.
თუმცა კიდევ ერთი დეტალი!
გონება...
აქ ვერ შემოდიან, ჩემს განკარგულებაშია, შიგნით რა გასართობსაც მინდა იმას მოვიწყობ! ჰოდა ვფიქრობ და ვფიქრობ, მაგრამ რაკი გართობას ვუმიზნებ ფიქრები ნელნელა(ხან კი მყისიერადაც) ტრანსფორმირდებიან და ოცნებებად იქცევიან.
რა ძალიან სასიამოვნოა! ბავშვობის მერე აღარ მიოცნებია, აღარც მახსოვდა საერთოდ არსებობა ოცნებისა. ისეთი კარგია, უკეთესი რომ წარმოუდგენელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. უკეთესის წარმოდგენა რომ იყოს შესაძლებელი ხომ ბარემ იმ უკეთესს წარმოიდგენ, რა შეგიშლის ხელს, ოცნებაში ხომ შეუძლებელი არ არსებობს! ასე რომ იოცნებეთ, იოცნებეთ ადამიანებო!
იმოგზაურეთ დედამიწის გარშემო,
ისეირნეთ სასურველ საპირისპირი(ან იგივე) სქესის წამომადგენელთან ერთად ზღვის ნაპირას( ოქროსფერი ქვიშა გნებავთ თუ ფერადი კენჭები?), ტყეში, ღრეში, სსსადაც თქვენ მოგწონთ და გინდათ,
შემოიარეთ მაღაზიები და იყიდეთ ყველა სასურველი ნივთი,
გახდიც ცნობილი მსახიობი, მწერალი, მხატვარი და მოიპოვეთ მსოფლიო აღიარება,
გაამთლიანეთ საქართველო ან დაშალეთ ევროკავშირი, მსოფლიო და უსაზღვრო შესაძლებლობები თქვენს ხელთაა!!!
პ.ს. თან ისე მალე გადის ასე დრო სამსახურში.... ))
ვიცი მაინც არ წაიკითხავთ
შენ ყოველთვის სწორად იქცევი, მაგრამ სხვებს აშვებინებ ბევრ შეცდომებს... (c)
.......
[[.]][[.]]][[.]] ♂ ♀
.........
.....და ღმერთი ღრუბლებშემოვლებულ ტახტზე კი არა,
ეგებ ჩირგვში ზის, და ყველანი სიცილად ვყოფნით.......
........................
♬ ♪♫ ♩