#21576169 · 13 Sep 2010, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აპრიორი მინდა განვაცხადო, რომ თემის ავტორთან არანაირი პიროვნული არ მაკავშირებს (განსხვავებული აზრი შეურაცყლფად არ მიიღოს) და ჩემს აზრებს მხოლოდ იმ ფრაზებზე დაყრდნობით გადმოვცემ რაც აქ ამოვიკითხე.
QUOTE | გათხოვება ყველაზე დიდი სისულელეა. |
ვერ გავიზიარებ, მგონია პირიქით, გათხოვება და ზოგადად დაოჯახება (რათქმა უნდა სიყვარულის შედეგად როცა ხდება და არა ძალდატანებით) სისულელე კი არა დიდი ბედნიერებაა.
QUOTE | ასეთია ჩემი აზრი ჩემი ქორწინების ერთი წლის თავზე. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ რატომ გავთხოვდი, მეთვითონაც არ ვიცი |
ეს მართლაც სუბიექტური აზრია და სულაც არ ნიშნავს რო ჭეშმარიტებაა.
QUOTE | ჩემ ახლანდელ ქმართან არავინ არაფერს მიშლიდა და მოდით ქორმონების ფაქტორი აქედანვე გამოვრიცხოთ |
და ვინ გექაჩებოდა. ჯერ შენს თავთან გარკვეულიყავი. ასაკს შეგნებულად არ ვკითხულობ, მაგრამ ჩემი ზარით 20-21-ს არ უნდა იყო გადაცილებული. თუ უფრო მეტის ხარ აშკარად დახმარება გჭირდება (ამ სარკაზმის გარეშე, გულწრფელად ვამბობ).
QUOTE | ბავშვი არც მაშინ მინდოდა და არც ახლა მინდა |
ეს ანომალიაა. ბუნების კანონია, ცოცხალი არსება უნდა გამრავლდეს. მაღალ იდეალებს თავი რო გავანებოთ და თუ ინსტინქტების დონეზეც დავალათ, გამრავლების ინსტინქტი ყველაზე ძლიერი ინსინტინქტია (ბუნებით ჩადებულია ყველა ცოცხლაში, რო უნდა გამრავლდეს) და ზუსტად მისი შედეგია სექსიც. ქალი, რომელიც შვილზე არ იცნებობს, არ ვიცი რა ვთქვა .... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ანომალიააა.
QUOTE | სამაგიეროდ ძველი დრო მენატრება, ჩიტივით თავისუფალი რომ ვიყავი. სახლში მისულს სახლი დალაგებული ვახშამი გაკეთებული და სარეცხი დარეცხილი რომ მხვდებოდა |
ამ სიტყვების ავტორი ეგოისტი და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია.
QUOTE | ხოდა დამებადა კითხვა, რატო ვქმნით ოჯახს? რა გარემოებები ახდენენ გავლენას ? სიყვარულის გამო? მერე შორიდან გიყვარდეს! 1 წელი გავიდა ჯერ და ყველაფერი შეიცვალა. ყოველდღიურმა ურთიერთობამ თითქოს გაახუნა გრძნობა. თითქოს დავიღალე კიდეც |
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სუბიექტური აზრია და საბედნიეროდ ასე ერთეულები ფიქრობენ.
QUOTE | მაინტერესეებს ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა თუ ზოგადად ას ხდება? |
ნამდვილად შენი პრობლემაა და ვფიქრობ სერიოზულიც.
This post has been edited by spider77 on 13 Sep 2010, 21:32
--------------------
ლუგანსკი ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა გრომით დაიბომბა
|