ბევრს როგორც ვკითხე, ბევრი გამოვცადე. მევასება კომპლიმენტების თქმა. პატარა სიმპატია თუ არის ბიჭის მიერ (ანუ მოწონება არა, მეგობრული ადამიანური და ა.შ.) სიამოვნებთ და ამას არც მალავენ. რამოდენიმემ გამომიტყდა რომ ქუჩაშიც, რომ ეუბნებიან სიამოვნებთ. ერთმა მითხრა: ვიღაცა მუშამ მითხრაო, ვაიმე რა ლამაზი ხარო, იმ მომენტში ისეთი სახე დავჯღანეო, ვითემ არ მესიამოვნაო, მაგრამ ცოტა გავიარე და გამეღიმაო გამისწორდაო . მთავარია კომპლიმენტი არ იყოს უაზრო ტყუილი, უნდა ნათქვამი იყოს გულით, თუ ცოტა მსახიობური ნიჭი გაქვს შეგიძლია ცოტა შერცხვენის მომენტი გამოხატო ( მე არ გამომდის , მაგრამ მიცდია როდესაც მართლა მომწონებია ) ეს უფრო ეფექტურია, ზოგჯერ არა. უნდა იპოვო შენი საკუთარი გზა ამ საქმეში. ასეთი ლოველასი როგორიც კაზანოვა აკეთებდა კომპლემენტებს უმაღლეს დონეზე, მილიონ კომლემენტს ამბობდა, უაზროდ გაბერილს, მაგრამ ის არის კაზანოვა გენიოსი. შენი კომპლიმენტი არ უნდა იყოს უაზრო ტყუილი, არ უნად ჟღერდეს როგორც მოვალეობის მოხდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იტყვი. უბრალოდ რომ თქვა "ვაიმე რა საყვარელი ზედაა", ცოტა ღიმილი, სიხარული, დამაჯერებლობა და მომენტი რომ შენ ბევრი ზედა გაქვს ნანახი და ეს მართლა საყვარელია. ასეთი ემოციანალური კოკტეილი ზუსტად იმ შედეგს მოიტანს რაც გინდა. შეგიძლია კიდე ივარჯიშო მეგობრებზე ანუ გოგოებზე ( კლასსელი კურსელი დის დაქალი), პირდაპირ იმ გოგოს ნუ ეტყვი რომელიც მოგწონს, მეგობრებიდან დაიწყე და მათზე ამუღამე

და ცოტახანში თავისით გამოგივა

მთავარია ტყუილს არ გავდეს და ქალმა არ იფიქროს ჩემი შებმის მიზნით ამბობსო, უნდა იფიქროს რომ ეს ყველაფერი გაკვირვებამ და სილამაზის დანახვამ გამოიწვია, ანუ მისმა სილამაზემ გათქმევინა შენს უნებურად

ღიმილი - ეგ არ დაგავიწყდეს. ღიმილი სასწაული იარაღია. ძლიერი იარაღია, და ბევრს გამარჯვებას მოგიტანს, ღიმილი უბრალოდ კარგია, როდესაც იღიმი და მხიარული ხარ ხალხი შენსკენ მოიწევს მაგნიტივით

ოღონდ კაი კბილები უნდა გქონდეს

ანუ არ უნდა იყოს ბინძური (პირადად ნუ მიიღებ, უბრალოდ ვამბობ). ამუღამე ეგ ტექნიკა და შენით ნახავ რა მაგარი ვეშია

ბევრ რაღაცაში დამეხმარა

მარტო შებმაში არა, უბრალოდ ცხვრებაშიც ძალიან მაგარია
This post has been edited by Elaiva on 17 Sep 2010, 21:54