ე, რა უნდა მაგის პოვნას, ელემენტარული საქმეა :-)
დააბირჟავე 1-2 დღე სადარბაზოსთან დილა-საღამო და თუ მეზობელია, ხომ გამოჩნდება.
თუ არ გამოჩნდა და გაიგე იმ სართულზე, სადაც ავიდა ვინ ცხოვრობს. მერე ახლო კონტაქტში შედიხარ იმ ხალხთან, მობილის და სახლის ნომრებს იგებ, პოულობ ნაცნობს მობილურ კომპანიებსა და სატელეფონო ქსელებში, ამოყრი მთელი თვის ზარებს და სახელების მიხედვით გაშიფრავ - ეს იმ შემთხვევაში თუ პირდაპირ კითხვა არ გინდა.
თუ ეგრე არ გამოვიდა, შეიძლება საერთოდ ვინმესთან ერჯერადად იყო მისული, მაგალითად რამის გადასაცემად, ე.ი. არც არავის გრძნობას არ შეეხები, რომ იკითხო, მაშინ მოგიწევს პირად კონტაქტში შესვლა და პირდაპირ გამოკითხვა.
ეგ არის და ეგ.
ნუ ცოტა საჩალიჩოა, მაგრამ თუ გულით გინდა, იპოვნი.
რა გჭირთ ამ ახალგაზრდობას, ოპერატიული მუშაობის უნარი დაგეკარგათ?

პ.ს. საერთოდ შეგიძლია ერთი პატარა ბეჭედი იყიდო და გამოკითხვის მიზეზიც გექნება, იტყვი ალბათ მაგ გოგოს დაუვარდა ლიფტში-თქო
და თუ რამეა, აჩუქებ კიდევაც პირდაპირ..
This post has been edited by witcher on 27 Sep 2010, 18:21