დღეს წავიკიტხე საინტერესო პოზიცია სათაურით :
"ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პროსტიტუციის უშუალო ხელშემწყობი "
ვიფიქრე, ვიფიქრე და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სხეულით ვაჭრობის პირდაპირი ხელშეწყობა. ამ თემაზე ერთხელ მამაჩემსაც კი ვესაუბრებოდი და, მინდა გითხრათ, ძალიან სახალისო საუბარიც გამოგვივიდა. სახალისო, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემს სასარგებლოდ დასრულდა.
ჰო, ახლა რა შუაშია ქალიშვილობის ინსტიტუტი და სხეულით ვაჭრობა. მოდი, ჯერ მამების თაობის ორიოდე ურყევ წესს, და ჩემს ამდენსავე კითხვას გადავხედოთ, ისე, თვალსაჩინოებისთვის.
წესი ნომერი 1. რა თქმა უნდა, ყველა პატიოსანი ქართველი ქალი ქალიშვილი უნდა იყოს.
კითხვა ნომერი 1. მარტო ქართველი? არაქართველმა რა დააშავა?
წესი ნომერი 2. გოგოს, რომელიც ქალიშვილი არაა (ანუ არაქალიშვილ გოგოს) ცოლად არ მოვიყვან (სხვისი ნახმარი ქალი რად მინდა).
კითხვა ნომერი 2. და თუ იმ ქალიშვილ გოგოსაც უნდა უმანკო ქმარი?
პიველ კითხვაზე, როგორც წესი, ფიქრობენ ხოლმე, უცხოელი ეშმაკსაც წაუღიაო, მაგრამ პასუხად, ჩვეულებრივ ვიღებთ, რომ პატიოსანი გოგო აქაც და იქაც ერთნაირად ქალიშვილია. მეორე კითხვაზე კი, პასუხი ცალხახაა: კაცი იმისთვისაა, ძმაო, რო იგულავოს. კაი ბატონო, დავუშვათ იგიულავე. აბა, ჩვენო მამებო, „იმ კაი დრო“ რომ მოიარეთ მოსკოვები, დონეცკები, ლენინგრადები, ხარკოვები, ნოვგოროდები და კიდე ბევრები ეგეთები, დაითვალეთ მაინც რამდენი „რუსის ნაშა“ ჩაიწერეთ თქვენს ანგარიშზე? რა თქმა უნდა, ვერა, ზედმეტად დიდი სია გამოვიდოდა.
სამაგიეროდ ახლა ხართ ფრიად ეკლესიურები და კბილებით იცავთ „არა იმრუშოს“, მაგრამ მე მაქვს ლოგიკური შეკითხვა. რამდენად კეტავს „შეინარჩუნე ქალიშვილობა ქორწილამდე“ და „არა იმრუშო“ ერთმანეთს?
მოდი, მოვიყვანოთ კლასიკური მაგალითი:
ერთი სტანდარტულად პატიოსანი, შეძლებისდაგვარად ეკლესიური გოგონა, რომელსაც აღთქმა აქვს დადებული, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე კაბის გარდა სხვა ტანსაცმელს არ გაიკარებს, ხვდება ერთ სტანდარტულად პატიოსან ბიჭს, რომელიც მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მათ უყვარდებათ ერთმანეთი, რეგულარულად აქვთ პაემნები და, კულტურულად რომ ვქვათ, ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს, როცა ირგვლივ არავინაა (არაკულტურულად რომ ვთქვათ, ზასაობენ). თუმცა, რა თქმა უნდა მათი ურთიერთობა ზასაობას არ ცდება, იმიტომ, რომ ქორწილამდე სექსი დაუშვებელია. მაგრამ, ერთიც ვნახოთ, ამ ბიჭს სხეულის დაბალ შუა ნაწილში ტკვივილები უტევს (გოგოსაც უტევს, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს), ჰოდა რადგანაც შეყვარებულთან სექსი ქორწილამდე ვერ ექნება, ყოველ დღე მასტურბაცია კი უკვე ყელში ამოუვიდა, სასწრაფო წესით შოულობს ოცდაათ–ორმოც ლარს და პიველსავე ბორდელში იცლება ჰორმონებისგან.
ესეც ერთი მაგალითი, როგორ უწყობს ხელს ქალიშვილობის ინსტიტუტი პროსტიტუციის განვითარებას.
პ.ს. ამის შემდეგ, ცოტა ხანში ეს წყვილი ქორწინდება, და ცხოვრობს, ტკბილად, ბედნიერად, ტყუილისა და ღალატის გარეშე (პერიოდულად ბოზებში სიარული ღალატში, რა თქმა უნდა, არ ითვლება).
თუმცა არის კიდევ ერთი მაგალითი:
ავიღოთ მამების თაობის ერთი კლასიკური წარმომადგენელი, რომელიც ადგა, დაითრია ორმოცი მანეთი, ოცდათხუთმეტად გადაფრინდა მოსკოვში, იქ ერთი მშვენიერი ქერა ქალიშვილი გამოიჭირა, რომელიმე იაფფასიან სასტუმროში ნამდვილი ქართული სექსიც (კაცი ზევიდან) გაუჩაღა და კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში.
მოდი, შედეგებზე ისევ მამების ლოგიკით ვიმსჯელოთ:
ის გოგო ქალიშვილი აღარაა, შესაბამისად, წესი ნომერი ორის მიხედვით, მას ცოლად არავინ მოიყვანს. რაღა დარჩენია იმ საწყალს, ფაქტობრივად, მომავალი დაღუპული აქვს, ოჯახზე ოცნებაც ზედმეტია, ამიტომ აქვს რამდენიმე ვარიანტი:
1. თავი მოიკლას, რაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში საშინელებაა.
2. მონაზვნად აღიკვეცოს, რაც თითქმის იგივეა, რაც წინა პუნქტი.
3. ცოტა ხანს დეპრესიაში ჩავარდეს, შემდეგ კი დაიკიდოს და გააგრძელოს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, რაც, ფაქტობრივად, უკვე ბოზობას ნიშნავს.
სამივე ვარიანტში ჩვენი აწ უკვე ღვთისმოშიში მამების თაობის ერთი რიგითი წარმომადგენლის ანგარიშზე მინიმუმ ერთი წარწყმენდილი სულია. თან, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე გოგო ამ სამიდან მესამე პუნქტს აირჩევდა, რაც, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მამების თაობის რიგითმა წარმომადგენელმა თვითონ შეუწყო ხელლი წესი ნომერი ორის დარღვევას (მის ნახმარ ქალს ხომ აწი აღარავინ შეხედავს სერიოზულად).
ჰოდა, ამ ურყევი წესების არსებობის ფონზე საქართველოში უფრო და უფრო ფართოვდება აქტიური ბორდელებისა და მათი კიდევ უფრო აქტიური მომხმარებლების ქსელი. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული პორნოინდუსტრია მალე განვითარების პიკს მიაღწევს. მანამდე კი, მოვიმარაგოთ ფანტაზია და მოვიაროთ აწ უკვე ვირტუალური დონეცკები, მოსკოვები, ლენინგრადები და ა.შ.
ეს ხომ ჩვენი ტრადიციაა.
https://portxlebi.wordpress.com/2011/03/05/...83%A2%E1%83%98/______________________________________
ამონარიდი ერთი კვლევიდან :
~~ ქრისტიანული მცნებების მიდევნების ტენდენცია საკმაოდ ცნობიერად ეძლევათ ჩვენს მიერ გამოკითხულ ახალგაზრდა რესპოდენტებს სწორედ სქესთან დაკავშირებულ საკითხებში. ს. ჩაჩანიძის და ნ. გაბინაშვილის კვლევის მონაცემებით, გამოკითხულ სტუდენტთა 46%-მა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი დაუშვებლად მიიჩნია რელიგიური აკრძალვის გამო, ამასთან, ასეთ პასუხთა დიდი ნაწილი მამაკაცებს ეკუთვნით. ~~
____________________
რას ფიქრობთ ?
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.