strelicia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9672
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
|
#22560827 · 17 Nov 2010, 23:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ginto
| QUOTE | | სამწუხაროდ საქართველოში 10 იდან 1 გოგოა მხოლოდ ლამაზი...)))) |
რომელ ქვეყანაში ნახე 10 დან 5 ლამაზი??? "მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში, თბილისში საუკეთესო ქალები დადიან. მართლა უამრავი ლამაზი ქალი დადის არამარტო გარეგნობით, მოდიან და თავიანთი შინაგანი სამყარო მოაქვთ. ამას თვალებიდან ასხივებენ. არ დაიჯეროთ, რომ სხვაგანაც არიან ასე მასობრივად ლამაზი ქალები! სხვათა შორის, არც რუსეთში და არც უკრაინაში." _ ჯონდი ბაღათურია * * * Lord_Crusader| QUOTE | | ვინმემ რო მკითხოს ტიპიური ქართველი გოგო როგორიაო შუა ქალაქში რო თამარია დაახლოებით ეგეთს წარმოვიდგენ,ფართო სახე,უაზრო მაკიაჟით გაუაზროებული ისედაც უაზრო თვალები,და რა თქმა უნდა რკალი ცხვირი,სად არიან მაღალი ლამაზ ცხვირიანი გოგოები,არა და დანარჩენზე დავხუჭავ თვალებს,ჯანდაბას,უმეტეს შემთხვევაში ლამაზი ცხვირები მინიატურულ გოგოებს აქვთ,მე კიდე არ შემიძლია ჩემზე ორჯერ პატარა არსებასთან მოძრაობა.....განა ბევრს ვითხოვ რამეს მარა არსად ჩანან ეგეთი დზეტკები |
და კიდევ იმათ ვისაც კაი ხანია ლამაზი , ან მართლა ლამაზი არ გინახავთ და იმათაც ვისაც უნდა რომ ლამაზი იყოს. ქართველი არაპოპულარული ფსიქოლოგის დავით ამირეჯიბის რჩევები :
"თუ ბუნებით ქალი ლამაზია, -ბუნებამ და გენმა მისდაუნებურად გაუკეთა საჩუქარი, - მნიშვნელოვანია, როგორ მოუვლი ამ ძღვენს, როგორ შეაფასებ საკუთარ სილამაზეს, როგორ წარმოაჩენ მას. სხეულის სილამაზე მეტაფიზიკური ბუნებისაა, მას ისევე უნდა აღქმა, წვდომა, მოპყრობა, როგორც ხელოვნების ნიმუშს.
ჭკვიანი ქალი ყოველთვის აცნობიერებს რაოდენ დიდი სიმდიდრე უბოძა, მისი გარეგნული სილამაზის სახით, უფალმა და ბუნებამ. მადლიერი უნდა იყო ადამიანი ამ საჩუქრის, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით, სიფრთხილით და სიფაქიზით უნდა მოექცე. ასეთი ქალი ჰგავს ხელოვანს, რომელიც უნდა ჩაწვდეს და წარმოაჩინოს ფასდაუდებელი ღირებულება. მაგალითად, ეროვნულ, სამუზეუმო ოქროს ფონდში არაჩვეულებრივი სილამაზე, უდიდესი ხელოვნების ნიმუშებია დაცული და მისი პოპულარიზაცია, პიარი, დიდ ცოდნასა და გემოვნებას საჭიროებს მათი მხრიდან, ვისაც მიბარებული აქვთ ეს სიმდიდრე. უნდა შეგეძლოს, რომ ჯერ თვითონ აღიქვა, ჩაწვდე მის ესთეტურ არსს და შემდგომ სხვასაც დაანახო, გააგებინო ფასეულობა, რომელიც სიმბოლური, მეტყველი, უაღრესად ეროვნული და ღრმაა.
საკუთარი სილამაზის პიარი, რომელსაც ლამაზი ქალი თავის სილამაზეს უკეთებს - სერიოზული ხელოვნებაა. ეს ხელოვნება გულისხმობს უარის თქმას საკუთარი მშვენიერებით ფუჭ ტკბობაზე, მარტივ, გულუბრყვილო იდენტიფიკაციაზე მასთან, მომხმარებლურ, ეგოისტურ დამოკიდებულებაზე საკუთარ გარეგნობასთან და დაუზარებელ მცდელობას, - გახდე ისეთი, როგორც ხარ: - ბუნებრივი, საკუთარ სილამაზესთან გამთლიანებული და თავისუფალი. იმის თქმა მინდა, რომ: - იყო ბუნებრივი - დიდი ხელოვნებაა!
ევროპელები, ამერიკელები ძალიან აფასებენ თავიანთ ლამაზ მსახიობებს. ცხადია, ყველა აფასებს, მაგრამ ამერიკაში ეს არის სილამაზის დაფასების კულტი. მთელი ინსტიტუტები მუშაობენ რომ ლამაზი, წარმატებული მსახიობები იყვნენ დაფასებულნი და აღიარებულნი. სილამაზის დაფასება და აღიარება, კულტურის შემადგენელია, რადგანაც ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი სილამაზის დაფასებისა, სწავლობს თავად, - როგორ იმუშაოს თავის სილამაზესთან.
სილამაზე, რომ დიდი ძალაა ჯერ უნდა აღიქვა და შემდეგ გააცნობიერო. რის შემდეგაც ღვთის საჩუქარს იყენებ ან კარგად ან ცუდად...
შემოქმედი, ხელოვანი, იმით განსხვავდება ობივატელისაგან, რომ აქვს უნარი აღიქვას და გამოხატოს სილამაზე. ჩვეულებრივი ადამიანი კი ხშირად, ჩაუვლის ფანტასტიურ პეიზაჟს ან ადამიანს და ვერც კი აღიქვავს მას.
ლამაზი ქალი თუ ნიჭიერია, თუ პიროვნებაა, - პირველ რიგში თვითონ აღიქვავს თავის სილამაზეს ადექვატურად, როგორც ხელთუქმნელ ფასეულობას და აცნობიერებს, რომ სილამაზე დიდი ძალაა: - ლამაზმა ქალმა, კავკასიური ტრადიციის მიხედვით, შეიძლება მანდილი ჩამოაგდოს და გააჩეროს ომი; - გამწარებულ, გაუბედურებულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს და გააბედნიეროს. მეორეს მხრივ - გააუბედუროს, გადაკიდოს ერთმანეთს ადამიანები, ქვეყნები. ანუ სილამაზე არის ის ფასეულობა, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს სიბრძნეს - "სოფიას" და სიყვარულს, ასეთი სილამაზე ღვთაებრივია. მაგრამ, თუ ის უკავშირდება პრიმიტივიზმს, ეგოიზმს და სიძულვილს, მაშინ ის დამანგრეველი და დემონურია
ჩვენი სხეული, სოციალურად აღქმადი ტექსტია, უსიტყვო მეტყველებაა. ლამაზი სხეული ბუნებრივია და ის, რომ ლამაზ სხეულში დაიბადოს სული ამ სულმა ჯერ უნდა აღიქვას თავისი სხეულის სილამაზე, უნდა მოუსმინოს და ისწავლოს მისგან, როგორც მუსიკოსი სწავლობს კეთილშობილ ინსტრუმენტზე დაკვრას. ვისაც უყვარს მუსიკა იცის, თუ რა ძნელია თუნდაც ფლეიტაზე დაკვრის სწავლა, და რომელი ინსტრუმენტი შეედრება სირთულით ქალის მშვენიერებას? შენი სხეულის სილამაზე რომ ააჟღერო ისე, როგორც მას ძალუძს, - დიდი ხელოვანი უნდა გახდე, შენ თუ ამ ხელოვნებას ფლობ ეს ნიშნავს იმას, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სული დაიბადა.
თუ პიროვნება, ისეთივე მშვენიერია, კეთილშობილი, გახსნილი, ისეთივე მომხიბვლელი როგორიც მისი სილამაზე, მაშინ ის კონგენიალური ხდება უფალთან და საკუთარ ხელთუქმნელ ბუნებასთან. ასეთი ადამიანები - ეროვნული სიმდიდრეა.
საკუთარი სილამაზის სიბრძნეს ნაზიარები ქალი ასხივებს ღვთაებრივ მადლს, მისი სიყვარული დიდ სულიერ სიღმეებს სწვდება და შემოაქვს სინათლე და სითბო.
--------------------
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
|