#23045397 · 19 Dec 2010, 20:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ შენ გაგიცნობდი მეგონა ადამიანები დაკანონებული ბუნებაში არსებული შეგრძნებებით არსებობდნენ, სადაც ვერაფერ სიახლეს ვერ აღმოაჩენდი. მეც მივყვებოდი ამ დინებას მოწყენილი და თითქოს დასასრულიც ჩქარდებოდა, ისეთივე ჩვეული რიტმით როგორიც ცხოვრება ჩანდა. შემდეგ დავიიწყე ისეთ საკითხებზე ფიქრი რაზეც ქვეცნობიერად ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა. როცა თითქმის ყველაფერზე გავეცი საკუთარ თავს პასუხი გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. მე მინდოდა განსხვავებული ვყოფილიყავი და ამაზე მაღლა დავმდგარიყავი, მე მზარავდა ისეთი მე, გულს მირევდა, მყინავდა ანადგურებდა ჩემს ყოველ უჯრედს. მე ჩამოვხსენი ყოველი ფარდან და სულიერი რევოლუცია დავიწყე საკუთარ თავთან, რამაც სხეულის ევოლუციამდე მიმიყვანა. ენერგეტიკის გაცვლა, სითბოს გაცვლის მექანიზმი ისეთი შეგრძნებები რაც სითბოსავით იღვრება სხეულში, მე ეს შევძელი შენი დამსახურებით, შენმა სიახლოვემ განაპირობა ჩემი ეს ფიქრები ჩემი ეს ბრძოლა საკუთარ თავთან, მე მქონდა სურვილი მთელი მსოფლისთვის მეყვირა დიახ ეს ჩემი შეცვლილი ცხოვრებაა მისთვის.
This post has been edited by laloxever on 19 Dec 2010, 20:51
--------------------
you give me nothing but know its all i got
sadamde SeidZleba daeces adamiani გამარჯობა! მე პეგი ვარ! პეგი ბლუუ გულო ჩადექ საგულესა ამმმ
|