ვაი-მე!
დალეპარაკები უმცირეს დეტალებამდე ჩავალთ და ამოვიტანთ ზემოთ.
ვეტყვი, მოიყვანოს და ჩემს თვალწინ გააკეთოს ის, რასაც ჩემს ზურგს უკან ახვრულად აკეთებს. (თუ რატომ, ამას არაერთი ასპექტი აქვს და ვხედავ)
შევთავაზებ თანაბარ პირობებში თამაშს ან მოვიფიქრებ რამე მოდელს ურთიერთობის, თუნდაც ექსპერიმენტალურს, თუ ეგეთი მაგარი ბიჭია ამყვეს აბა.
არ ვიცი ზუსტად. მხოლოდ ის ვიცი, რომ სანამ ყველაფერი ცხადი და ნათელი არ გახდება, ბოლომდე გავუუპატიურებ არსებობას, გავასწორებ ანგარიშს
და საბოლოო ფინალს მოვიფიქრებთ ერთად. რაც უნდა იყოს ეს ფინალი, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ უნდა დაგვრჩეს კეთილგანწყობილი.
ხოლო ეს ამბები ჩვენში უნდა დარჩეს, ძმაკაც-დაქალ-მშობლებთან ჭორაობა არ მოსულა. თბილად და მშვიდად ყველაფერი, გრილი გონებით.
ბავშვებმა არაფერი უნდა იგრძნონ - ეს აუცილებელი პირობაა.
აააა, ყოფილ საყვარლებზე ყოფილა. მე მოქმედი წარმოვიდგინე. მაშინ იყოს, არ მინდა, ამაზე არ მაქვს მოსაზრება რამე კონკრეტული.
თუმცაა, აუცილებლად ვიმოქმედებდი და ჩემს ტერიტორიას მოვნიშნავდი, ნუ მთლად ძაღლივითაც არა. )))
სასურველია მსგავსი რამეები არ შემემთხვეას, ორი თავი არც მე მაბია და არც სხვას. თუმცა, საინტერესოდ კი გამოიყურება,
უბრალოდ ამას ერქმევა თამაში, სადაც ფსონად საკუთარ თავს ჩადიხარ და ღირსეულ მოთამაშეებზე უნდა გაათამაშო. მაშინ ღირს.
არც კი ვიცი, ამაშიც არის რაღაც აზრი, იქნებ ასეც მშვენიერი იყოს...
ნებისმიერ შემთხვევაში - რაც ჩემია, ჩემია. არც კბილი დაედოს, არც თათი და მით უმეტეს, არც ძუძუ !