ქალის ყოველდღიური ცნობიერება ქალის ფუნქციად მიიჩნევს მენტალურად ორიენტირებულ წარმოდგენებს . წარმოდგენები კი სუბიექტურია + წარმოდგენიდან აყალიბებს აზრს,იმის ნაცვლად, რომ აზრით აკონტროლოს წარმოდგენა.
მაგალითად ქართული და არა მარტო ქართული წარმოდგენის/სტერეოტიპის მიხედვით ქალის საქმე სამზარეულო და დიასახლისობაა, ხოლო მამაკაცისა - ინტელექტუალური შრომა, ამით ვაფიქსირებთ ქალზე მამაკაცის დომინანტობას, რადგან ინტელექტუალური შრომა უფრო ღირებული და უკეთანაზღაურებადია, ვიდრე საშინაო შრომა.
ეროვნულ და რელიგიურ სტერეოტიპებში ჩადებული ბომბების გა\ნაღმვა ვერ ხერხდება ( ვერ ხერხდება იმიტომ რომ ნუ ეროვნული მოღალატის მარკა"ქართველობას გვართმევენ" ისტერია იფეთქებს ხოლმე ))))))))-) არადა საჭიროა გაანალიზდეს ეს სტერეოტიპები.
სექსუალურობა ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ აზრთან და სოციალური მოქმედების ტენდენციებთან. ქართულ კულტურაში ქალის სახე დაკავშირებულია არა მის სექსუალობასთან, არამედ მის როლთან. კერძოდ, საქართველოში უძველესი დროიდან არის დედის კულტი და განსაკუთრებულ პატივისცემას საზოგადოების მხრიდან იმსახურებდა სწორედ დედა და არა უბრალოდ ქალი.
ქალთა მენტალიტეტზე მსჯელობისას, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს კულტურა სადაც ისინი გაიზარდნენ. ჩვენს კულტურაში კი ასწავლიან რომ ის სუსტია, მისი მფარველი არის ღმერთი (მამა ღმერთი) და მამაკაცი (მამა, ძმა, ქმარი, ბიძა....) ადამიანს რომელსაც ასწავლი რომ ის უძლურია, ის ყოველთვის ვიღაცაზე + მის აზრზე იქნება დამოკიდებული..
@@ პატრიარქატი სოციალური მუდმივაა და ის ყველგან : პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურისთვის , ასევე ყველა დროისთვისაა დამახასითებელი.
მის კვლავწარმოებას პატრიარქალობის მთავარი ინსტიტუტი -ოჯახი, უზრუნველყოფს, ის უბიძგებს ბავშვებს გენდერულად დაყოფილი როლები აითვისონ. გოგონას მამა ევლინება პირველ პატრიარქად, დამთრგუნავად, მაკონტროლებლად, მიმთითებლად, განმსაზღვრელად. მამა ალერსიანია, ყურადღებიანი, მზურნველი, მაგრამ სინამდვილეში ის ტოტალურად აკონტროლებს. შენ უნდა გეგონოს რომ თავისუფალი ხარ, თან ამ დროს კანით უნდა გრძნობდე რომ შენი სული ( ქართულ-ხალხურ ზღაპრებში როგორცაა, დევების სული პატარა ყუთშია ჩადებული, რომელიც სადმე მიუვალ ადგილას ინახება ) პატარა ყუთში დევს, ეს ყუთი მამას უპყრია ხელთ, შემდეგ ამ ყუთს ქმარს გადასცემენ. სად ხარ ამ დროს შენ "ქალი" ? შენ მექანიკურად მოქმედებ, ბოლოსდაბოლოს შენი სული ყუთშია გამოკეტილი, რომლის ნაწილი მამას აქვს, ნაწილი მთელი საზოგადოების მამებს…@@@ ქეით მილეტი
ასე გრძელდება მანამ სანამ ერთ მშვენიერ დღეს ფაიერსთოუნის" სქესის დიალექტიკა " არ ჩაგივარდება ხელში

ან რამე ამდაგვარი მოვლენა არ მოხდება ))))))))
პ.ს.
ცოტა დიდი პოსტია , მაგრამ დრო მქონდა ))))
This post has been edited by strelicia on 8 Mar 2011, 12:41
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.