პატივისცემა კი არა, მხოლოდ იმ ნორმებს სცემენ პატივს რომელთა დარღვევის უფლებაც ქალს არ აქვს. რაღაც აბსტრაქტულ ნორმებს და არა კონკრეტულ ქალს.
ერთი გაბრაზებულის სტატია : )) ქალის პატივისცემაზე.
~ქართველებს რომ გვკითხო, ჩვენზე კარგად ქალის პატივისცემა არავინ იცის… ვინ დალევს ჩვენნაირად ჭეშმარიტი, ქართველი ქალის სადღეგრძელოს? ვინ აქებს სუფრაზე და მოუგონებს ერთ–ორ პოეტურ სტროფს, თავის დაწერილს თუ არა, სკოლაში ნასწავლს მაინც?
ახლა შევხედოთ ამ ამბავს სხვა მხრიდან და დაწვრილებით.
ეტაპი 1. ქალი იბადება..
ტრადიციული ქართული გაგებით, პირველი ბავშვი აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს.. და საერთოდაც, შვილებს შორის რაც უფრო მეტი ბიჭია, მით უკეთესი.. ბიჭის გაჩენა მამის “მაჩო–იო**რტერორისტობას”(“ადიდასის ქარხანა კალოშებს არ უშვებს” ზახოდი) უსმევს განსაკუთრებულ ხაზს(გეგონება მამაზეა დამოკიდებული Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი მივა კვერცხუჯრედამდე უფრო ადრე თუ X ).. შესაბამისად, გოგოს დაბადება დღემდე ბევრ(მადლობა არა ყველას და უმეტესობას) მამას უხარია, მაგრამ არც ისე..განსაკუთრებით თუ ეს ბავშვი პირველია.
მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: დედაჩემმა როდესაც გამაჩინა საკმაოდ დიდი იყო(ასაკით), რის გამოც ყველამ(მედპერსონალს ვგულისხმობ) ერთიანად ჩათვალა რომ პირველი შვილი ვიყავი(კიდევ ერთი ტრადიციული მარაზმი:”ქალმა, დიდ ასაკში, თუ უკვე ყავს შვილები აღარ უნდა გააჩინოს, თორემ ხალხი რას იფიქრებს??” )..ხოდა, როდესაც გავჩნდი, ექთანი საკმაოდ მოკრძალებულად მოვიდა დედაჩემთან და აცნობა, რომ “სამწუხაროდ(!) მისი შვილი გოგონაა(!)”.. ნუ აქ კადრში დედაჩემის გაკვირვებული სახეა, მერე ახსნა ექთნის მხრიდან, რომ მამებს ურჩევნიათ, პირველი შვილები ბიჭები იყვნენ… შემდეგ მედდა უკვე იგებს, რომ თურმე მესამე ვარ, თან ორი ბიჭის მერე და გახარებული გარბის მამაჩემთან, კუთვნილი “მახარობლის ფეხის ქირის” ასაღებად..
ეტაპი 2. ქალი პუბერტულ ასაკში.
ბავშვობის ასაკზე არ ვჩერდები, იმიტომ რომ განსაკუთრებული არაფერი მახსენდება(ნუ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული), თუ გაგახსენდათ მომწერეთ

)))))))))
ქალი 16–20 წლის ასაკში.. წესით ბავშვად აღარ ითვლება, თუმცა კვლავ მკაცრად კონტროლდება მშობლების(და განსაკუთრებული გამართლების შემთხვევაში ძმების, ან მამრობითი სქესის ბიძაშვილ–მამიდაშვილების(!)) მიერ.. საღამოს 6–7 საათი ზღვარი; ის ბიჭი,ტელეფონზე რომ გირეკავს ვინაა?; ეგ სოფო ვინაა, კარგი ოჯახიდანაა?;.. წლები გადის, წესით და რიგით 18–20 წლის ასაკის ზევით მაინც უნდა დაიწყოს პერიოდი, როდესაც ქალი იწყებს მეტ–ნაკლებად დამოუკიდებელ ცხოვრებას… კონტროლი გრძელდება, მას რა თქმა უნდა არ თვლიან გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონედ.. დღევანდელი ტექნიკის პროგრესის ხანაში, კონტროლირდება არა მხოლოდ მისი ნაცნობების წრე, არამედ მისი ინტერნეტ მოქმედება, ზის თუ არა ჩატში, უგზავნის თუ არა მამრ.სქესის წარმომადგენლებს სურათებს? თუ ფორუმზეა რეგისტრირებული რას პოსტავს? ამ შემთხვევებშიც მოსულია კრიტიკა, ჩასწორებები, აკრძალვები სურათების გაგზავნაზე(იქამდე, რომ შეიძლება მისი ყველა ციფრული ვერსიის ფოტოს წაშლა კომპიუტერიდან) და ა.შ… და ასე მანამ, სანამ ქალი არ იპოვის გადარჩენის ერთადერთ გზას, სახლიდან წასვლას……ქმრის სახლში.
ეტაპი 3. ქალი თხოვდება.
გოგოს გათხოვება, ბევრ ადამიანში დღემდე ასოცირდება როგორც “პატრონს ჩაბარება”, “გასაღება”… და ა.შ.
“ესეც ასე, ჩვენი გოგო კარგ პატრონს ჩავაბარეთ”, “გაიგე ****ძე–ებს, გოგო გაუსაღებიათ”… ანუ ისევ, ქალი გარკვეული სახის საქონლის დონეზე განიხილება, რომელიც ისევ რჩება გადაწყვეტილების მიღების ან თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების უუნაროდ.. ჯერ ოჯახი “პატრონობდა”, ახლა ქმარი “უპატრონებს”.. ბარემ გამახსენდა და აქ მივაწერ, ხშირად, მომავალ სადედამთილოებს არ უყვართ ობოლი, ან გაყრილი მშობლების შვილები, ასეთ გოგოებს ხალხში “უპატრონოებად” მოიხსენიებენ.
ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ქალი მცირე ასაკში გათხოვდა იმისთვის, რომ ყოფილიყო.. თავისუფლი. არავითარი მამის, ძმების, ბიძაშვილების კონტროლი, ლეგალური სექსი(თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ჭეშმარიტი, პატიოსანი ქართველი ქალი, გათხოვების შემდეგაც ქალიშვილია).. სხვა რა უნდა? მაგრამ…
გენიალური გამოთქმაა.. “ვაის გავექეცი, ვუის შევეყარე”…
აქ სხვა ამბავი იწყება.. ტრადიციული “ქალი ქუხნაში ვიცი მე”, სამეგობრო წრის ახალი გაფილტრვა, უკვე მეუღლის მიერ :”ეს ეთერი არ მომწონს, აღარ დავინახო ეგ ჩვენთან სახლში მოსული, აი მარინასთან შეგიძლია იმეგობრო, წესიერი გოგო ჩანს”, მუდმივი გამოცდა “დიასახლისობაზე” დედამთილის მხრიდან..
ცალკე საკითხია “ცოლ–ქმრული მოვალეობის შესრულება”.. რამდენიმე ხნის წინ, სულის შემძვრელი ისტორიები მოვისმინე იმის თაობაზე, როგორ იძინებდა დედამთილი, პირველივე ღამიდან, ახალდაქორწინებულების ოთახში და როგორ უწევდათ ახლადშეუღლებულებს, პარტიზანული სექსით დაკავება, სწრაფ–სწრაფად, სანამ დედამთილი ბაზარშია გასული და არ აკონტროლებთ.. საბედნიეროდ ასეთი მაგალითები იშვიათია და რისკ–ჯგუფში უფრო მარტოხელა დედების “შვილიკოების” ცოლები ხვდებიან..
მეორე საკითხია ცოლთან სექსუალური მრავალფეროვნება.. “ცოლს როგორ ვაკადრო” ფენომენი..
დედაჩემის თანამშრომლის მოგონებებიდან: ” 30 წლის ვიყავი(!) და უკვე ორი შვილი მყავდა(!), როდესაც წიგნიდან გავიგე(!), რომ ცოლ–ქმრული მოვალეობის შესრულების პროცესი შეიძლება(!) ქალისთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო(!). ქმარს ვთხოვე, რომ იქნებ რამე გვეცადა მაგ მხრივ, რაზეც ის საშინლად გაბრაზდა(!), კინაღამ მცემა(!) და მითხრა, ვიღაც ბოზი ხომ არ ხარ(!), ასეთი რაღაც მეორედ აღარ მითხრაო.. 35 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მეჯავრებოდა(!) მასთან ამით დაკავება”….
თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ეს ქალი(და სხვა მის მდგომარეობაში მყოფები), სექსუალური ძალადობის მსხვერპლები არიან, თან მუდმივად.
ბარემ იმ ქართულ ფენომენზეც ვიტყვი, რომ ცოლიანი კაცისთვის, რა თქმა უნდა, დასაშვებია(და ზოგისთვის სასურველი და საამაყო) ბევრი პარტნიორის ყოლა, ეს მის კაცობას უსმევს ხაზს… ცოლი, მისი ღალატის შემთხვევაში, უბრალოდ ამბობს “აბა რა ვქნა, კაცია და მისი ბუნება მოითხოვს, რაც მთავარია, მუდმივი საყვარელი არ ყავს და მე პატივს მცემს. მაჭმევს და მაცმევს”…
ეტაპი 4. სავარაუდო გაყრა.
ზოგადად გაყრა დიდ სირცხვილად ითვლება, თანაც სირცხვილად უფრო მეტად ქალისთვის, რა თქმა უნდა. აქ იჭრება ძველი პრობლემები “ხალხი რას იტყვის”, “ბავშვებს უმამოდ არ დავტოვებ”, “ბავშვებს სრულყოფილი ოჯახი სჭირდება”.. რამდენად ჭირდება ბავშვს ოჯახი, რომელშიც დედა და მამა ერთმანეთს, საუკეთესო შემთხვევაში, უბრალოდ აიგნორებენ, არავის აინტერესებს. ასევე არავინ უფიქრდება იმას, თუ ვინ კავდება მათ მეზობლებთან სქესობრივი კავშირით, მათი ოჯახის დაშლა არ დაშლის ასპექტში.
თუკი ეს მაინც მოხდა :
–საქართველოში განათხოვარი(მითუმეტეს შვილიანი) ქალის მეორედ გათხოვების შანსები მკვეთრად ეცემა, იმიტომ რომ მომავალ დედამთილებას, არაფერში სჭირდებათ თავისი შვილისთვის განათხოვარი ქალი(თუნდაც თვითონ მამაკაცს ხუთი ცოლი ყავდეს გამოცვლილი). არც კაცები იკლავენ დიდად თავს, უნდა აღინიშნოს.
–განათხოვარ ქალს, ბევრი მამრი აღიქვამს, როგორც მოსიარულე ობიექტს, რომელის თავზეც ანთია “იძლევა”. რა თქმა უნდა “სოჩიკი”(აკა მთვლელი) უკვე “მოხსნილი აქვს”, ე.ი. საჭიროა მხოლოდ, სასურველ ტემპერატურაზე ქალის “გათბობა” და ტა–და! ის მზადაა.
–ხშირად განათხოვარი ქალი, იმისთვის რომ “არ გაბოზდეს”, ხვდება კვლავ ოჯახის “პატრონობის ქვეშ”. მაგალითი ცხოვრებიდან: ჩემს ნაცნობს ყავდა თანამშრომელი ქალი. 30 წლის. ქმარგაცილებული. სამსახურში ყოველ დღე მოყვებოდა და საღამოს სახლამდე აცილებდა ძმა.. რომ ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ ეს ქალი უპატრონოა(!)…
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება ამ საკითხზე.. მაგრამ მინდა ზემოთ დაწერილის საფუძველზე ვთქვა:
“######### პატივისცემა!”
პ.ს. პოსტი, ნახევრად ხუმრობითაა დაწერილი.. მაგრამ, ყველა ხუმრობაში არის ხუმრობის ნაწილი. დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა.
http://imho.ge/2008/09/13/geowoman/
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.