სხვა მამრობითი სქესის კაცობის (არაზრდასრულად გამოცხადებით ) ბავშვობათ მონათვლას სჯობია რამე სასარგებლო , თან თემასთან ახლოს ინფორმაცია მოგვაწოდო. კაცებს რომ ნაკლებათ აინტერესებთ ე გენდერის პრობლემები და მხოლოდ ქალების საწუწუნო ( თუ უარესი არა) ჰგონიათ , ისედაც ვიცი.
____________________________
) დღეს 9000-ზე მეტი NGO-ა რეგისტრირებული. სამოქალაქო სექტორის გავნითარებაში ისტორიულად შემიძლია 3 ეტაპად დავყო: ა) 1992-1998, როცა დაახლოებით 1500 არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა. /6 წელი/B2) 1999-2002 წლებში უკვე 1500 NGO იყო რეგისტრირებული / 3 წელი/ 3) 2003-2008 წლებში 6000-მდე /5 წელი/. ცხადია, ამათგან მხოლოდ 10%-ია რეალურად მომუშავე. თუმცა ახალი ორგანიზაციების შექმნის მზარდი ტემპი უფრო ამ პროცესის სტიქიურობაზე მიუთითებს, ვიდრე - გააზრებულ, საზოგადოებრივი საჭიროებების გაცნობიერებით გამოწვეულ ქმედებაზე.
2) ლიდერთა უმრავლესობა “პრეზიდენტი” და “ვიცეპრეზიდენტია”. ასევე საინტერესოა თვისებრივი კვლევა იმისა, თუ ვინ არიან ერთმანეთისთვის დამფუძნებლები, ლიდერები, გამგეობის წევრები, პროექტში ჩართული ადამიანები? Eეს არის პასუხი კითხვაზე – რატომ ვერ განვიტარდა სამოქალაქო საზოგადოება!
3) საქმიანობის ტიპის მიხედვით მათი უმრავლესობა ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე და საკითხებზეა ორიენტირებული, ხოლო უმცირესობა ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე და საკითხებზე.
4) ასევე საინტერესოა ამ პრობლემის გენდერული ანალიზი. პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ლიდერობენ მამაკაცები, ხოლო ფუნდამენტურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქალები. მთლიანობაში, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა 25%-ს ქალები წარმოადგენენ, 75%-ს მამაკაცები.
.....
საქართველოში ქალები, როგორც ამომრჩევლები, სრულად იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას. ამომრჩეველთა დაახლოებით 59% ქალია. ამომრჩეველ ქალთა აქტიურობა მაღალია როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. თუმცა ბოლო ხანს არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი, მათ შორის ქალებისა, აშკარად შემცირდა.
სხვადასხვა არჩევით ორგანოებში ქალის არჩევის ერთადერთი ხელშემშლელი ბარიერია ფინანსური შესაძლებლობები.
არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზმა გამოავლინა ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია; არჩეულ ქალთა რაოდენობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მაღალია შესაბამისი არჩევითი ორგანოს სტატუსი. ყველაზე დაბალი რგოლის დონეზე – სოფლის საკრებულოში არჩეულ ქალთა რაოდენობა მამაკაცთა რიცხვს აღემატება, რაიონის საკრებულოში მათი რაოდენობა დაახლოებით თანაბარია, ხოლო იერარქიის უფრო მაღალ დონეზე, რაიონული ცენტრიდან დაწყებული, არჩეულ ქალთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ექსპერტთა აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ქალი განდევნილია იმ ადგილიდან, სადაც თავმოყრილია ძალაუფლება და ფინანსები.
....................
ქალთა პრობლლემებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვწეროთ მათი ინტერესთა სფეროები და მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხები:
პოლიტიკა
1. სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი სტრატეგიების არ არსებობა შემდეგ საკითხებში:
ა) სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცეში ქალთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდა,
ბ) ქალის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ სტერეოტიპული შეხედულებების აღმოფხვრა/ ტრანსფორმაცია.
განათლება1. განათლებისა და უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობის დაბალი დონე შემდეგ სოციალური ჯგუფების წარმომადგენელ ქალებში:
ა) ეთნიკური უმცირესობბები,
ბ) ფიზიკური შეზღუდულობის მქონენი
ც) ღარიბები, პატიმარი ქალები და დაოჯახებული ქალები.
2. ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების არ არსებობა შემდეგ საკითხებზე:
ა) რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა,
ბ) ქალთა უფლებები.
ჯანმრთელობა
1. ქალთა განათლებისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე შემდეგ საკითხებში:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები,
ბ) შიდსისა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებათა პრევენცია,
ც) ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე,
დ) არასასურველი ფეხმძიმობისა და აბორტის პრევენცია.
2. ქალთა სამედიცინო მომსახურების დაბალი დონე,
3. კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებათა დეფიციტი და ხელმისაწვდომობის დაბალი დონე.
ეკონომიკა, ბიზნესი და შრომითი უფლებები
1. ქალის დაბალი ეკონომიკური სტატუსი (ქონების განკარგვა და მართვა),
2. კრედიტების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე,
3. ქალთა დასაქმების ხელსემწყობი ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,
4. კერძო სექტორში დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების დარღვევა ( შრომითი ხელშეკრულებების დისკრიმინანტულობა და სამუშაოს შემკვეთთა მხრიდან მათი უხეში დარღვევა).
პროსტიტუცია და ტრეფიკინგი
1. პროსტიტუციის პრობლემის შესახებ კვალიფიციური კვლევისა და ანალიზის არ არსებობა,
2. ტრეფიკინგის პრობლემის არ აღიარება სახელმწიფოს მხრიდან,
3. ტრეფიკინგის პრობლემაზე შესაბამისი კანონის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.
მედია
1. მედიის საშუალებებში გენდერული სარედაქციო პოლიტიკის არ არსებობა
რელიგია
1. მორწმუნე ქალების სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონე.
სპორტი
1. ქალებისათვის დასვენებისა და სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრების არ არსებობა,
2. ქალების ჯანმრთელობაზე სპორტის ამა თუ იმ სახეობის გავლენის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა.
მარტოხელა დედები
1. მარტოხელა დედები შესახებ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი და მათი სოციალური იზოლაცია,
2. მარტოხელა დედების სოციალური დაცვის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,
3. საქართველოს კანონმდებლობაში ცნების “მარტოხელა დედა” არაზუსტი დეფინიცია.
პატიმარი ქალები
1. პატიმარ ქალთა დაბალი სოციალური სტატუსი,
2. პატიმარ ქალებში გარიყულობისა და სოციუმის მხრიდან იზოლაციის განცდის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა,
3. პატიმარ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების სახელმწიფო პროგრამების არ არსებობა.
http://lelag.blogspot.com/2008/12/womenngos.html ""ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები:
თანამშრომლობიდან თანასწორობამდე""
Zyklon