ჩენ პოსტებს კითხულობ?

დავწერე, უფრო სწორად დაგიწერე რომ უკრაინაში ფასები შედარებით მისაღებია იმ ქვეყნებთან შედარებით როგორიც არის ინგლისი, გერმანია, დანია და ასე შემდეგ .(მედიცინსი მხრივ)
სწავლის დონეში კი ვიგულისხმე საქართველოსგან განსხვავებით პრაქტიკას გადიან მეთქი და საერთო ჯამში საქართველოზე მაღალი საფეხურია უკრაინა განათლებაში გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა დღეს დღეობით

შენ კიდე პასუხად მწერ ჩაწყობები არისო ნიშნებზე

სადაა ლოგიკა ან რა შუაშია ეგ იმასთან რაზეც მე გესაუბრები?

სწავლის დონეში მე ეგ არ მიგულისხმია რადგან ეგ ცალკე თემაა რომელიც პოსტ საბჭოურ და საბჭოურ ქვეყნებს ეხებათ და მათი დამახასიათებელია...
მსგავს ქვეყნებში ისევე როგორც საქართველოში ჩაწყობა იყო და იქნება კიდევ კაი ხანი, ყოველ შემთხვევაში თუ მართლა ვინმე გავლენიანის ახლობელია მასზე ჩაწყობა ხდება და ეხლა მაგაზე ნუ მომაყვანინებ მეც არგუმენტებს როგორ და რანაირად თორე ისე შეიძლება გამოვიდეს აიპი მისამართით ძებნა დამიწყონ

იმ შენ მეგობრის ლექტორის შვილს რაც შეეხება შეიძლება სხვების დასანახად ჩაუტოვეს საგანი თორე ისე სხვა მოლაპარაკკება იქნებოდა მანდ კაბინეტში
ეგ მასე ხდება ანახებენ ვითომ ჩატოვეს კურსზე ან საგანი შეტენეს სინამდვილეში კი გადაყავთ კურსიდან კურსზე ან უთვლიან საგნებს

უკრაინას კიდევ რაც შეეხება როგორც ესე სწავლა უფრო ადვილია ვიდრე სამედიცინო უნივერსიტეტში მაგრამ იქ პრაქტიკას უმაღლეს დონეზე თუ არა მაინც გადიან სამედიცინო უნივერსიტეტისგან განსხვავებით სადაც ჩაფლულები არიან წიგნებში მაგრამ პრაქტიკა არ აქვთ..
ეგეთ ექიმებს კიდე ვითაც მარტო თეორიული განათლება აქვთ და ნემსის გაკეთება არ იციან ჩემი მტერი ჩავარდა მაგათ ხელში..

ნემსის გაკეთებაზე გამახსენდა ღადაობის გარეშე მყავს ნაცნობები სამედიცნო აქვთ ახალი დამთავრებული და ნემსის გაკეთება არ იციან ..

მიზეზიც ეგ არის მსგავს ქვეყნებში სამუშაოს ვერ შეუთავსებ თუ მედიცინის განხრით სწავლობ რადგან სწავლა საკმაოდ სერიოზულია და ფიზიკურად დრო არ გექნება და არც ენერგია მუშაობის მერე ყველაფერი მოამზადო..
ასე რომ მანდ ვინც მიდის აფინანსებენ მშობლები ძირითადად ეგეთები კიდე შენც აღნიშნე ცოტაა საქართველოში, შესაბამისად მიდიან უკრაინაში შევთანხმდით ვინც წასვლას აპირებს დიდი ნაწილი
This post has been edited by Brock on 5 Oct 2014, 23:33