Brockკი,მაგაში მართალი ხარ სულ 3 მიცვალებულია ჩვენი უნივერსიტეტის მორგში და რამდენი წლის წინ გარდაცვლილები არიან who knows,მაგაზე ვერც ისწავლიდი ვერაფერს ისეთ მდგომარეობაში არიან.
ჩვენთან კანონია ასეთი მკაცრი,რას ვიზამთ,უპატრონო მიცვალებულიც არ ეკუთვნის სამედიცინო უნივერსიტეტებს და კვლევით ცენტრებს,მიცვალებულის ახლობლის თანხმობა უნდა,თუ არ ყავს ახლობელი,მაშინ არ აქვთ უფლება.რუსეთში და უკრაინაში უპატრონო მიცვალებული ეკუთვნის სახელმწიფოს და ავტომატურად სახელმწიფო გადასცემს სამედიცინო კვლევით ცენტრებს.რამდენიმე წლის წინ კი აპროტესტებდა ჩვენი უნივერსიტეტის ანატომიური თეატრის დირექტორი ამ კანონს და შეცვლას ითხოვდა,მაგრამ არ გამოვიდა.
მაგრამ ზოგადად,საკმაოდ ბევრი მულაჟია სამედიცინოში და იმდენად კარგი ხარისხის,კათეტერი რომ არასწორად ჩაუდგა,სისხლი მოდის,ლურჯდება და ა.შ.
ნუ ჩვენს წინა,90იან-2000იან წლებში ვისაც მოუწია სტუდენტობა,იმათ არ გაუმართლათ,2008 წლის მერე საგრძნობლად შეიცვალა სიტუაცია მაგ მხრივ და ვინც წუწუნებს რომ არ გვაქვს მულაჟები და იმიტომ ვერ გავდივართ პრაქტიკასო,ტყუის

ნუ სტომატოლოგიაში მე-3 კურსიდან ჩვეულებრივად გვამუშავებდნენ პაციენტებზე,ოღონდ ჩვენს ახლობლებზე მხოლოდ,რომ ვინმეს არ ეჩივლა
