Ostati-Chu
ესეც სრული ვერსია..
1
_უკაცრავად თქვენი სახელი?
_გოჩა
_გვარი?
_ჩიფიკაშვილი
_რამდენი წლის ხარ გოჩა?
_16ის
_შეყვარებული თუ გყავს?
_შეყვარებული?
_ხო,რა იყო რატო გეცინება?
_რავი აბა...
_რა ქვია?
_ვის?
_შენს შეყვარებულს
_არ ვიცი
_როგორ,სახელი არ იცი?
_არა,მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი,ისიც შორიდან
_როგორ ფიქრობ რა არის სიყვარული?
_რავი აბა!მგონი მარადიული მონატრებაა
2
_მართა პირველი
_ო,რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
_მართლა?
_ძალიან მომწონს
_უი,დიდი მადლობა.
_მართა შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ?ხომ არ გაბრაზდებით?
_უი.როგორ გეკადრებათ პირიქით მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
_რახან ასეა გულახდილად მითხარით,გიყვართ ვინმე?
_არა,მე გათხოვილი ვარ!
3
_თქვენი სახელი
_ჩემი?
_დიახ
_კოლა,ნიკიფორესაც მეძახიან
_თქვენ რომელი გირჩევნიათ?
_მე ნიკო
_რა გვარი ბრძანდებით?
_ჩუქურთმიშვილი.ნიკო ჩუქურთმიშვილი
_ცოლ_შვილი გყავთ?
_პირველი ცოლისგან 1ბიჭი,ახლა ჯარშია.წერილს ველოდები.მეორისგან ქალ_ბიჭნი.უმცროსი მერვეშია,უფროსი მეათეში.გოგო ჯობია სწავლითა.ბიჭი ყალთაბანდობს.არა უშავს რა კაია...ბიჭი ეგეთი ჯობია,გამაიჯიკება ყველა საქმეშია.მეც ეგრე არ ვიყავი რო?მესამე ცოლი უშვილო გამომადგა,მაგრამ ვერ გააგდებ და ვერაფერი.ისეთი ძმები ჰყავ კაცის მჭამელები.
_როგორ გგონიათ რა არის სიყვარული?
_არ გაგიგონია?შიში შაიქმს სიყვარულსაო.ას პროცენტიანი ეგრეა.რა ვქნა უშვილო გამომადგა მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო კაცის მჭამელები.მიყორს მა რა ვქნა?თავზეით რო ძალა არ არის რას იზამ?
_შვილების იყვარულზე რას იტყვი?
_იმათ ენაცვალოთ მამა,აგრე
_ხომ ნახულობ?
_არა,ალიმენტ ვუგზავნი
4
_რომელ კლასში ხარ ლადო?
_მეოთხეში გადავედი
_რა ნიშნები გყავს?
_რავი...
_შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო.მართლა?
_ორებს კი არა ისა...
_მაშ,რა ნიშნები გყავს?
_ხუთები,ოთხები და ალაგალაგ სამები
_რა გვარი ხარ?
_წიკლაური
_შეყვარებული ხომ გყავს?
_შეყვარებული არა ისა...
_მე რომ მითხრეს?
_არაფერიც
_შენი კლასელია?
_ვინა?
_შენ რომ გიყვარს.
_არავინაც არ მიყვარს.
_მე რომ მითხრეს?
_რა გითხრეს?
_ლადოს იგ გოგო უყვარს კლასში მის უკან რომ ზისო.
_უკან კი არა წინ ზის._წამოცდა ლადოს და სირცხვილისგან აწიტლებულმა თავი დახარა
5
_....................
_მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე?ეგ ასაკი უკვე გავიარე
_რა ასაკი?
_აი,კაცს რომ გონია რომ სიყვარული მართლა არსებობს.
_თქვენ გინდათ თქვათ რომ...
_დიახ,დიახ,ადრეც მეგონა რომ არსებობდა ,აგრამ ეს ყველაფერი ბავშობის ილუზია იყო
_მერე როგორ მიხვდით რომ არ არსებობს?
_სულ უბრალოდ.სკოლა რომ დავამთავრეთ დავშორდით.მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა.ის ჯარში წავიდა
_მერე?
_თანაკურსელზე გავთხოვდი
_რატომ?არ გიყვარდათ?
_ჰმ,რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ.
_მაინც?
_გიყვარს?არ გიყვარს,გიყვარვარ,არ გიყვარვარ.რა შუაშია აქ სიტყვები?მთავარია ელემენტარული გაგება ხომ?
_მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
_თუნდაც იმაში რომ არ მთხოვდეს ანგარიშებს.სად ვიყავი,რატომ დავიგვიანე.ეს ხომ წვრილმანია არა?>
_გააჩნია რა შემთხვევაში
_ხომ გითხარი
_რა მითხარი?
_ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთქო
_შერიგებას არ აპირებ?
_იმასთან?
_უკაცრავად
_კიდევ ერთი კითხვა.ის ბიჭი რომ შეგხვდეთ და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ რა იზამთ?
_ვისზე ამბობთ?
_თქვენს თანაკურსელზე.მემგონი უკვე გამოვიდოდა ჯარიდან
_ააა.გოჩაზე ამბობთ?შემხვდა კიდეც.რომ გაგიგო ქმართან გაშორებული ვიყავი დაიწყო უშენოდ არ შემიძლიაო ასეო,ისეო
_მერე რა უთხარით?
_ვიფიქრებ მეთქი.იმდღეს იანვრის 29რიცხვი იყო.დავთქვით თებერვლის 29ში შევხვდებობით და მაშინ ვეტყოდი პასუხს.მისამართი განგებ არ მივეცი.დდზველი მისამართი იცოდა,ჩვენ კი სხვაგან გადავედით.ყველა ნაცნობი გავაფრთხილე არ ეთქვათ ახალი მისამართი
_იმიტომ რომ მაინტერესებდა მართლა მიყვარდა თუ არა.თუ მიყვარდა ვერ გავძლებდი და მივიდოდო 29ში.არ მინდოდა შევხვედროდი მანამდე გაგიგე?ცემ თავს ვამოწმებდი.
_მერე რა გაარკვიეთ?
_თებერვალი 29ით კი არა 28ით იყო.
_და ვეღარ შეხვდით?
_მე 28შიც მივედი და 1მარტსაც
_არ მოვიდა?
_ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცით რა მითხრა?მაპატიე 29თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო.მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო
_და აღარ გჯერათ?
_არავითარ შემთხვევაში
_მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
_რა თქმა უნდა ურთიერთგაგება რომ იყოს ისეთს.
6
_ბებოოო
_რაო,შვილო?
_სიყვარული რა არის?
_სიყვარული არა ხარ?მა რა ხარ?ბებო გენაცვალოს
7
_ჩემი სახელია აპოლონი?
_გვარი?
_მღებრიშვილი
_სად მუშაობთ?
_იქ
_სად იქ?
_ნუ რა საჭიროა?
_შემთხვევა რომ იყოს სიყვარულის გულისთვის თუ დატმობდით სიცოცხლეს?
–ვინა მე?ქალის გულისათვის კაცო?სიყვარული რაღა არის რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.
8
_ეხლანდელები ქაა?ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა.გვიყვარსო.აეტუზებიან ერთმანეთსა და პროშნიან.ზედაც არ გიყურებენ.გინდა ყოფილხარ იქა და გინდა არა.გვიყვარსო!მერე ქაა.ახლანდელი ცოლ_ქმარი რო დადიან მასე დავდიოდით ჩვენა?ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?თუ მაგათ სწავლა რო აქვთ სხვანაირი სიყვარული იციან?ცემ ქმარს რო დავინახავდი ისე შამაზრიალებდა ტანში როგორც რო რა?მაგრამ რას შევიმჩნევდი.სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხში მრცხვენოდა.ისრე წავიდა სავ მიწაშია,მე იმისთვინა თვალი არ გამიყრია თვალშია.ახლანდელები?ლამის არის თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა ქაა.მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.არ მწამს და მომკალ.აჰა...
9
_მეცხრე და ბოლო კითხვა თუმცა ბოლო რატომ?განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა?სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას რამდენი კაციცაა ამ ქვეყანაზე.ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე თუ რა არის სიყვარული.მართალი იქნება რადგან ყველა თავისებურად აღიქვამს მას და საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება რადგან ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის მკითხველო?
სცადეთ ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა,რომელიც ვერასოდეს ჩაწვდება მის ბუნებას და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
_"დამიმტკიცეთ რომ არსებობს სიყვარული"
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს.სიყვარული ისეთი ბუნებისაა ,დამტკიცებას არ საჭიროებს.იგი თავად მტკიცდება იქ,სადაც ფეხს დაადგამს.
გოდერძი ჩოხელი
This post has been edited by Blond girl on 12 Feb 2011, 19:08