ოცნებით ბევრ რამეზე ვოცნებობ და შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან ყოფნისას შეხედულებებიც შემეცვალოს, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ ეს არ მოხდეს:
მინდა რომ მასთან ურთიერთობით ჩემს ყველაზე იდუმალ სულიერ მოთხოვნილებებსაც ვიკმაყოფილებდე
დანარჩენს რაც შეეხება, ვოცნებობ:
- ნდობასა და ერთგულებაზე დაფუძნებულ ბუნებრივ და შეუზღუდავ ურთიერთობებზე.
- ანუ საკუთარი აზრი რომ გააჩნდეს და ჩემთან მისი გამოთქმის არ ერიდებოდეს.
- ერთმანეთის გატაცებებსა და ინტერესებს პატივს რომ ვცემდეთ.
- ბუნებაში ყოფნა უყვარდეს და სოფელში თუ პროვინციაში ცხოვრება მართლა რომ მოწონდეს (თავად მე სოფელში ვცხოვრობ).
მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს - აქ ახალგაზრდები ერთმანეთს ძირითადად ქორწილებსა და დაბადების დღეებში გაიცნობენ ხოლმე.
მე კი ხალმრავალი ლხინი არ მიყვარს, ცეკვა-სიმღერა არ მეხერხება და არც მჭერმეტყველებით გამორჩევი.
ტყეში, ყანაში ან ცოტა მოფარებულ ადგილზე პაემანს ვერ დავუნიშნავ. თუმცა ვინ იცის.