ნატოშავიცი, შენი პოსტები ადრეც მაქვს ნანახი ამ თემასთან დაკავშირებით

მე მიყვარს.
ჩემი ძმის ქორწილი მე გავაკეთე, ჩემი რძალი 1 კვირით ადრე ჩამოვიდა საქართველოში. (სულ 5 კვირა მოუწია აქ ყოფნა)
+ ები
თავიდან ავიცილე დიდი ხნის უნახავი ნათესავების სანახავად მოსვლა და მთელი თვე ყოველ დღე სახლში სუფრების შლა. (თან იმ დროს მე მომიწევდა სამზარეულოში ტრიალი და ქორწილის შემთხვევაში არა). ცალ-ცალკე მაიცნ ყველა აპირებდა მოსვლას ცალკე ჩვენი და ცალკე რძლის ნათესავები.
ძალიან დასამახსოვლებელი დღე, ისეთი, რომ ყველას კარგად ახსენდება.
საჩუქრებს რაც შეეხება უმეტესობას შევაპარე (ღლონტებივით) საქართველოში არ რჩებიან და თქვენი სერვისები არ სჭირდებათ თქო. შეგროვებული თანხით რძალმა თავისი გემოვნებით იყიდა რაც უნდოდა.
თანხა იმაზე მეტი არ დაჯდა რაც დაჯდებოდა სახლში სუფრების შლა.
ძალიან გაკვრივებული დავრჩი როცა საღამოს რესტორნის მენეჯერმა მადლობა გადაგვიხადა ასეთი ორგანიზებული და მშვიდი ქორწილისათვის, ყველა ქორწილი ჩხუბით მთავრდება და დაცვა მობილიზებული მყავდაო და ამათ გაშველების ნაცვლად კონცერტს უყურესო.
კონცერტს იმიტომ რომ ჩემი ძმის მეგობარი და მისი მეუღლე ქორეოგრაფები არიან და ცეკვები იყო მართლა კონცერტივით. (აქვე აღვნიშნავ რომ ვერ ვიტან დაქირავებულ მოცეკვავეებს)
პ.ს. ხო, თამადაც დაქირავებული ეგონათ.
დიდი მინუსი.
მეორე დღეს ქორწილი ბუნდოვნად მახსოვდა (არ დამილევია) ძალიან დავიღალე.
და ჩემი ძმის დაბნეულობა. ჩოხა ეცვა და 1000 $-იანი ვერცხლის ძველებული ხანჯალი ათხოვეს და სად დატოვა არ ახსოვდა, მე ვეძებე მეორე დღეს.
შეიძლება იმიტომ რომ მე ვარ ჰიპერსოციალური და მსგავსი შეკრებები (ოღონდ კარგად მოწყობილი და არა დავლიოთ და ვაგონი მიჰქრიზე ვიცეკვოთ) მომწონს.