ქართულ ქორწილში ის არ მომწონს რომ გაშლიან სუფრებს უთვაბოლოდ და დეყრება ეს ხალხი და სკდება !
მერე ისხამენ ღვინოს უზომოდ, სანამ არ გასკებიან.
სხვათაშორის ბევრი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამსკდარა და მომკვდარა.
სტუმართმოყვარეობა ღორობაში და არანორმალურობაში არ უნდა აგვერიოს.
ამერიკული ქორწილი ჯობია ბევრი რამით:
1. იმით რომ არის პატარ პატარა მაგიდები, ოთხ ხუთ კაციანი, ან ზოგან საერთოდ არ არის მაგიდები,
უბრალოდ სასმელი და საჭმელი აწყვია მაგიდებზე და ხალხი დგას და თვითონ იღებს,
თან ურთიერთობს ერთმანეთში და ცეკვავს.
2. არავინ არ სკდება, არ მიდის სადღეგრძელოები და თამდის მიერ ლიტრობით ღვინის ჩასხმა თავის პირში
და მერე ძალადობით სხვების პირშიც...
3. მერე სიძე პატარაძალი არ ადის მეორე სართულზე ცოლ ქმრული მოვალების შესასრულებლად,
და ნათესაობა პირველ სართულზე არ ზის გულანთებული, სულელური მომღიმარი სახეებით.
კაცები სიგარეტს არ ეწევიან ნერვიულობისგან, და ქალები "ეშმაკურად"არ ჩურჩულებენ ერთმანეთში,
და სუფთა ზეწრებით და წყლის დოქებით არ ადი_ ჩარბიან კიბეებზე...
ვაიმე ცუდად გავხდი ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე... ასეთი რამე რომ გადამხდეს თავს მოვიკლავ...
ახლა წარმოვიდგინოთ ჩემი ოცნების ქორწილი...
სანაპიროზე ყვავილებით მორთული სცენა, სადაც სიძე პატარძალი შეჰფიცავს ერთმანეთს ერთგულებას...

მერე მაგიდებზე გაწყობილი სასმელი და საჭმელი,
ყველა ფეხზე დამდგარი ჭამს სვამს, არის მუსიკა, ცეკვავენ..
ეს გრძელდება რამდენიმე საათი, მერე სიძე პატარაძალი ჯდება მანქანაში მიდის აეროპორტში,
ჩადიან რომელიმე ქვეყნაში რომელსაც ამოირჩევენ დასვენებისთვის, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში
და ერთი თვე მათი ფეხი არ იქნება სამშობლოში...
ხო სტუმრებმა გააგრძელონ ქეიფი რამდენ ხანსაც უნდათ, და თუ უნდათ მერე თავზე დაიმხონ ყველაფერი...
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...