OtherguyL[quote]დაიცა აუცილებელია ვინმე დაგყურებდეს და შენი ფიქრები ესმოდეს? თუ სხვა ქალთან სექსზე ფიქრობს, ესეგი ცოლი საკმარისად აღარ იზიდავს... ამას ცოლი როგორ მიხვდება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ კაცზე ვსაუბრობთ მხოლოდ ეხლა... [/quote]
არა , არაა აუცილებელი მაგრამ მანამ სანამ კაცობრიობა შეძლებს თვითშეგნებისა და აზროვნების იმ საფეხურზე ასვლას რომელიც უზრუნველყოფს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას ))))))))), ჯობია სჯეროდეს რომ ვინმე დაგყურებს )). მაპატიე, მაგრამ ადამიანი (ქალი, კაცი) ,რომელიც მხოლოდ სექსზეა ურთიერთობაში ორიენტირებული + სექსი მისთვის არ არის საშუალება და არის თვითმიზანი , ყოველთვის იფიქრებს სხვასთან სექსზე . არ აქვს მნიშვნელობა სხვა არაფერს და მიზიდულობებიც ყოველთვის დროებითი იქნება.
[quote]ნუ ეგეც არის, როცა თავისად დაიგულებენ მერე ტკბილი სიტყვებიც მცირდება, პატივისცემაც და ასე შემდეგ... არადა ყოველი დღე ახალივით უნდა იყოს, თითქოს ხელახლა იწყებენ სიყვარულს...[/quote]
ნუ რავიცი ძირითადად გეთანხმები .....მხოლოდ , ყოველდღე ახლიდან ველოსიპედი რატომ უნდა გამოიგონონ? როცა შესაძლებელია უფრო შორს წავიდნენ???
[quote]მაგრამ რეალურად ისაა, რომ როცა კაცს ქალი საკმარისად აღარ აღაგზნებს, ან ფიქრობს რომ ეს უკვე ნახმარია და ერთ ქალზე შეჩერება მისი ნაკლია, მაშინ ფიქრობს სხვა ქალთან სექსზე... ზოგჯერ ეს კაცის ბუნებაა[/quote]
აქ შენ აკნინებ ზოგადად კაცის ბუნებას, რადგან ყველა კაცს არ აწუხებს დონჟუანიზმი და ბოსის სინდრომი.
[quote]და მე არ მითქვამს რომ იდეაში ცოლი არ უყვარს კაცს თქო... საკუთარი ნივთიც(თუ ნივთის სიყვარული შეიძლება საერთოდ) უყვართ კაცებს, თუნდაც მანქანა და მეგობარიც... quote]
ყველაფერს სიყვარული ვერ ერქმევა, რამე სხვა სიტყვები გვაქვს გამოსაგონებელი ))) მართალი ხარ ... მეც მიყვარს ჩემი საათი მაგრამ ეს მხოლოდ ნივთია.
OtherguyL[quote]ან მოსპეთ ეს ქორწილები, როცა სხვა აღგაგზნებთ დაშორდით შეყვარებულს, ოჯახები აღარ შეიქმნას საერთო... ასე ზნეობრივები მაინც წარმოჩინდებით... ეს ჩემი აზრია... ღალატი და მისი გაფიქრებაც არის ამაზრზენი, თორემ კაცური ბუნება რომ შეიძლება გაიფიქრო, ეს კი არა... როცა თავისუფალი ხარ, მოგეწონება გოგო, იქნები მასთან, ემოციურადაც და სექსუალურადაც... როცა სხვა მოგეწონება წახვალ სხვასთან და არ დაიწყებ ცოლის მოტყუებას... აბა ეხლა ცოლს ხომ არ გაუშვებ, უფასო ქალია, ვისი შებმაც არ გიწევს და რატომ უნდა გაუშვა - ეს არის ამაზრზენი დამოკიდებულება...[/quote]
არც აქ გამოვა ჯერჯერობით არაფერი, ყველა ადამიანს სჭირდება ( გამონაკლისი ერთეულების გადრა) საკუთარი ცხოვრების მოწმე ყავდეს. მოწმე რომელთანაც რაღაც აკავშირებს და მარტო არყოფნის ილუზიას უქმნის.
OtherguyL[quote]გეტყვი... ის რომ 1 თვეში ერთხელ უნდებათ სექსი ერთმანეთთან რას ნიშნავს იცი?(გეცოდინება შენ )
იმას, რომ ეს სხეული უკვე ათვისებულია და ინტერესი ნაკლებია, თან იციან რომ მათია რა, [/quote]
არა ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ სიყვარულის კეთებას ხშირად სექსის გარეშეც ახერხებენ და როგორც ოშო ამბობს სანამ ხელს ხელზე არ მოკიდებ და დენი არ დაგივლის მანამდე არ დაკავდეთ სექსით რადგან ვინც ზომიერად იკვებება ის მუდამ გემრიელად ილუკმება.... ასეთი ინტერპრეტაციაც შეიძლება მივცეთ ამ თვეშიერთხელს))))
Chev Chellios[quote]რომ დავაჟკაცდები მერე წერე სიბრძნეები:დ [/quote]
ქალთან დაწოლა ვაჟკაცობათ/ დავაჟკაცებათ ითვლება

ვაჯკაცობა ძლიერებასთან და სამართლიანობის განცდასთან არ ასოცირდება? ვაჯკაცები ვაჟას ყავს წარმოდგენილი ალუდა ქეთელაურის და ჯოყოლას სახით.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში კი ვაჟკაცობა არის ქალის მხრიდანაც და კაცის მხრიდანაც სიყვარულის შეძლება , ურთიერთდაფასება ...........
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.