1. კომფლიკტური ხარ? ძირითადად არ ვარ კონფლიქტური
2.როგორ აღიქვავ რეალობას? ზუსტად ისეთს როგორიც არის, პრაგმატულად.
3.რამდენად ამართლებს ზოგადად შენი ინტუიცია? მინუსი ისაა რომ არ ვენდობი ხოლმე ინტუიციას, თორემ გამართლებით ამართლებს თითქმის ყოველთვის.
4.რამდენად ამბიციური ხარ? საკმაოდ, თუმცა რის საფუძველსაც მაძლევს ეგო მხოლოდ იმაზე დაყრდნობით.
5.შეგიძლია თუ არა ადამიანის პატიება უანგაროდ? კი უპრობლემოდ.
6.ორი სიტყვით შეაფასე შენი თავი ? სხვამ შეაფასოს
7.რის ან ვის მიმართ გაქვს მიდრეკილება? მარტინ ბიანკოსა და მწვანეთვალება ჯიუტის მიმართ მხოლოდ.
8.მოგწონს შენი ცხოვრების სტილი? უკეთესიც შეიძლება, ვცდილობ დავხვეწო კიდევ.
9.რამეს თუ ნანობ? არაფერს. გარდა დროის სიმცირისა...
10.გჯერა სიყვარულის? რასაკვირველია
11.გიზიდავს თუ არა სერიოზული ურთიერთობები ? სერიოზული ურთიერთობები კი არ მიზიდავს, მათ სერიოზულად ვეკიდები.
12.ადვილად იღზნები? არც ისე იოლად.
13.რას ნიშნავს შენთვის "ხარისხიანი სექსი"? იდეალურ შეწყობას პარტნიორთან და სინქრონს.
14.თვლი თუ არა თავს , სასურველ ,მიმზიდველ და სექსუალურ ადამიანად? მორიელი ვარ, საკუთარ თავზე მიჭირს დაწერა რამის. კრიტიკული ვარ.
15.შენის აზრით ქალებს მეგობრობა შეუძლიათ? ჩემი აზრით და პრაქტიკითაც შეუძლიათ.
16.ფიზიკურ ღალატზე წამსვლელი ხარ? არა, არ ვარ წამსვლელი...
17.ხარ თუ არა ინიციატორი? მოგწონს ეს თუ არა? მთავარია ურთიერთგაგება და არა ის ვინ არის ინიციატორი. ამიტომ არ ვანიჭებ მნიშვნელობას.
18. ხარ თუ არა მესაკუთრე ურთიერთობაში? მესაკუთრე, თანაც როგორი.
19.რა იცით ქალის (კაცის) შესახებ?მთავარი თქვენთვის!? რომ უნდა მოუფრთხილდე.
20.მთავარი მიზეზები რის გამოც არ მოგეწონება კაცი/ქალი? მიზეზი ბევრია. მთავარი მაინც ჩემთვის ვულგარულობა . და პატარა მკერდი
21. შეგიძლია თუ არა სხვისი საიდუმლოს შენახვა? შემიძლია შევინახო სიცოცხლის ბოლომდე.
22.თვითშეფასება ? 3 სიტყვით გამოხატე!? მე ვარ ლეგენდა.
23.ადვილად ბრაზდები? ძნელად ვბრაზდები. მომთმენი ვარ.
24.გიყვარს ფლირტი? მაჩვენეთ ის, ვისაც არ უყვარს.
25.როგორ ფიქრობ,ხალხს უყვარხარ? რაც ჩემს ყურამდე მოდის ხოლმე არ ვეზიზღები მაინც.

ისე ეგ ფარდობითი ცნებაა...
26.ხარ თუ არა აფრესიული? რა შემთხვევაში? აკი დავწერე მომთმენი ვარ მეთქი. აგრესიული ვხდები, როცა მოთმინება მეწურება, თან ძალიან აგრესიული.
27. ხარ თუ არა ზრდილობიანი ინტერნეტ სივრცეში ?

ისევე როგორც ცხოვრებაში მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო. რამდენად გამომდის სხვა საკითხია.