ე.ი
1. ყოველგვარი ბუდელნიკის გარეშე ვიღვიძებ საშუალოდ 8.00-ზე
2. 8.30 მდე ვგორიალობ,
მერე უკვე რო ვხვდები რომ ისევ მაგვიანება და საჭმლის ჭამას ვერ მოვასწრებ, ვდგები
3. მივდივარ აბაზანაში, ვბანაობ/სახეს ვიბან/კბილს ვიხეხავ, როგორც მინიმუმ 20 წუთი მაინც უნდა ამას
4. მერე გამოვდივარ პირსახოცებით და ვიმზადებ საუზმეს - როგორც წესი ჩაი და კარაქიანი პურები, ან ტოსტები ან სოსისები თუ იქნა

ამასობაში ვფიქრობ რა ჩავიცვა - ანუ 2-3-4 პუნქტების განმავლობაში

5. მერე მივდივარ თმას ვიშრობ + სახის/თვალის/ტანის კრემები, დეოდორანტი, თუ არ დამეზარა მაკიაჟიც
6. მერე მივდივარ კარადასთან და ვცდილობ შევარჩიო ტანსაცმელი, იმიტო რო ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე
ნუ, ბოლობოლო ვიცმევ რამეს - თუ ძაან არ ცივა რამე ისეთს რო წაუსექსუალურებს (დაუდგეთ თანამშრომლებს თვალი

), თუ ცივა - ჯინსები და ა.შ

7. 9.15 ნუ როგორც იქნება გავეტევი სახლიდან - მანქანა მე არ მყავს, პრავა მე არ მაქვს და არც ვინმე დამატარებს, ასე რომ დავდივარ მეტროთი (ზატო პროპკები არაა მანდ

)
8. 10-ზე საშუალოდ სამსახურში ვარ უკვე, ვრთავ კომპიუტერს;
9. თუ რამე პროექტი მაქ უკვე სიზმრიდანვე მობილიზებული ვარ და კოდები მიტრიალებს თავში - როგორც კი კომპს ჩავრთავ ვიწყებ წერას;
თუ არაფერი არ მაქვს ისეთი მოსასწრები - მოვივლი FB, ფორუმს, მაილებს, მივადგები ონლაინ შოპინგის საიტეეებს (აი მანდ იწყება თავდავიწყება, შეილება ფეხსაცმელების თვალიერებაში მთელი დღე ისე გავატარო ვერც გავიგო

)
10. 13.00-ზე გამოწერილივით მშივდება და ეგრევე ჩავდივარ სასადილოში - ყველაზე ხშირად ვიღებ ტოლმას ვაზის ფოთოლში ან კატლეტს პიურესთან
11. შესვენებაზე თუ ძალიან არ ცივა გარეთ ყოველთვის ვცდილობ გავისეირნო - მაღაზიებში მაინც გავიდე, თუ რამე საქმე არ მაქვს
12. 6.30ზე ვრჩები სამსახურს და გამოვდივარ
13. სამსახურის მერე ვარიანტები
ა) მივდივარ ფიტნესზე
ბ) მივდივარ აერობიკაზე
გ) ვნახულობ იმას

დ) გავდივარ დაქალთან, ნათლულს ვნახულობ;
ე) ვხვდები დაქალს სადმე კაფეში;
ვ) მეგობრებთან ერთად მივდივარ კინოში;
14. საღამოს 10-11ზე მოვდივარ სახლში, როგორც წესი მაგარი დაღლილი;
15. თუ გავქაჩე შეიძლება კომპთანაც მივიდე (უმეტეს შემთხვევაში ვერა), ან ტვ-ს ჩავრთავ - დისქავერი, ჰისტორი და მისთანებზე
16. შევდივარ ვანაში - ვიბან სახეს/ვიხეხავ კბილებს + სახის/თვალის კრემები;
17. სადღაც 12ზე უკვე თვალები მელულება და მივდივარ დასაძინებლად