6:00 მაღვიძარაზე 5 წამით ადრე ვიღვიძებ - და ვსვავ 1 ჭიქა წყალს...
6:10-მდე ჰიგიენური პროცედურები;
6:45-მდე იოგა;
7:00 -მდე შხაპი;
7:25-მდე ჩაცმა, მსუბუქი მაკიაჟი;
7:30-ზე ჩემი შვილი იღვიძებს;
8:25-მდე მის მომზადებას ჭირდება (პირის დაბანა. კიჭებს ვიხეხავთ, თმას ვივარცხნით და 5 წუთი სარკესთან ვტრიალებთ

)
8:30-ზე ჩემი კაცი და ბაია ჩადიან და მანქანაში ჯდებიან;
8:32-ზე მეც ვუერთდები;
8:45-ზე ჩემს მშობლებთან სახლში ვართ; ჩემი კაცი სამსახურში მიდის - მე ბავშვთან ვატარებ დროს;
9:00-მდე საუზმეს ვუმზადებ ბავშვს (როგორც წესი ფაფა, ან ”წითელი კუბიკები” ... კარაქიანი და მურაბიანი პური და ჩაი) თან დედას ვესაუბრები
9:00 -9:20-მდე ვსაუზმობთ; მე ყავას ვსვავ ...
9:25-ზე გავდივარ სახლიდან და ტაქსის ვაჩერებ;
9:30-ზე სამსახურში ვარ;
9:45-მდე კოლეგებს ვეურთიერთობები ყავას ვიმზადებ (უკვე მეორე ჭიქა ხრუუუუუუპ

)
9:45-დან 14:30-მდე თავაუღებლივ ვმუშაობ, ხანდახან ფორუმზე შემოვდივარ
14:30-15:00 თუ გაგმიმართლა გავდივარ ლანჩზე; ვცდილობ სწორედ ვიკვებო და კომბინირებული საკვები მივიღო (სალათი, წვნიანი, მოხარშული ხორცი/თევზი)
15:00-ისევ სამსახურში ვბრუნდები და ვაგრძელებ მუშაობას;
დღის ბოლოს მეუღლე მაკითხავს და 19:00-ზე (თუ გამიმგართლა და თათბირი არ არის, თუ არა და 20:00-მდე უწევს ლოდინი) მივდივარ მშობლებთან სახლში სადაც უკვე ჩაცმული ჩემი შვილი მელოდება "დედა ნახე რა ლამაზი ვარ"-ს ძახილით

...
15 წუთი მშობლებთან ვსაუბრობ და 20:00-ზე მოვდივართ სახლში....
21:15-მდე ბავშვთან და მეუღლესთან ვატარებ დროს...
21:30-მდე ისევ კიჭებს ვიხეხავთ და თავს ვიწესრიგებთ

....
21:30-ზე პიჟამოში გამოწყობილ ჩემ გოგჩოს ვაწვენ ლოგინში, ვუკითხავ 3 ზღაპარს .....ხო, კარგი 2-ჯერ (დედა ერთი კიდე და ვსიო-ს ხათრით

)
22:00-უკვე სძინავს

.... გამოვდივარ და 15 წუთი სავარძელში ვჯდები რომ მოვეშვა ....
სექსები არაო და არ დავწერ
00:00-ზე ვდგები და ვუჯდები კომპს ..... 1-2 საათით .... ვწერ ... და მუსიკას ვუსმენ ...
2:00-2:15-მდე ცხელი აბაზანა;
2:30-ზე ლოგინში ვწვები და ვიძინებ ...
მეღვიძება იგივე შეგრძნებით თითქოს მხოლოდ 5 წუთია რაც თვალები დავხუჭე ... 4...3....2...1.... და მაღვიძარა რეკავს ...

...
ისევ 6:00-ია ...
“Don't bend; don't edit your own soul according to the fashion. Rather, follow your most intense obsessions mercilessly.” - Franz Kafka
Emancipate yourself from mental slavery, none but ourselves can free our mind - Bob Marley
AVE მე!! :bis: