ახლა ძალიან არეული მაქ დღე და ღამე იმიტომ რომ ვისვენებ.
დიდი უსაქმურობის პერიოდში:
როცა მინდა მაშინ ვდები ანუ 2ზე ან 3ზე.

აბაზანა, ჭამა, კომპიუტერი. მეგობრთან ზარი, ჩინურში ან მაკდონალდში ერთად ვჭამთ. მერე სადმე ლუდის ბარში ლუდის წრუპვა და დროის გაყვანა ან მეგობართან პს3 ის თამაში და ასევე ლუდის წრუპვა.
საღამოს GF ერთად სადმე coffee shop ში ან თუ გვშია რესტორენაში. მერე სახლში ცოტა ვისვენებთ

ასე საღამოს 11:00 საათამდე მერე გვშია და პიცას ვუკვეთავთ. ბოლოს ვინმე დარეკავს და გარეთ სადმე პაბში ლუდის დასალევად გავდივართ. მერე იქვე ბილიარდს ვთამაშობ მეგობრეთან და ბოლოს ღამის 4-5 საათზე სახლში ვარ და მძინავს.
როცა ბევრი საქმე მაქვს;
დილით 09: 00 ვდები, მას მერე რაც მაღვიძარა ნახევარი საათი ტვინს გაბურღავს.

ჩაის ვსვამ და სიგარეტს ვეწევი.
აბაზანაში, მცირე ჰიგიენური პროცესები.
სენდვიჩებს ვიმზადებ და ვჭამ.
ხელში პირველი რაც მომოყვება იმას ვიცვამ და უკვე 15 წუტი რომ მაქვს დარჩენილი სამსახურში მისასვლელად მაშინ აღმოვაჩენ რომ საბუთებს ან საფულეს ვერ ვპოულობ

როგორც კი ვიპოვი სასწრაფოდ სამსახურში გავრბივარ და უფროსთან მანამ არ შევდივარ სანამ თვითონ არ დამირეკავს მიზაზად რომ მქონდეს რომ ოფისში დროზე ვიყავი უბრალოდ მისი შეწუხება არ მინდოდა მეგონა და მის ზარს ველოდებოდი.
მერე მიდის ნახევარსაათიანი საუბარი უფროსთან რა უნდა გავაკეთო და რა უნდა გამოვასწორო, მერე უმნიშვნელო დეტალებზე ბურღავს ტვინს.
როგორც კი გამოვდივარ უფროსის ოფისიდან ჩემს ოთახში მარტო ვუჯდები კომპს და ან ფორუმზე ვარ ან რაიმე ფილმს ვუყურებ.
ასე სადღაც 15:00 მდე და ბოლოს რაც კი სამუშაოა ყველაფერს ნახევარ საათში ვაკეთებ და ოფისიდან გახარებული გავრბივარ.
მერე პატარა შესვენება მაქ სადმე კაფეში სავარაუდოდ უნივერსიტეტის მეოგბრებთან ერთად და 16: 00 სემინარზე ვარ სადღაც საათნახევარი. 17: 30 მიმთავრდება და 15 წუტში სახლში ვარ.
სადღაც 18;00 შეყვარებულთან ერთად ან ერთად ვამზადებთ საჭმელს და ვჭამთ ან სამდე გავდივართ კაფეში ან რესტორანში საჭმელად. 19:30
ასევე GF ერთად მივდივარ სავარჯოშოდ ტრენაჟორებზე და სადღაც 21:00 სახლში ვარ შხაპს ვიღებ კარგად ვჭამ, კომპს ვუჯდები ჯერ მეილებს და ფეისბუქს გადავავლებ თვალს და ბოლოს GF ერთად რამე კარგ ფილმს ვუყურებ...ტჰატს ალლ :შ
"არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია." ი. ვ. გოეთე
"Welche Regierung die beste sei? Diejenige, die uns lehrt, uns selbst zu regieren." J.W. Goethe
"War is over (If you want it) " John Lennon & Yoko Ono