ლიზაოკ

მაშ ასე, მე ვინაიდან და რადგან არ მაინტერესებს ვის რამხელა აბია და ვინ რაზე იღგზნება, ცოტა "სხვანაირი" კითხვები მაქვს, ის რაც ქალში და ზოგადად ადამიანში მაინტერესებს.

1-ფორუმზე რატომ ასაღებ თავს შიზოფრენიკად, რეალურ ცხოვრებაში შენი შიზოფრენიკობა, სიგიჟე, თავისუფლება ვერ/არ ხორციელდება?

მე რომ შიზოფრენიკი ვიყო და ეს ყველგან და ყველაფერში ჩანდეს, სულაც არ დავირქმებდი შიზოფრენიკს. მაგალითად რომ ვიყო ბი და არ მიჭირდეს ამის აღიარება, დავირქმევდი ბის, ან რომ ვიყო გეი და არ მიტყდებოდეს ამის, არ დავირქმევდი გეის. მიხვდი ხო რასაც გეკითხები.
2- ყველაზე მეტად რაზე გინდა მიიღო პასუხი?
3-ყველაზე ხშირად რა კითხვა გაწუხებს?
4-სად გინდა იყო ყველაზე ხშირად?
5-გაქვს ან თუ გქონდა ამოჩემებული ადგილი სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობდი? და თუ შეგიძლია აღწერე ეს ადგილი.
6-რომ არ გყავდეს ქმარი, და შვილები, შენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა?
7-რამდენად ჰუმანური ხარ.

8-რაში გამოიხატება შენი შიზოფრენიკობა?
9-მეგობრების მიმართ ეჭვიანი ხარ?
10-გაკლია თუ არა დადებითი ემოციების შეგრძნება? და ვისგან? მამა ძმა დაკარგული ნათესავი და ასე შემდეგ, ჩამოთვალე.

11-მაქსიმალურად იხარჯები შენ საქმეში? თუნდაც ჭურჭლის რეცხვაში. თუ გაქვს პრობლემა - სად დაიხარჯო?
12-როგორი ქალის როლს მოირგებდი?
13-გიწევს თამაში ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან?
14-ფიქრობ რომ შენი ნებასურვილები ხშირად უკანა პლანზე დგას?
15-როგორ ფიქრობ თავისუფალი ადამიანი სხვისი შეზღუდვის ხარჯზეა ასეთი?
16-იდეალისტი ხარ?
17-ხარ თუ არა ისეთი როგორიც გინდა რომ იყო?
* * *
ღმერთის გწამს? ეკლესიაში ხშირად დადიხარ? ლოცვები იცი ზეპირად? როცა ლოცულობ გჯერა რომ ღმერთი შეისმენს შენ თხოვნას თუ უბრალოდ წესის გამო ლოცულობ რომ ღმერთი გააღმერთო?
ქალი ხარ, ქმარი გყავს, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გაგჩენია ინტერესი სხვა კაცის მიმართ, შეიძლება როგორც კაცი არ გაინტერესებდა მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ის კაცია, შენ ქმარი გყავს, და ამის გამო თუ გითქვამს უარი სენ ინტერესებზე? შენ რომ კაცი ყოფილიყავი და ქალის მიმართ გაგჩენოდა ასეთი ინტერესი, გაითვალისწინებდი იმას რომ ქმარი გყავს და "არ შეიძლება" ასე მოქცევა?
ფაქტებზე ხშირად ხუჭავ თვალს? რაც არ მოგწონს ის გაღიზიანებს თუ აიგნორებ? ვისი გშურს და რატომ? რა აბოროტებს ადამიანს შენი აზრით და რა აკეთილშობილებს? რას ნიშნავს შენთვის ჯოჯოხეთი? სიკვდილის წინააღმდეგი ხარ? რა გაბედნიერებს ყველაზე მეტად? წარმოიდგინე ხარ თავისუფალი, არავის წინაშე ვალდებული არ ხარ, არავის არ ეკითხები რა ქნა, არავინ გეკითხება რას იზამ, არავინ არ გაკონტროლებს, არავიზე არ ხარ დამოკიდებული (ყურადღებით-არავიზე რომ ვამბობ ესეიგი აქ ვინმე იგულისხმება და არა რამე. ) აი ახლა რას იზამდი?
ერთგულება ვალდებულებაა?