ორი დღეა განუწყვეტლივი მიტრიალებს გონებაში ეს მუსიკა.
მიყვარს რა, ნებისმიერ მდგომარეობას რო ეფონება ეგეთი მუსიკა, არაპრეტენზიული და უბრალო.
აი ისეთი ტრეკია, ყველაფერი რო გაქვს უკვე მოსმენილი _ ჯაზით და ფოლკით დაწყებული, ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპით და ელექტრონიკით გაგრძელებული და დეს მეტალით და კლასიკით დამთავდებული....
და მაინც რომ ისეთი შეგრძნება გეუფლება სმენისას, თითქოს მუსიკა თავიდან აღმოაჩინე და სულაც არაა საჭირო სასწაულების სმენა იმისთვის, რომ სიმარტივეში დაინახო სილამაზე.. და ამბობ _ სად ვიყავი აქამდე.... და ისი რომ გიკვირს, რომ ცოტას აზვიადებდა თან გულწრფელი ხარ ამ გაზვიადებისას : ))
კარგი მელოდია, სევდიანი ვოკალი, მოგუდული და ჰარმონიული ბასი მარტივი სვლებით, შორიდან მოსული ყრუ ბგერები, ბოჰემურობით გადაღლილი სხეულის მუსიკალური რესტარტი და ფლირტი ნოტებთან...