კაი თემაა... პატარა მუზაც მომიყვანა

"იმ დღეს ყველაფერი უცნაურად იყო.
მზეც კი უცნაურად ჩავიდა ზღვაში...
იმ დღეს განვიცადე რე-ინკარნაცია. მზეს თმები მოვპარე და გავსხივოსნდი.
შენ კი რაც მეტად გიხარია, მით მეტად იმალები. გამოდი, გა-მო-დიიიიიიი! მოდი, მო-დიიიიიიიი ჩაგეხუტო შე მზეო შენა!
ზურგზე მინდა მოგეხუტო - ფრთებივით.
მინდა ხელისგულზე ამოგივიდე ველური ლურჯი ვარდივით და საკუთარ თავს მოვერთვა.
როგორ გიბზინავს ხოლმე სახე... მიყვარს მბზინავი პომადა და რა ვქნა?
დიდი წითელი ბუშტი ხარ ჩემი სულით სავსე...
მე კი სუნამოს განსაკუთრებული ფლაკონი ვარ... პარფუმერისა არ იყოს... შენი სურნელით სავსე...
იმ ღამეს მე და ღმერთი მთელი ღამე პლაჟზე დავდიოდით და ვთამაშობდით.
შენ კი გეგონა რომ შემთხვევით გაგიცანი, არადა ღმერთმა წააგო შენი თავი ჩემთან...
პირობას დღემდე ვუსრულებ - ყოველდღე უფრო და უფრო თბილ ჯებირს გიშენებ გარშემო.
ყოველდღე უფრო და უფრო გაფაციცებით ვაყურადებ შენს გულისცემას.
ყოველღამ მარჯვენა ხელისგულს გაფარებ გულზე - არ გაგიცივდეს.
არადა ბოლოს რომ მოვკვდი, მეგონა ვეღარაფერი გამაცოცხლებდა.
მაგრამ იმ დღეს ყველაფერი უცნაურად იყო.
მზეც კი უცნაურად ჩავიდა ზღვაში...
იმ დღეს განვიცადე რე-ინკარნაცია. მზეს თმები მოვპარე და გავსხივოსნდი.
ახალდაბადებულივით ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს და შენს სურნელს.
შენ კიდევ ჩემი მზისფერი თმა არ მოგწონს.
არაუშავს. მე მაინც მიყვარხარ!
იმ დღეს სამყაროზე დიდი აისბერგი დადნა, გახსოვს?
ფიფქს გავხარო რომ მითხარი?
გახსოვს რა მთხოვე?
არ დადნეო.
მე მახსოვს.
არ დამადნო და არ დავდნები, პირობას გაძლევ!
ახლა შენს საყვარელ შეკითხვას დამისვამ და რეებს ბოდიალობო მკითხავ.
მე აუცილებლად პატარა ნაწყენი ბავშვივით გავბუშტავ ტუჩებს და შენ თვითონ ბოდიალობ მეთქი - გიპასუხებ.
მერე რა?
არც არაფერი.
ხვალ მაინც ყველაფერი უცნაურად იქნება.
მზეც კი უცნაურად ჩავა ზღვაში.
იმიტომ, რომ მიყვარხარ!
P.S. "ყოველი დღე მიხარია, იმიტომ, რომ ვიცი - შენ უნდა გნახო..." "