თემის შექმნა აღარ ვაკადრე ამ დარბაისელ განყოფილებას და საკუთარ თავს, ჰოდა აი ამ წამს: ფბ–ზე ჩუქდება ძაღლი, დევს 6 სურათი, ამ 6 სურათიდან ერთში არის 2 ძაღლი. შემოდის ,,ლამაზუკა" და წერს კომენტარში ,,რომელი ჩუქდება?" – არ დავიზარე და ვუპასუხე, რომ ,,ბევრ სურათზე რომელიც არის ეგ" (ამის დაწერა არ დავიზარე, რადგან აქაც შეიძლება ლამაზუკები შემოდიოდნენ და ვერ გაიგონ)
აღნიშნული თემატიკა ჩემს ცხოვრებას გასდევს რეფრენად
ლამაზი და ჭკვიანი არ მინახავსო როყიო ფრაზას ვერ გამოვიყენებ, მადამ, მაგრამ რაღაც მხრივ სექტაა, სპეციალური გამოყვანილი ჯიში – ისევე როგორც ის ძაღლი, ვის წაყვანასაც აპირებს (უყვართ ეგეთებს ერთმანეთი და მხიბლავს, რაღაც კარგი ჰქონიათ და თლა–დაკარგულები არ ყოფილან ჩემსავით)
რას ვამბობდი...ჰო, აი მაგალითიც მინდოდა მომეყვანა. ესე იგი ერთი ნათესავი მყავს, რომელიც სულ მალე ერთ–ერთი უპრესტიჟულესი (არ დავასახელებ, არ მიუვიდეს ხმა რომ მასზე ასეთ რამე დავწერე – სიფრთხილეს თავი არ ავუტკიო) ,,კოლეჯია" და იქ ერთ–ერთ უმთავრეს პოსტზე მოეწყვება (არ ჩავასწორებ ამას :|)
რომ ვუყურებ ამ გოგოს, აი უკვე ჩემი თავი მაეჭვებს...ანუ ტიპი ქმნის სუპერ–ინტელექტუალკას შთაბეჭდილებას და პრინციპში არის კიდეც, რადგან აკეთებს იმას, რაც იქ მოეთხოვებოდათ
მაგრამ მე ხომ ვიცი, წიგნი ხელში 2–ჯერ არ აუღია
(რამე სხვა მორალიც: წვრთნა თუ წრთვნა – დღემდე არ ვიცი, მაიმუნსაც ჭკვიანად აქცევს, ასე რომ ჩემნაირებ უვიცებს არაფერი ეღირსებათ

)
პ.ს. ამ შემთხვევაში მამრებზეც 100%–ით ეგრეა, ორ სქესს საერთო ყველაზე მეტად ზუსტად რომ ამ მხრივ აქვთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოსტის დაწერის მოტივი: მინდოდა გადამეკოპირებინა უსათაუროში იყო თემა, სადაც
ლეგენდარულ *ლეობებს იხსნებდნენ, თუმცა ვეღარ ვიპოვნე და აღარც ვეცადე მერე, რა იცი იქნებ ეს სიბრძნედ გამოვიყვანო
This post has been edited by Piquecanthropus on 7 Jun 2017, 14:24