Bigrupensex –
მაინტერესებს რამოდენიმე რამ, თუ შეიძლება:
1) რა ურთიერთობა გაქვთ ამ 2 პიროვნებასთან? (თქვენი ვინ არიან ისინი?);
2) თქვენ ხომ არ ხართ ის მესამე პირი, ვინც ამ ქალს გამოუჩნდა;
3) ხომ არ არის თქვენი სახელი და გვარი სანდრო ლომთათიძე?
4) საიდან იცით თქვენ ისეთი ინტიმური დეტალის შესახებ, როგორიცაა: ” ცოლმა მშვენივრად იცის რაც არის ორგაზმი” ანუ იცის თუ არა სხვისმა ცოლმა რა არის ორგაზმი;
5) ” 10 წელი ერთად იცხოვრეს და ეს ქალი როგორც იქნა გონს მოეგო” - ძალიან დიდი დროა გონზე მოსაგებად, 10 წელი ”ეძინა” თუ რას აკეთებდა? ეხლა გაიღვიძა?
6) ” პარალელურად შემთხვევით ისეთი მამაკაცი გაიცნო რომელიც მას სრულიად უგებს და ერწყმის აბსოლიტურად ყველა საკითხში...” - კონკრეტულად რა საკითხებია ეს? ორგაზმიც გამოსცადა ამ კაცთან? თუკი არ განუცდია, მაშინ ვერ იტყოდით იმას, რას აქ დაწერეთ და თუ განიცადა, მაშინ ეს ამ ქალს ძალიან შეულახავს რეპუტაციას, თუმცა აქ უნდა მაშინ ითქვას რა ვითარებაში მოხდა ყველაფერი;
7) ” ... თუ რატომ 10 წლის მერე ეს იმის ბრალია რომ ეს ქალი ადრე განათხოვარი არის (ამ ქალის პირველი ქორწინებას აქ არ განვიხილავთ... უბრალოდ გეტყვით რომ მალევე გამოთხოვდა ქმრის უსერიოზულესი მიზეზის გამო!) და რომ სულ გაუთხოვარი არ დარჩენილიყო (ისევ ქართული საზოგადოების მარაზმი) პირველივე მსურველს (ეს ქმარიც ნაცოლარია) უსიყვარულოდ გაყვა ცოლად და ვითომ კაცისგან ამ მოწყალების გამო (განათხოვარი მოიყვანა) ცოლობას უწევდა ამ კაცს მთელი 10 წელი...”
ამისთანა სისულელე არასდროს წამიკითხავს, რას ნიშნავს მოწყალების გამო 10 წელი ცოლობას უწევდა ამ კაცს? მაპატიეთ და ეს იმ დონის სისულელეა, რომ კომენტარიც არ არსებობს ამაზე ნამდვილად; ანდა რას ნიშნავს გათხოვება იმის გამო, რომ სულ ისე არ დარჩენილიყო.... სისულელე ლოგიკაა, ანუ ლოგიკა არაა ამ ქალის არც-ერთ მოქმედებაში და არ იქნება არც მის შემდგომ მოქმედებებში, ასეთი უცნაური ადამიანი არც შემხვედრია, რა, სულით ავადმყოფია? მართლა მაინტერესებს....
ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ბოზიც გამიგია, მკვლელიც, სადისტიც, მაზოხისტიც, მაგრამ ეს ქალი რომელ ფსიქონერვოანალიტიკურ კატეგორიაში ჯდება, უცნობია .....
8) ”ქალმა ერთი შეცდომის გამოსწორება მეორე შეცდომით სცადა...” - ეს არის ღმერთო მომიტევე და სულელობის პიკი და უფალმა გვაშოროს ასეთი ნაცნობიც კი. და იცით რა მაინტერესებს? თქვენ რატომ უდგებით ასეთ ქალს ინტერესში?
9) ” ისევ ქართული მარაზმი - ცოლი თუა უნდა მომცეს კიდევაც” - ეგ კი არაა მარაზმი, პირიქით როცაა პირიქითაა, მარაზმი ისაა... ცოლ-ქმარს თუ სექსი არა აქვთ, რა ცოლ-ქმარია? დასაშლელია სასტავი....

))) ამაზეა აგებული ოჯახი და....ცოლ-ქმარი ლოგინში რიგდებაო ასეა ნათქვამი.... სიტყვა ”ქართული” აქ არაფერ შუაშია, ეს ნებისმიერ ერის შვილს შეიძლება გაეპრობლემოს.
10) ” გამოსავალზე იფიქრეთ!” - ვერავინ იტყვის ვერაფერს 2 მიზეზის გამო: ა) ეს იმდენად ინტიმურია, რომ მხოლოდ ამ ცოლ-ქმრის საქმეა; ბ) ეს ქალი იმდენად არაადეკვატურია თავის საქციელებში და იმდენად არათანმიმდევრული, რომ რაც არ უნდა ურჩიო, არ გამოადგება. რა ძალა ამოძრავებს მას, გაუგებარია.
ანუ რას ვგულისხმობ არაადეკვატურობაში და არათანმიმდევრულობაში: ალბათ ყველას გვინახავს ათასნაირ ცოლ-ქმრობაზე, არის სტანდარტული, არის სხვადასხვა მარაზმებით და გადახვევებით, მაგრამ ლოგიკა ყველგანაა, ანუ ცოლი ქმარს გაყოლია ფულის გამო, მერე ეს ფული ან აუხევია, ან ვერა, მაგრამ ლოგიკა ამაში არის - კარგია თუ ცუდი - ამას შევეშვათ ერთი წუთით, ცოლს, ან ქმარს თავისი მეორე ნახევარი მოუკლავს კიდეც აფექტის შედეგად, ან წინასწარგანზრახულად, მაგრამ მიზანი რაღაც ჰქონია, ანუ იცოდა რატომაც აკეთებდა - შევეშვათ კარგია თუ ცუდი - ყოფილა უღალატიათ ერთმანეთისათვის სიმთვრალის დროს, სიმარტოვის დროს და ა.შ., ზოგსაც ”ბოზი” შეურთავს, მაგრამ ეგონა გამოასწორებდა და მერე უნანია, ან პირიქით, გამოუსწორებია და ა.შ. ბევრი და ათასნაირი რამ არსებობს, მაგრამ ყველა საქციელი (კარგია თუ ცუდია), მაინც ჯდება რაღაც ლოგიკაში და ამიტომ, ამ ხალხისთვის რჩევის მიცემა არაა ძნელი, ხოლო თქვენს შემთხვევაში ეს არაა ასე ... ქალი უამრავ საქციელს ჩადის, რომელთაც არც ჩადენამდე აანალიზებს, არც მერე (მხოლოდ 10 წლის შემდეგ და ა.შ.) და მერე ხვდება, ანდაც ვერ ხვდება რომ შეცდომა დაუშვა და ასეთ ხალხთან ურთიერთობა ძნელია, ამას ადამიანი ვერ დაულაგებს მარტივად ყოფას. ეს ქალი ჩემი პირადი აზრით, უნდა წავიდეს ტაძარში, ”აიყვანოს” სულიერი მოძღვარი, იმარხულოს, ილოცოს და ძალიან მალე არა ეს მოღძვარი, არამედ თვით უფალი განდევნის მისგან ცუდ ძალებს და შთაუნერგავს მისთვის სწორ გზას და ამით გადაარჩენს ამ ოჯახის წევრებს (ან ერთად, ან ცალ-ცალკე, მაგრამ გადაარჩენს) და დაიცავს მათ ყოველგვარი ბოროტისაგან და განსაცდელისაგან. მთელი პრობლემები ჩვენი არაეკლესიური ცხოვრებისაგან მოდის.
* * *
არც იმაში ხართ მართალი, რომ იძახით, პირველ ცოლთან ურთიერთობა არაა აქ საჭირო ამის გარჩევაო, აბა ეს თუ არაა საჭირო, სხვა რა არის საჭირო? ეს პირდაპირ ეხება ამ თემას და არა მარტო ეს.
ყველაფერი ეს ეს ჩემი პირადი აზრია, ხომ ითხოვეთ თქვენი პირადი აზრები დაწერეთო? მე ასეთ აზრს ვამბობ, სხვა ალბათ სხვას იტყვის და მერე გადაწყდება ალბათ რამე....ესაა სულ.
თუ არ მოგეწონებათ, არაა პრობლემა, ყველას აზრი მოსაწონი ვერ იქნება, უბრალოდ ნუ გაიზიარებთ და ეს იქნება ალბათ.
* * *
გარდა ამისა, ქვემოთ უფრო კარგ რჩევებს მოგცემთ სამივეს: თქვენც და ამ ცოლს და ამ ქმარს - გინდათ გაიზიარეთ და დამიჯერეთ, გინდა - არა, მაგრამ ნუ გაგვკიცხავთ, რადგანაც ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება ფორუმის წესების დაცვით რა თქმა უნდა:
ეჰ ამ თემას ისევ ვნახავ გახსნილს ერთ-ორ წელიწადში
მოკლედ როგორ იყო?
პირველს გაშორდა იმიტო რო არ უყვარდა
მეორეს გაყვა იმიტო რო გათხოვებულიყო და მარტო არ ყოფილიყო
მესამეს მიყვება იმიტო რო მეორე თურმე არ ყვარებია
მეოთხე რო გაიჩითიბა დამიძახეთ რაა!
ისე პრინციპში დიდი ხანი არ დამჭირდება ლოდინი
მაგ გოგოს სათადარიგო ვარიანტი შერჩეული ეყოლება უკვე
ჰოდა ეგეთ ქალს რაც ქვია ჩემგან არ გესწავლება, "კანონიერი" და "რამკიანი", ეს სიტყვები ზუსტად მაგიტო მოვიყვანე, თუ გულაობა გინდა იგულავე რათ უნდა ამას დაკანონება და რამკები? ან თავს რატო იუბედურებს ეგ საცოდავი და მითუმეტეს იმ კაცებს რას ერჩის? აუცილებლად ცოლის სტატუსი უნდა გქონდეს რო კაცთან იცხოვრო?
ხოდა შეასრულოს! ერთი ქმრიდან მეორესთან, მეორესგან მესამესთან... ეს გაგრძელდება უსასრულოდ
სანამ თავის თავს და ადგილს არ იპოვის ამ ცხოვრებაში, და სიყვარული სულ არაფერ შუაშია! სიყვარული წარმავალია დღეს გიყვარს ხვალ არა!
ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება!
ვინ თქვა რო არ შეიძლება? უბრალოდ ამისგან ტრაგედიის შექმნა რა საჭიროა? ვაი რა ქნას და უიმე რა დღეშია ქალი და ეგეთები არ არის საჭირო რა! და 44 გვერდი ასეთ სულელური თემის გამო რო დაიპოსტა.
რა მოხდა მერე, რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ახალი კაცი უნდება ქალს თან პატიოსანის სტატუსიც უნდა რო შეინარჩუნოს და ოფიციალურად აკეთებს ამ ყველაფერს, ან რა რჩევა უნდა მისცე ეგეთ ადამიანს?
წავა და მაინც ისე გააკეთებს როგორც შეჩვეულია უკვე! ასეთმა ადამიანებმა არ იციან რას ნიშნავს ოჯახი და ეხლა არ დამიწყოთ იმის ახსნა რო არ გაუმართლა, შეეშალა და ა.შ.
ერთად ერთი ვისთვისაც რჩევის მიცემა მომინდა ის საცოდავი კაცია ვისაც ასეთი ადამიანის ცოლად მოყვანა უნდა, კარგად დაფიქრდეს და არავითარ შემთხვევაში არ მოიყვანოს ცოლად, თორე ეგ ქალი რამოდენიმე წელიწადში აღმოაჩენს რო თურმე აღარ უყვარს ეს კაცი და ახლის ძიებას დაიწყებს, და ამას წყალი არ გაუვა, 100%-ით ასე იქნება
დიდი დრო კი არ გასულა იმის შემდეგ რაც კანონიერი ქურდები იყვნენ კი არადა გრიმიტობდნენ საქართველოში? ხაზს უსვამ კანონიერს ეგრეთწოდებულ რამკიანებს
მაშა, როცა ამას ამბობთ: "ხომ აი, მაინცდამაინც ცოლად უნდათ ხოლმე რომ მოიყვანონ."
1) ჯერ ერთი, რა იცით თქვენ ეს ამბავი? ანუ რა იცით რა უნდოდათ და რა უნდათ მაინცდამაინც ამ ქალბატონის ჯერჯერობით 3 კაცს?
2) იქნებ თვითონ ამ ქალშია პრობლემა? რავა ყველა შეუფერებელი ამას შეხვდა?
* * *
ჯერ გაარკვიეთ, ეს ქალი თუ არის ფსიქიკურად ჯანმრთელი, ანდა დაბადებით თანდაყოლილი დეფექტები ხომ არ ჰქონდა? ეს მშობლებს ეცოდინებათ აუცილებლად. ყველა გიჟი კი არ ყვირის და დარბის და ლეწავს, სხვადასხვა კატეგორიებია მათი ცნობილი: ზოგი მელანხოლიკია, ზოგს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა აქვს რამე კონკრეტულ საკითხზე (ნებიემიერზე, არა აქვს მნიშვნელობა), ზოგს სხვადასხვა შიშები, მანიები და ა.შ., თუმცა ამას შესაძლოა არც გამოხატავდეს აგრესიულად ყოველთვის. მართლა ვიძახი, ესეც სანახავია. ამ ქალის საქციელი ლოგიკაში არ ჯდება, სულ შეცდომებს უშვებს, ეს რაღაც ამერიკულ კინოს ჰგავს - არის ამ სახის ფილმებიც და ბოლოს ირკვევა, რომ ეს "მანიის მქონე" ადამიანია, არადალაგებული. ვიმეორებ - გიჟი ყველა აუცილებლად კი არ "იტრყმევინება და იკბინება", არამედ ათასნაირები არიან და ეს არცაა ბოლომდე შესწავლილი.