და იქნებ განათლებული ექიმი რომაა (სამედიცინო ტერმინიც გამოუყენებია: ,,ვაგინა''), იმტომ თქვა ეგ ?
ისე კი დაუკვირდი აბა, როგორ თქვა: ,,ვის ვაგინას გამოიყენებს'' არ მაინტერესებსო ))
ვაგინის გამოყენება მე აქ ესე მესმის, რომ სად, ვისთან, როგორ და რა საშუალებით დაიკმაყოფილებს თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას,
მას არ აინტერესებს. მისთვის წყალგამყოფი ემოციურ-სულიერი კავშირია. მაგ ექიმისთვის სხვისი ვაგინა და ქმრის მასტურბირება - ერთი და იგივეა, და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ნიშნავს. და რახან ქამრია, ვივარაუდოთ, რომ თავის ქმარს კარგად იცნობს და იცის
რასაც ამბობს. თავდაჯერებულ ნათქვამსაც გავს.
არის ორი ტიპის შეხედულება, ერთის მიხედვით, თუ ღალატი მოხდა, იქ სიყვარული დამთავრებულია და იმიტომაც მოხდა,
ანუ ამ შეხედულებით ღალატის ფაქტი არათავსებადია სიყვარულის ,,ფაქტთან"; მეორე შეხედულების მიხედვით - იგი სხვაა, სიძვა სხვაა
შუა უდევს დიდი ზღვარი, როგორც რუსთაველი იტყოდა - სექსი და სიყვარული უცილობელ კავშირში სულაც არაა ერთმანეთთან.
პირველი შეხედულება თეორიული ხასიათისაა, მეორე კი - პრაქტიკაშია ნაწრთობი.
გამონაკლისი შემთხვევები ორთავე შეხედულებიდან, რა თქმა უნდა, არსებობს.
ასე რომ, მაგ ქალის ნათქვამში, ჩემთვის გასაკვირი არაფერი არ არის. და შეიძლება მეტი სიყვარულიც დავინახო -
სუფთა ფიზიოლოგიური კუთხით უყურებს ქმრის ,,ღალატს'' და რადგანაც ვერ აკმაყოფილებს ან აღარ აკმაყოფლებს ქმარს,
გაგებით ეკიდება მის ,,გაგულავებას".
mashaაგერ მაშასაც იგივე უთქვამს, ოღონდ მეტი ჰორორით
This post has been edited by carvera on 5 Mar 2019, 13:24