იმის შემდეგ რაც თქვენი პირველი პატარა მოევლინება ქვეყანას, თქვენ როგორც უკვე მშობელი "მამა" აცნობიერებთ, რომ თქვენი ცხოვრება ამ დღიდან სიღრმისეულად შეიცვლება, თქვენ ამიერიდან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ამ პატარა ქმნილების წინაშე. ახალი შეგრძნებებით და აღმოჩენებით აღსავსე პერიოდი გეწყებათ. ამ რეალობის გააზრება ზოგს სამშობიაროშივე უხდება, ზოგი კი მოგვიანებით იწყებს ფიქრს, თუმცა ამ ფაქტს ვერ გავექცევით და დღეს თუ ხვალ მოგვიწევს ფეხი აუწყოთ ჩვენი ცხოვრების ახალ რიტმს.
ჩვენებები:
1. დაბნეულობა
საწყის ეტაპზე ხშირია ემოციებში აბნევა, ერთის მხრივ უზომოა სიხარული, სიყვარული და სიამაყე რომ ასეთი მშვენიერება – თქვენი შვილი შექმენით. მეორეს მხრივ კი იმატებს დაბნეულობა და შფოთი, იქნებ ბოლომდე ვერ აკმაყოფილებთ ბავშვის საჭიროებებს, და მოთხოვნილებებს.
2. ცხოვრების ახლებური სტილი
თქვენი პატარას დაბადების შემდეგ რადიკალურად შეგეცვალათ გრაფიკი: ძილის, კვების, მოსვენების და თუნდაც პირადი ჰიგიენის (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს.) ცხოვრების ახალ რიტმს მოაქვს უამრავი სირთულე, რომელიც ადრე აგდაულახავი გეგონათ, ახლა კი მარტივად ართმევთ თავს, რადგან სხვა გზა არ გაქვთ, თქვენი პატარა თქვენგან ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას და მოვლასა და სითბოს. ღამე ძილი წარსულს ჩაბარდა? დილით უბრალოდ დგებით საწოლიდან და მიდიხართ სამსახურში. სადაც სავარძელში საუბრისასაც კი ჩაგთვლემთ? ეს სტანდარტული სიტუაციაა პატარას დაბადებიდან პირველ თვეებში. თქვენ გამონაკლისი არ ხართ, მამების უმრავლესობა იგივე პრობლემებს აწყდება. გამხნევდით !!!
3. გაორება
მშობელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს შეხედავს საკუთარ შვილს და გაიფიქრებს: ნამდვილად კარგად ვზრუნავ ჩემს შვილზე? გამოვხატავ კი იმდენ სიყვარულს რასაც რეალურად ვგრძნობ მის მიმართ? ვარ კარგი მამა? მამჩნევენ კი სხვები როგორ უსაზღვროდ მიყვარს ჩემი შვილი? თუ ხანდა ხან მისი მოკითხვა დამავიწყდება ეს იმის ნიშანია რომ იგი საკმარისად არ მიყვარს? ... ეს ის კითხვებია, რომელიც მშობელთა 100% დან 100% აწუხებს. ასე რომ ნუ ჩათვლით რომ გამონაკლისები ხართ.
4. დეპრესია
თქვენ ფიქრობთ რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მხოლოდ დედებს აწუხებთ? ძალიან ცდებით, მამების დიდი ნაწილიც განიცდის სერიოზულ დეპრესიულ პედიოდს პატარას ქვეყნად მოვლინების შემდეგ. ეს ერთის მხრივ გამოწვეულია უამრავი ახალი ვალდებულებებისგან, ახალი მოვალეობებისგან, ასევე დამოკიდებულებების ცვლილებისგანაც. თუნდაც სამსახურში თქვენი სტატუსი უკვე შეიცვალა და სტანდარტული მამის სახელი დაგერქვათ. მანამდე კი სანამ პატარის მოლოდინსი იყავით, დიდ ინტერესს და გაფაციცებულ ყურადღებას გრძნობდით გარშემომყოფთაგან.
5. შიში
პირველი თვეები სავსეა შიშის შეგრძნებებითაც, ეს ახალი გამოცდილებაა თქვენთვის, შესაბამისად გამუდმებით გეფიქრებათ იმაზე, თუ როგორ აიცილოთ თავიდან შეცდომები ბავშვთან დაკავშირებით, როგორ მოუაროთ განსაკუთრებული ყურადღებით, როგორ დაიცვათ იგი ავადმყოფობისგან, გამორიცხოთ საშიშროებები. ყოველი ქმედება გეეჭვებათ – იქნებ უფრო ხშრად უნდა ვაჭამოთ, ან უფრო ნაზად უნდა ვბანოთ, ან უფრო თბილად ჩავაცვათ... გახსოვდეთ ის რომ ყველა ამ შეგრძნებას ფლობთ დიდი ბედნიერებაა, ახლა მიმდინარეობს თქვენი ტრანსფორმირება კაციდან – მამად.
6. ურთიერთობები
თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი უკვე შეგუებული ხართ ერთმანეთს, მშობიარობამდე განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებთ ერთმანეთთან და ძალიან მიეჯაჭვეთ ერთურთს. აი იმის შემდეგ კი რაც პატარა გაგიჩნდათ ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. თქვენ იმდენად ფოკუსირებული ხართ ამ პატარა არსებაზე, რომ ერთმანეთსაც იშვიათად ხედავთ და საუბრის დროც კი არ გრჩებათ ხშირად. ამას ემატება უძილო ღამეების კასკადი, რაც საერთოდ გწყვიტავთ გარესამყაროს. ვიცით რომ რთული იქნება მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახოთ თუნდაც რამოდენიმე წუთი, თქვენს მეუღლესთან სასაუბროდ, ერთმანეთის მოსასმენად, ემოციების გასაზიარებლად. ეს ორივეს ძალიან დაგეხმარებათ.
7. კონტაქტი
როდის უნდა ველოდოთ რეალურ გამოპასუხებას ბავშვისგან? დასაწყისში დაახლოებით 4–8 კვირამდე თქვენი პატარა ძირითად შემთხვევებში ემოციებს გამოხატავს ტირილით და ღიმილით. მისი სიმშვიდეც (ღიმილის გარეშე) უკვე კარგის ნიშანია, თქვენ სწორ გზაზე ხართ. თუმცა რიგ შემთხვევებში პატარები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ტირიან. მამებო ძალიან გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ბავშის ყოველ წამოტირებას, ზედმეტი ემოციები თქვენც დაგძაბავთ და ბავშვსაც, ეცადეთ რაციონალურად მიუდგეთ ყველა სიტუაციას. თუ ბავშვი ტირის, შეეცადეთ მიუხვდეთ მიზეზს და სწრაფი მოქმედებებით დაეხმაროთ მას... პანიკის გარეშე !!!
8. ახალი სასაუბრო თემები
ერთი წლის წინ ვიმეს რომ ეთქვა თქვენთვის რომ დაახლოებით ერთ წელიაწდში ისაუბრებდით ისეთ თემებზე როგორიცაა ბავშვის ამოღებინება, ბოყინი, სლოკინი, კუჭის მოქმედება, ბავშვის განავლის ფერი, დედის რძის ცხიმიანობა და სხვა თქვენ ბევრს იცინებდით და წარმოუდგენლად ჩათვლიდით.. მაგრამ ახლა თქვენ ამაზე საუბრობთ ხშირად და ყველგან.
9. ბიუჯეტი
პატარას შეძენამდე თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი მარტივი და შეგუებული პრინციპით ნაწილდებოდა სხვადასხვა საჭიროებებზე. ახლა კი უეცრად აღმოაჩიენთ, რომ განუსაზღვრელი თანხა იხარჯება ბავშვის ჰიგიენურ საფენებზე, საკვებზე, ბოთლებზე, ტანსაცმელზე, ხოლო ბავშვის მოხმარების საგნების გაგონებაც არ გინდათ (ეტლი, სარწეველა, სათამაშოები....), ვერაფერს გახდებით. ყველა ეს ხარჯი აუცილებელია ამიტომ თქვენი ხელფასის ახალი გადანაწილება გაქვთ მოსაფიქრებელი სასწრაფოდ, სადაც პირველ ადგილზე იქნება გათვალისწინებული ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები, საკვები, აქსესუარები, სამოსი თუ სხვა.
10. სიყვარულის გაკვეთილები
სანამ თქვენ ერკვევით თუ როგორია თქვენი პატარა, რა სჭირდება, რა უყვარს, რა უხარია, ამასობაში ბავშვიც სწავლობს საკუთარი გრძნობების გამოხატვას. ამის პირველი მაგალითები შეიძლება იყოს თქვენს მკლავებში ჩახუტებული ჩაძინება, თბილი მზერა, ნაზი მოფერება . . . ეს და კიდევ მრავალი ამგვარი მომენტი თქვენ ყველა სხვა რთულ დღეებს წამში დაგავიწყებთ, და კვლავ აგანთებთ სიყვარულით და ემოციებით.

source:
http://mother.ge