რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს
რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს
ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,
ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელი
...........ხანდახან მიკვირს.......ასეთი ძლიერები როგორ შეგვქმნა ღმერთმა.........
* * *
-------------------------------------------------------------------------------------------------------

ქარის მოტანილი არ მაქვს და როგორ გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შევქმენი და როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარი როგორ მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა ვერ გაგატან ქარს!!!...
* * *
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არ იგრძნობ,
თუ ქალის კვნესა ყურს არ სმენია,
ღამეს ჩურჩულში თუ არ გაათევ,
სხვა უკეთესი რა გიგემია????
არ მოგიპარავს დროის წუთები,
არ მოგიპარავს ტკბილი განცხრომა,
ხომ არ გგონია შენთვის არ მოთოვს,
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა?
თუ ერთი წუთით მოსულს ამ ქვეყნად,
წუთები უღვთოდ დაგილოცნია,
ჩაგიკრავს გულში ზღვისა ღელვა და......
თქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია!!!!
მუხრან მაჭავარიანი