samaia 
არის უფროსო

1. marisha-mari 175
2. life goes on 165
3. plebe 163
160 ვარ სინამდვილეში, მაგრამ პირველობა მინდოდა, აბა სხვისი ნაკოცნი ქალი რად მინდა და სულ გავეთიშე ბრძოლას

ნინოწმინდა...პალლატები მეფეთა...
გალავანში-ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ-ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე,ჩახჩახა
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა...ჩვენ როგორც ხაზარები...
ო,იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ,ცრემლმა,სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი,ძმებო ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფერნილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ,მაყვალლს შეფარებული!
ნინოწმინდა...ჩვენ როგორც ხაზარები...
ო,იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ,ცრემლმა,იმ პატარა იარამ!