--------------------------------------------------------------------------------------------------------
ვნებაში დამჭრეს, ოცნებაში, ნეტარებაში…
გახსნილ ჭრილობებს თოვლის ბამბით ისე ვიციებ,
რომ მოვიყინე ყველა სიტყვა მე შენს ქებაში
და ლექსში მკვდარი სტრიქონივით წამოვიწიე.
დავდივარ ახლა შენს ქუჩაზე ძახილის ნიშნად,
შენთან ცხოვრებას დავატარებ მემაწვნის მხრებით,
ჩვენი ყოველი სიახლოვე იყიდა შიშმა,
განშორებამ კი _ თეთრი ღამე, ლოგინის ხმები.
ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით, წელი კი არა
და ის, რომ ძველებურად არ მაკვირდები.
* * *
------------------------------------------------------------------------
... რად მემალები მთვარევ ღრუბლებში,
ნუ მომანატრებ სახეს მომღიმარს,
ნუ დაინთქმები ნისლის ქულებში,
ნუ მიმატოვებ ბედთან მორკინალს.
სულის გუმბათზე სევდა დამნათის
მდუმარედ შევსცქერ ზეცას ფიქრიანს,
უსაზმნოება გრძნობის - სულმნათის,
თავს დასტრიალებს რჩეულს - იღბლიანს.
ტაძრის გუმბათზე დაღვენთილ ნათელს,
კანდელაბრებზე არეკლილ ლოცვას,
ნიავ - ქარების ონავარ სიცილს,
და ვნების ღამით სურვილთა როკვას,
ღამის ფერხულში ჩაბმულ ვარსკვლავებს,
მგზნებარე კვნესას - სამყაროს რიტმებს,
ზეშთაგონებით ნაბოძებ განცდას,
და სიყვარულის მხურვალე სიტყვებს ...
როგორ გაუძლებ მთვარევ პირბადრო,
ნუ მემალები ... ნისლის ქულებში,
გთხოვ არ გათენდე ღამევ ნანატრო,
ლოცვა გაფანტე კაცთა სულებში.
... რად მემალები მთვარევ ღრუბლებში,
ნუ მომარიდებ სახეს ფიქრიანს ...
უცნობი ავტორი
* * *
-------------------------------------------------------------------------------
http://www.youtube.com/watch?v=CoXzKku81Uo...player_embedded“ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
* * *

Share95უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით,
როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები.
უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო.
არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.
ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები,
მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი.
ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები.
მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!
ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება.
შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
წყალში ვვარდები, იქნებ ფსკერზე აღმოგაჩინო.
ერთხელ დაბრუნდი. იქნებ მოსვლით გადამარჩინო.
ცეცხლში დავლანდე შენი წმინდა სახის მშვენება.
ცხადი მეგონე, თურმე ყოფილხარ ჩემი ჩვენება.
ღრუბლებში ვიწყე მაღლა და მაღლა ფრენა მე
ჩემი სამყარო მთლიანად ყოფილა შენ და მე.
გაზაფხულს ვთხოვე მოეტანა შენთვის გრძნობები.
არვის ვიკარებ გულს მომდებია ძველი ობები.
ზამთარში ახლა ვინღა გათბობს ვის იკრავ გულში?
უშენოდ მაწვიმს, მათოვს, მაციებს გაყინულ სულში.
ჩვენს შემოდგომას დაეკარგა წითელი ფერი.
მოყვარე აღარ დამრჩენია, გარს მაკრავს მტერი.
ზაფხულში თმებზე მსხვილი ფიფქები ნაზად დამათოვს.
დრო ამერია, არ დავლაგდები კარგო არასდროს!
გულში გეძებე, მაგრამ ფერფლი ქარმა გაფანტა.
შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!