ჩემი მეზობელი " ნიკალაევიჩი", უფროსი კაცია, მეგობრული უჭირავს, უყვარს ჩემთან პოლიტიკურ საკითხებზე გაბაასება და ისეც, "ჟიზნენნი" თემებზე.
იყო დრო, როცა ნიკალაევიჩი თვალს როგორც კი მომკრავდა ეზოში, აუცილებლად მოვიდოდა და "კაკ მინიმუმ" © 40 წუთიან იდეურ-აღმზდელობით სამუშაოს ჩამიტარებდა ცოლის მოყვანისა და შვილების გაჩენის აუცილებლობაზე.
პირადად მე ამტექსტეპში არავითარ შემთხვევაში არ ვფიგურირებდი პირდაპირ (ამას როგორ იკადრებდა, მაინც შეგნებული კაცია), მაგამ რათქმაუნდა მთელი ეს ჯაფა დაგარჯა სწორედ ჩემს იმაში დარწმუნებას ემსახურებოდა რომ ........ უ კ ვ ე დ რ ო ა.
მე რათქმაუნდა დიდი ყურადებით ვუსმენდი, შიგადაშიგ დასაზუსტებელ კითხვებსაც დავუსვამდი, ხშირად ვეთანხმებოდი , ხოლო საუბრის ბოლოს (რომელის დადგომასაც ყოველთვის მე ვაჩქარებდი) კი აუცილებლად მეგობრულად ხელს მოუთათუნებდი მხარზე და ვეტყოდი - "ეჰ,მართალი ხარ ნიკალევიჩ, მართალი".
ნიკალევიჩი მორალური კმაყოფილებით სავსე, ვალმოხდილი ბრუნდებოდა ოჯახში. მეც, "თემატური", ცხოვრებისეული გამოცდილებით გამდიდრებული ვუბრუნდებოდი ჩემს "ცალუღელა" ცხოვრებას.
გადიოდა დრო, ნიკალაევიჩი არ იღლებოდა ამ ხანგრძლივი, სასხვათაშორისო საუბრებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც ენთუზიაზმი აკლდებოდა. მაგრამ არც მე მეტყობოდა მობეზრება, თქვენ წარმოიდგინეთ ინტერესის იოტისოდენა მოკლებაც კი. მაგრამ, რაც მთვარია არაფერი იცვლებოდა ჩემს "ოჯახური მდგომარეობის" სტატუსში. ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადგა ეს პატიოსანი კაცი და "სტრატეგია" შეცვალა - უკვე ღია ტექსტებით დამიწყო საუბარი, პირდაპირ თქვა, რომ სწორედ მე ვარ მისი ყველა ლექციის "პროტაგონისტი" , რომ ყველა მელოდება როდის ვიზამ ამ "დიდებულ საქმეს" და რომ მასაც ძალიან გუხარედბა, იმაზე ნაკლებად არა ვიდრე მშობლებს (მჯერა)

"მმმ "-თვქა , ვუპასუხე მე , მერე ჩვეულებისამებრ მხარზე ხელი მოვუთათუნე და - "კი ნიკალაევიჩ, მართალი ხარ, უკვე დროა... რამეს ვიზამ" -თქო ვუთხარი, ისევ დავამშვიდე და ასე დაიმედებული დავტოვე.
მოგეხსენებათ "დიდებული საქმეების" აღსრულებას ცოტა დრო არ სჭირდება და ისე სწრაფად ვერ კეთდება, როგორც ეს ჩვენ გვინდა ხოლმე. ალბათ ამიტომ დ ა გ ვ ი ა ნ ე ბ ა იყნოსა ხალხმა, მათ შორის ნიკალაევიჩმა. ეტყობა შინაგანმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რაღაც სხვა გარეგანმა ფაქტორებამა იქონია თავისი გავლენა და ეს ყველაფერი იმაში გამოხატა რომ ნიკალაევიჩმა ჩემთვისაც კი გამაოგნებელი პირდაპირობითადა ნატურალიზმით გადაწყვიტა ჩემი "გადარჩენა "
სტილი დაცულია
- ბიჯო, მეიყვანე ცოლო გეიგონე, სანამ ცოლს არ მეიყვან და ბოვში არ გეყოლება ისე ვერ გეიგებ ამ ცხოვერბის სიამ-ტკბილობას. ვერ გეიგებ ვერა, მაგისთანა არაფერი არაა.
- ჰო, ალბათ ნიკალევიჩ (ვიღიმი) და მაინც რა, რა არის ისეთი სხვანაირად რო ვერ ... აჰ?
- ბიჯო, ბოვში რო წამეგეზდრება და რო მოვა და გეტყვის - "მამა მომეცი აბაზი (აბაზი თქვა ნამდვილად) კამფეტიზა" და შენ რო ეტყვი "დუტ შენი დედ ####ო" - ეე მაშინ გეიგებ რაია შვილის სიყვარული და მა სითბო და სიამ-ტკბიობა.
ჩემი პრაქტიკიდან გამოდინარე ადვილი არაა რამენაირი ქცევით გამაკვირვოს ადამიანმა, სახეზეც იშვიათად დამეტყოს რამე. მაგრამ ამ ჯერზე ....
თვითშეგრძნება რომ დამიბრუნდა და საკუთარი თავი დავაფიქსირე - ცალი წარბი მაღლა მქონდა აწეული (ლამი კეფაზე), თავი ოდნავ ოდნავ გადახრილი , თითქოს დანანებით და სადღაც შოორს ვიცქირებოდი, შორს, ნიკალაევიჩს მიღმა.
ახლა უკვე ვიცი თუ რა არის ცოლ-ქმრული ურთიერთობაში მთვარი , რაში მდგომარეობს ბედნიერი ოჯახური ყოფის საიდუმლო. და ეს, ძალიან რთული და მრავალწახნაგიანი, მრავალგანზომილებიანი სიბძნე, საკრალური სახით ხმიანდება ოთხად ოთხ სიტყვაში - " დუტ შენი დედა #####ან"
This post has been edited by masai11 on 8 Dec 2011, 18:12