იმდღეს შემხვდა სტატუსი ჩემი ერთი ძაან გამოსული და ვეგეტარიანელი მეგობრის
სხვათაშორის ახსენა რო დივანზე მომიწევს დაძინებაო და ტონკ ხუმრობაში გაატარა რა
ანუ კი ვიძინებ დივანზე მარა მოსულა რა და თან ცოტა სახუმარო ამბავიც არისო
ანუ არის ხალხი ვინც დივანზე იძინებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს
ხოდა ჩემდა სამარცხვინოდ გამახსენდა რომ მეც დამიძინია 1-2 ჯერ დივანზე
საწყის წლებში
აი ჯერ რო ირემი ხარ და გგონია რო ყველა პრობლემა კომუნიკაციით უნდა გაარკვიო და დაალაგო ( communication is key

)
მოკლედ ბოლოს რო მითხრა ცოლმა დივანზე დაიძინებო, უსიტყვოდ გადმოვიღე ჩანთა და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე
ვერ ვიტყვი რო არ დაიბნა და გავარდა დედამისს დაურეკა და მოუყვა როგორი ცუდი ვარ და რო მივდივარ სახლიდან
ნუ ეგეც ჩვეული ამბავია, საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაცია სხვების მხრიდან
შანტაჟიც სცადა, ბავშვი გააღვიძა მამას დაემშვიდობე მიდისო
და ბოლოს მოვიდა და ხვალ რავქნა სამუშაო მაქვს და ბავშვი ვის დავუტოვოო და ნუ მერე დავრჩი ცხადია მაგრამ არა როგორც დივანზე დაგდებული რამე ლორწო
რისი თქმა მინდა რო ბოლომდე რო დაეცემი მერე სწავლობ თავის მოყვარეობას, ჯერ უნდა გაანადგურო ბოლომდე რასაც აშენებდი 20-30 წელი, რაც იყავი თავიდანვე, დაბადებიდან, ბუნებრივად
ეგ შენი მე სრულიად უნდა ამოძირკვო და ახალი საძირკველიდან ააშენო შენი თავი და სრულიად განსხვავებული პიროვნება ხდები, სხვა პრიორიტეტებით და პრინციპებით
თუ რათქმაუნდა ნამდვილად გინდა შეიცვალო და დაიბადო თავიდან
რას შევადარო, აი ომში რო მზად ხარ უკვე სიკვდილისთვის, ომი არი ქორწინება
იბრძვი, ხან იგებ ხან აგებ მაგრამ ძირითადი რაც უცვლელია თითქმის ყოველთვის არის შიში, სიკვდილის, დანაკარგის
ჯერ გეშინია იმიტომ რომ დასაკარგი მთელი სიცოცხლეა, უამრავი რამე
მაგრამ ბოლოს, შეიძლება უკვე იმ ზომამდე მიხვიდე რომ სულერთი იყოს, აღარ გიღირდეს ცხოვრება იმდენად
უფრო სწორად ცხოვრებაზე მეტად სხვა რამის ფასი აღმოაჩინო
პიროვნების ამაზე დიდი ტრანსფორმაცია მე არ ვიცი, მზად რომ ხდები სიკვდილისთვის, ყველაფრის დაკარგვისთვის
და ამავდროულად სხვა რამეებს პოულობ, სხვა ფასეულობებს
მეორეს მხრივ ნამდვილად ძვირფასი გამოცდილებაა ომგამოვლილი კაცი, გაჭაღარავებული, ნერვებდაგლეჯილი, დასტრესილი, მაგრამ უუძვირფასესი გამოცდილებით
და საკუთარი თავის ახლიდან შეცნობით