ჯერ ის მითხარი, ვინმეს აზრზე მოსულობით ან აზრზე მოუსვლელობით მე რანაირად უნდა მენიჭებოდეს რაიმე პრივილეგია იდეაში....
პრივილეგიას/უპირატესობას/ორიგინალურობას თუ მომანიჭებს მომანიჭებს მხოლოდ ჩემი და არა სხვა სუბიექტის მდგომარეობა.
უფლებების და პასუხისმგელობის საკუთარ თავზე აღება, მეტის სურვილი, ლტოლვა დაეწიო უმჯობესს,
მიბაძო უკეთესს და უფრო ძლიერს, იყო პირველი და გამოამჟღავნო მაქსიმუმი (რა რეკლამასავით ჟღერს) _ ამ ყველაფერში პროგრესის მეტს ვერაფერს ვხედავ (მნიშვნელობა არ აქვს ქალი აკეთებს ამას თუ კაიცი);
მითუმეტეს თუ ეს ბუნებრივად და თანდათანობით ხდება.
თუ რომელიმე მამაკაცმა იგრძნო რომ რომელიმე ქალმა რამე წაართვა და ამით თვითონ წაიწია წინ _ ეს კაცის პრობლემაა და არა ქალის "ზედმეტი მონდომების".
ჩემთვის პირადად არავის არაფერი წაურთმევია, არც ინიციატივობით შევუწუხებივარ და არც იმის შეგრძნობე მაქვს, რომ რამეში საგრძნობლად გამისწრეს, და სხვისი არ ვიცი