life goes on

ეჰჰ...
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცით ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვავს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია
* * *
დამნაშავე ვარ...
დამნაშავე ვარ უფალო იესო შენს წინაშე,
შენი სიყვარულის წინაშე, შენი სიკეთის წინაშე...
დამნაშავე და უმადური ვარ ქრისტე, ღმერთო და მამაო ჩემო.
შენ მომანიჭე ცხოვრების ნიჭი, შენ ჩამბერე სული სხეულში, შენ მომეცი არსებობის საშუალება. შენ მასწავლე ცხოვრება... მე კი? არც კი მახსოვხარ... არც კი გმადლობ.
რა უაზროა ადამიანის სიცოცხლე მიზნის გარეშე...
როგორი უაზროა...
როგორი უმიზნო...
მიწაც კი დაიღალა ადამიანის ცოდვით. აღარ შეუძლია ჩვენი მომაკვდინებელი ცოდვების ყურება, დაშრა... უიმედოდ დაშრა და მხოლოდ დასასრულსღა ელოდება...
სიძულვილი, კვლა/ხოცვა-ჟლეტა, ბოღმა, სიძულვილი, გაუტანლობა, ამპარტავნება, სადიზმი,გარყვნილება... ღმერთო ჩემო... რაოდენ დიდი მოთმინება გაგაჩნია ამ ყველაფრის შემხედვარე ერთი ხელის მოსმით რომ არ წაგვლეკავ ამ ურჯულო მოდგმას?
ვიცი...
ყველაფერი ვიცი... ვგრძნობ... შენ ყველაზე დიდი სიყვარული შეგიძლია ვიდრე ჩვენ, მოკვდავ ადამიანებს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ... შენი სიყვარული და მოთმინება სცდება ადამიანის ფანტაზიასაც კი... შენ ყველაზე სრულყოფილი არსება ხარ ღმერთო...
მხოლოდ მაშინ მახსენდები უფალო როცა გამიჭირდება. როცა რამე განსაცდელი მესტუმრება მხოლოდ მაშინ მახსენდები... არც კი ვარ დახმარების ღირსი უფალო, რა პირით გთხოვ დახმარებას?
ერთხელ ჩემმა მეზობელმა მთხოვა დახმარება... ვესტუმრე და დავეხმარე... მეორე დღეს სალამიც კი არ მომცა როცა დამინახა... მეორეჯერაც მთხოვა დახმარება, მეორეჯერაც დავეხმარე და დამპირდა სიკეთით გადაგიხდიო... სიკეთით გადახდაზეც ზედმეტია საუბარი... მან სალამიც კი არ მომცა კვლავ შემდეგი შეხვედრისას.... მე კი ვბრაზობდი და ჩემთვის ჩავილაპარაკე. უმადური მეზობელია, აღარასოდეს დავეხმარები მეთქი... მაგრამ წამიერად გავშეშდი, საოცარი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავწუხრდი მაგრამ გამიხარდა ის რომ სიმართლე დავინახე... განა მეც ასე არა ვარ უფლის წინაშე? როცა რამე გამიჭირდება დახმარებას ვთხოვ, ვლოცულობ მის წინაშე, ვევედრები დახმარებას, და ვპირდები რომ უფლისმიერად ვიცხოვრებ.... უფალი მეხმარება, მისრულებს თხოვნას და ისმენს ჩემს ვედრებას.. მაგრამ სამაგიეროდ მე მავიწყდება იგი... მე აღარ მახსოვს იგი. არც კი ვმადლობ დილას რომ მშვიდობიანი დილა გამითენა, არც კი ვმადლობ საღამოს რომ მშვიდობიანად გაილია დღე... სხვა განსაცდელის დროს კვლავ მახსენდება უფალი... კვლავ ვთხოვ დახმარებას, კვლავ მეხმარება, თუმცა მე კვლავ მავიწყდევბა ის ... და ხომ შეიძლება ერთხელაც თქვას ეს უმადური შვილია... აღარასოდეს დავეხმარებიო??? მე ვიგრძენი ჩემი დანაშაული...
დანაშაული უფლის წინაშე...
დიდება შენდა უფალო...
ყოვლად მოწყალეო
ცხოვრების მომნიჭებელო
სიკვდილისგან მხსნელო
დიდო მეუფეო
ღმერთო დიდო და ღმერთო მაღალო
დიდება შენს მოწყალებას
დიდება შენს მოთმინებას
დიდება შენდა ქრისტე იესო!
მეუფერო ღმერთო ჩვენო

ფიქრების დასტები დამყვება ქუჩებში
დარდები არასდროს მტოვებდა, არც ახლა
დამტოვა, დღე იყო ისეთი უჩემო,
რომ ყველა შეხებას თვალებით ვასახლებ.
მოვდივარ მოსკოვის პროსპექტზე მდუმარე,
და თვალებს მაყოლებს იმედის ფრინვ-ელი,
ხელების ცეცებით, ან ჩემი გუმანით,
შენამდე მოვედი, ვიცი, რომ მიშვ-ელი.
დავხიე უეცრად ტკივილის ქვითარი,
რადგანაც გიხუტებ გულების მისვლამდე,
და ცრემლმორეული თვალებით გითხარი,
მადლობა იმისთვის, რომ სითბო ვისწავლე.
This post has been edited by plebe on 27 May 2011, 22:50