ბოლო პოსტს ვეთანხმები. სკოლის, უმაღლესის დამთავრება და სამსახურის დაწყება მით უმეტეს არანაირი განსაკუთრებული სიხარულის მომტანი არ არის.
არც ცოლის მოყვანა. იმიტომ რომ ხანგძლივი პროცესია რომელსაც შენ თვითონ გეგმავ. ეხლა ვისაც ქორწილამდე სექსი არ აქვს და პირველი ღამის გამო უხარია არ ვიცი

, და ისე დოკუმენტის გაფორმება და გაოფიციალურება რატომ უნდა გიხაროდეს ვერ ვხვდები. ჩვეულებრივი მაგრამ საჭირო პროცედურაა.
არც არის ამ განყოფილების თემა მე თუ მკითხავთ.
სინამდვილეში სიხარული წვრილმანებშია. მე რა გამიხარდა ბოლო დროს?
მესის გოლი რეალის კარში.
ფულ ჰაუსი ფაისბუქში პოკერის თამაშის დროს როცა ფოთი 60000 ვირტუალური ჩიპი იყო

კოკა-კოლას ბოთლის დანახვა როცა ღამის სამ საათზე საშინელ პახმელიაზე გავიღვიძე.
ერთი შეხედვით უაზრობაა, მაგრამ ამან ყველაფერმა უფრო დიდი კმაყოფილება მომანიჭა ვიდრე რუტინულმა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებამ რომელიც 100% მოხდებოდა.
ცხოვრებაში სიხარული წვრილმანებში და მოულოდნელობებშია და არა ვიღაცის მიერ დადგენილ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ თამაშის წესებში.
სკოლის დამთავრება, მუშაობა, დაოჯახება ეს საზოგადების მიერ დაწესებული შაბლონებია. შეიძლება ჭკვიანური და მოსახერხებელი მაგრამ სიხარულს მასში ნაკლებად ვიპოვით.