ხოხო რა ტიპის რჩევები მისცეს
lasha-9აი რამოდენიმე ვარიანტი როგორაც გავიცანი ბიჭი:
1. მეგობრის მეგობარი იყო და ნუ მეგობარმა გაგვანო ყველას. მერე ასე ნახევარი საათის მერე მეკითხება: შეიძლება შენს გვერდით დავჯდე? მეც დავთანხმდი
2. რაღაც შეკრებაზე ვიყავი და ბევრი ხალხი იყო, უმეტესობა არავის იცნობდა, ჰოდა მომიახლოვდა, მომესალმა, თავისი სახელი მითხრა და მკითხა იქ რას ვაკეთებდი და საიდან მოვხვდი, ჰოდა მეც ავყევი
3. პარკში ვიჯექი ლანჩზე, ცოტა ქარი ქროდასავით ჰოდა გვერდზე ბიჭი მომიჯდა, ასე 5 წუთის მერე მკითხა, აუ ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული, ამ საზიზღარმა ამინდებმა ტვინი წაიღო, მეც ვუპასუხე რომ მართლაც ნერვების მომშლელია რომ ყველგან ქოლგა უნდა ვატარო. მერე მკითხა, აქ ახლო მახლო მუშაობ ან სწავლობ თუ სადან მოხდი ამ არემარეში? მეც ვუპასუხე.